თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 16:32
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1564,
კომენტარები: 6
ვალენსიას შესაძენად ოთხი კლუბი იბრძოლებს
ეკვადორელის შეძენის სურვილი, ოთხმა კლუბმა გამოთქვა.
ვალენსიას შესაძენად ოთხი კლუბი იბრძოლებს
დიდი ალბათობით, ეკვადორელი ფეხბურთელი ანტონიო ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედს", 2019 წლის ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სახით დატოვებს.

იგი 2009 წელს შეუერთდა "ეშმაკებს", როგორც თავდამსხმელი, თუმცა შემდგომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. კლუბში მის ამჟამინდელ პოზიციაზე რამოდენიმე ალტერნატივაა: ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, დიეგო დალო, არენდის წესით "ფულემში" განათხოვრებული ფოსუ-მენსა, რომელიც დიდი ალბათობით კვლავ დაუბრუნდება "ემიუს" რიგებს.

როგორც ბრიტანულ პრესაში იუწყებიან, კლუბის თავკაცი ოლე გუნარ სოლსკიაერი, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოცდილი მარჯვენა მცველის ყიდვას აპირებს. ეს კი კიდევ უფრო ცხადყოფს 33 წლის ეკვადორელის გუნდიდან წასვლას.

როგორც ცნობილია, მის შესაძენად ოთხი კლუბი იბრძოლებს: "ვესტ ჰემის", მილანის "ინტერისა" და ლონდონის "არსენალის" შემდგომ, მსურველთა რიცხვს, ამერიკული გუნდი "MLS" დაემატა. სავარაუდოდ, იგი თავისუფალი აგენტის სახით შეუერთდება რომელიმე მათგანს.

შეგახსენებთ, რომ ამ ხნის მანძილზე ანტონიო ვალენსიამ "მანჩესტერ იუნაიტედში" 240 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: mirror.co.uk
ჭორები, ტრანსფერები
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
12 აპრილი 2019 16:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგია წმენდა იწყება და ბერვია გასაშვები და უნდა გაუსვან ბევრი , იქეთა წლიდან იანგი და ჯონსი უნდა მიყვნენ სმოლინგი გასაყიდად მენანება რადგან სკამიდან კაი ვარიანტია
0
№2
ავტორი: datasta25
12 აპრილი 2019 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: shotkin
იანგი და ჯონსი უნდა მიყვნენ

მგონი არცერთს არ უშვებენ სამწუხაროდ
0
№3
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11410
Vales wasvla gadawyvetili ambaviaa
0
№4
ავტორი: Svanchester
12 აპრილი 2019 21:37
  • სიახლეები: 2760
  • კომენტარები: 3857
დიდი მადლობა კაპიტანს. წასვლის დროა !!!
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2019 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წასულია უკვე ფაქტობრივად
0
№6
ავტორი: giorgi_mg
13 აპრილი 2019 14:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
წასვლის დრო შეიძლება არის, თუმცა ასე მოქცევა არ შეიძლება, ცოტა დრო მაინც უნდა მოეცა ოლეს. ამ ადამიანს დიდი შრომა აქვს აქ ჩადებული და ესე არ უნდა მოისროლო, როცა კოჭლი იანგი დარბის მაგის ფლანგზე დღედაღამე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top