თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 17:33
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1054,
კომენტარები: 6
როდის დაბრუნდება ერერა?
ოლე გუნარმა ერერას მომავალსა და ტრავმაზე ისაუბრა.
როდის დაბრუნდება ერერა?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ დაზიანებული ნახევარმცველი ანდერ ერერა შესაძლოა, პრემიერ ლიგაში "სიტისა" და "ჩელსის" წინააღმდეგ დაბრუნდეს.

სოლსკიაერი 29 წლის მცველის ფორმით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ესპანელი ძალებს არ იშურებს გამოსაჯანმრთელებლად და იმედოვნებს, რომ 24 აპრილისთვის მზად იქნება.

"ის ძალიან ბევრს მუშაობდა გამოსაჯანმრთელებლად. ტრავმა "ლივერპულის" წინააღმდეგ მიიღო. შემდგომ გამოჯანმრთელდა და ვარჯიშზე ისევ დაზიანდა. ის ძალიან ბევრს ვარჯიშობდა."

"საუბედუროდ, ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ერერას მომავალზე ბევრი ჭორია, თუმცა ეს ბუნებრივია. ამიტომ ბევრს ვერაფერს გეტყვით იმის შესახებ, თუ რამდენად შორს წავედით კონტრაქტზე მოლაპარაკებისას. მხოლოდ ის წყვეტს ყველაფერს."

"არ ვიცი, როგორ წარიმართა მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა მთავარი არის ის, რომ ანდერი მთლიანად მის ფორმაზეა კონცენტრირებული. მას თამაში უყვარს, ასე რომ ამ მომენტში ბედნიერი არ არის. წუხს, რომ თანაგუნდელებს ვერ ეხმარება. ის ყოველთვის თავის მაქსიმუმს დებს. არ აქვს მნიშვნელობა მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ხუთი წელია დარჩენილი თუ ხუთი კვირა."

"შეიძლება მომავალი აღელვებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მიზეზი მისი ტრავმის. ვინ იცის? მან არ იცის, რადგან ტრავმებზე სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს, რომ "ჩელსისა" და "სიტისთვის" მზად იქნება. არ ვარ დარწმუნებული, რადგან კიდევ ერთი კუნთის ტრავმა აქვს."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
12 აპრილი 2019 18:28
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ძალიან ცუდია, ბარსასთან ველოდებოდი :/// მატიჩიც თუ არ იქნება ისევ ფრედი უნდა დადგეს. მშვენივრად ითამაშა პირველ მატჩში, იმედია ისევ კარგად შეუბერავს.

ისე 26 წლის ყოფილა :დდ მე გაცილებით ნაკლები მეგონა.
0
№2
ავტორი: Malboro463
12 აპრილი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5221
სტატიაში ნახევარმცველის მაგივრად მცველი გიწერია ავტორ.
ამის არ ყოფნა ეტყობა გუნდს ფრედმა ვერ შეცვალა
0
№3
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8133
Dzalian cudi :(((
0
№4
ავტორი: gogita1991
12 აპრილი 2019 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 223
მემგონი ამის მომავალი უკვე გადაწყვეტილია და უშვებენ
0
№5
ავტორი: Svani
12 აპრილი 2019 21:31
  • სიახლეები: 1398
  • კომენტარები: 2850
ჩემი აზრით არავითარი ტრავმა არ არსებობს. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ერერას უთამაშებლობის მიზეზი კი სწორედ ეს მგონია.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2019 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8229
ციტატა: Svani
ჩემი აზრით არავითარი ტრავმა არ არსებობს. ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ერერას უთამაშებლობის მიზეზი კი სწორედ ეს მგონია.


დიდი შანსია მაგის, თან ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა როცა წასვლაზე დაიწყო ჭორები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 მარტი 2020, 20:30
ტოტენჰემი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
19 მარტი 2020, 21:55
იუნაიტედი
ლასკი
ევროპა ლიგა
21 მარტი 2020, 19:00
იუნაიტედი
შეფილდი
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი15 მარტი
ლასკი19 მარტი
შეფილდი21 მარტი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მარტი 2020, 21:55
ლასკი0
იუნაიტედი5
ევროპა ლიგა
8 მარტი 2020, 20:30
იუნაიტედი2
სიტი0
პრემიერ ლიგა
5 მარტი 2020, 23:45
დერბი0
იუნაიტედი3
ინგლისის თასი
ლასკი12 მარტი
სიტი8 მარტი
დერბი5 მარტი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top