"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ფეხბურთელს, ანდერ ერერას, კლუბთან არსებული მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.
როგორც ბირტანულ საინფორმაციო წყაროებში წერენ, 29 წლის ესპანელი "ეშმაკებს" ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა. სწორედ ამიტომაც, იგი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ფრანგული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ ანდერ ერერა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მან პარიზელებთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. მისი ყოველკვირეული ხელფასი 240 ათასი ფუნტი იქნება, რაც 3-ჯერ მეტია "იუნაიტედში" თამაშისას არსებულ ანაზღაურებაზე, რადგან ერერა "იუნაიტედში" 80 ათასს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ესპანელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 130 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.
ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.