თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 18:04
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1652,
კომენტარები: 10
"ხვალ აუცილებლად გავიმარჯვებთ"
ვინ იქნება დაცვის ხაზში.
ოლე გუნარ სოლსკიაერს მცველების შეცვლა მოუწევს შაბათის მატჩისთვის, რადგან ეშლი იანგი და ლუკ შოუ დისკვალიფიკაციის გამო თამაშს ვერ მოახერხებენ.

ეშლი იანგი ერთ მატჩს გამოტოვებს, ხოლო ლუკ შოუ შემდეგ სამ მატჩს, რადგან მიმდინარე სეზონში 10 ყვითელი ბარათი მიიღო. აქედან გამომდინარე, მცველი ვერც "ბარსელონასთან" ითამაშებს.

ოთხეული ჯერ კიდევ სავსებით შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის ბოლო მატჩებში "იუნაიტედმა" სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ლუკ შოუ დარწმუნებულია, რომ ოთხეულში აუცილებლად მოვხვდებით. ლუკ შოუს ადგილის დაკავება, სავარაუდოდ, მარკოს როხოს მოუწევს, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ გაუჭირდება:

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს და ყველანაირად ვეცდებით, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. ბოლო შედეგი პრემიერ ლიგაში იმედგამაცრუებელი იყო. სხვა გუნდებმაც დაკარგეს ქულები, საბედნიეროდ. ასე რომ ყველაფერი წინაა."

"ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი და დარწმუნებულები ვართ, რომ ოთხეულში დავასრულებთ. რა თქმა უნდა, "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად სულ სხვა შეგრძნებაა. გუნდი ამისთვის მზად იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ სამ ქულას მოვიპოვეთ."

მთელი კონცენტრაცია "ვესტ ჰემისკენაა" მიმართული.

"მთელი კონცენტრაცია ახლა "ვესტ ჰემისკენაა მიმართული. შემდგომ ვიფიქრებთ ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ ახლა, ამ მომენტისთვის მხოლოდ პრემიერ ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი," - განაცხადა დალომ.

ვინ იქნება დაცვის ხაზიდან?


ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი ჯერ კიდევ არ არიან მზად. მარკოს როხო ახლახანს დაბრუნდა.

"ამ პოზიციას კარგად ვიცნობ. ნაკრებში ბევრჯერ მითამაშია ამ ადგილზე. ფაქტობრივად, არგენტინაში ყოველთვის ამ პოზიციაზე ვთამაშობ."

"იუნაიტედშიც" მომიწია რამდენიმეჯერ აქ თამაში, ასე რომ ამ როლის მორგება მშვენივრად შემიძლია. მზად ვარ, რომ გავაკეთო ყველაფერი, რაც მწრთვნელსა და გუნდს ჩემგან დასჭირდება," - განაცხადა როხომ.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
12 აპრილი 2019 18:19
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
4-0 ან 5-1 მოკლედ, მარტივი 3 ქულა გვინდა )))

შოუს არყოფნაში, ბარსასთანაც როხოს მოუწევს. ვნახოთ აბა როგორ დაბრუნდება...
1
№2
ავტორი: 100%Red
12 აპრილი 2019 18:36
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ვულვზის მერე სულ დამეკარგა წარმოდგენა როხოზე (ისედაც არ მეხატებოდა გულზე)
0
№3
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Roxo unda dadges da imedia gamoichens tavs
1
№4
ავტორი: datasta25
12 აპრილი 2019 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ამდენი წაგების მერე თუ ვეღარ მოიგეს და რავიი

როხო არ ვიცი მარა სანჩესი მინდა რო გამოფხიზლდეს ბოლო-ბოლო რა, რაღაც მაინც მეიმედება ეგ კაცი :დ
0
№5
ავტორი: Malboro463
12 აპრილი 2019 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
იანგს დაყენებს მარცხნივ და დალოს მარჯვნიც. ან იგივე ტაქიკით ითამაშებს რაც ვულვზთან და ბარსასთან დაყენა შოუს შეცვლის როხოთი

იანგს დაყენებს მარცხნივ და დალოს მარჯვნიც. ან იგივე ტაქიკით ითამაშებს რაც ვულვზთან და ბარსასთან დაყენა შოუს შეცვლის როხოთი
0
№6
ავტორი: Messi N1 4-ever
12 აპრილი 2019 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: datasta25
ამდენი წაგების მერე თუ ვეღარ მოიგეს და რავიი

როხო არ ვიცი მარა სანჩესი მინდა რო გამოფხიზლდეს ბოლო-ბოლო რა, რაღაც მაინც მეიმედება ეგ კაცი :დ

სანჩესი წარსულია, მაგის ფორმის დაბრუნების მიზერული შანსიც აღარ არსებობს
0
№7
ავტორი: Svanchester
12 აპრილი 2019 21:26
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3860
რაოდენ დიდი მნიშვნელობისაა ყოველი მატჩიდან სამი ქულის აღება ეს ყველამ ვიცით. "ვესტ ჰემი" გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ არის მგონია, რომ რამოდენიმე ბურთიანი ჰანდიკაპით მოვიგებთ.
0
№8
ავტორი: fergitime
12 აპრილი 2019 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
დალოტი სმოლინგი ლინდელოფი როხო
0
№9
ავტორი: shotkin
13 აპრილი 2019 09:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
იანგს დაყენებს მარცხნივ და დალოს მარჯვნიც. ან იგივე ტაქიკით ითამაშებს რაც ვულვზთან და ბარსასთან დაყენა შოუს შეცვლის როხოთი

იანგს დაყენებს მარცხნივ და დალოს მარჯვნიც. ან იგივე ტაქიკით ითამაშებს რაც ვულვზთან და ბარსასთან დაყენა შოუს შეცვლის როხოთი

იანგს დისკვალიფიკაცია აქვს
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2019 13:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: 100%Red
ვულვზის მერე სულ დამეკარგა წარმოდგენა როხოზე (ისედაც არ მეხატებოდა გულზე)


ეგ მართლა ცუდი ფაქტია, თავი უნდა შეეკავებინა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top