თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 15:43
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1674,
კომენტარები: 10
პსჟ-მ ერერას 3-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა
პარიზული კლუბი ერერას გადაბირებას ცდილობს.
პსჟ-მ ერერას 3-ჯერ მეტი ხელფასი შესთავაზა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ფეხბურთელს, ანდერ ერერას, კლუბთან არსებული მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში ეწურება.

როგორც ბირტანულ საინფორმაციო წყაროებში წერენ, 29 წლის ესპანელი "ეშმაკებს" ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა. სწორედ ამიტომაც, იგი გუნდს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ფრანგული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რომ ანდერ ერერა პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება. თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, მან პარიზელებთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. მისი ყოველკვირეული ხელფასი 240 ათასი ფუნტი იქნება, რაც 3-ჯერ მეტია "იუნაიტედში" თამაშისას არსებულ ანაზღაურებაზე, რადგან ერერა "იუნაიტედში" 80 ათასს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ესპანელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 130 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.
ჭორები, ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: datasta25
12 აპრილი 2019 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
წადი ძმაო წადი, ვერც იმას ვხვდები პსჟ-ს რათ უნდა ან ჩვენ რატო უნდა მოვიკლათ თავი, კი მევასება მარა უფრო იმიტო მევასება რო მანუ უყვარს და თავდადებულია თორე როგორც ფეხბურთელი 240 კვირაში არ ღირს, შეარგოს პსჟს
0
№2
ავტორი: glory28
12 აპრილი 2019 16:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
240 მიცეს მანჩესტერმაც და გაჩერდება მაგრამ ისიც არის რომ ამ რაოდენბობის ხეფასში შეიძლება ბრუნო ფერნანდესი დავიმატოთ რომელიც უფრო გვჭირდება ვიდრე მარტო ჟილკა ერერას მაგივრად
0
№3
ავტორი: 100%Red
12 აპრილი 2019 16:19
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
რავუყო ახლა
არ უნდათ ეტყობა თუარა შეინარჩუნებდნენ ამდენიხანი
0
№4
ავტორი: LASHQARA
12 აპრილი 2019 16:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მაღალი დონის ფეხბურთელებია საჭირო ყველა პოზიციაზე, ერერას ბრძოლისუნარიანობას და გუნდის სიყვარულს ვაფასებ, მაგრამ მანჩესტერის ძირითადში ეს არ უნდა იყოს, სკამზე კი ბატონო თუ არა და კარგად ბრძანდებოდეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჩემო ანდერ lol love am
0
№5
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Magrad gamitydeba amis wasvla:((
0
№6
ავტორი: Malboro463
12 აპრილი 2019 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბოლოს იანგს 140 ათასი ქონდა ხელფასი თუარ მოუმატეს კიდე.
წავიდეს ძირითადში უფრო მაღალი დონის ფეხბურტელია საჭირო და სკამზე კიდე 30 წლის ფეხბურთელის დასმას ახალგაზრდა დასვა ჯობია ამ დონისას ბევრს ნახავ
0
№7
ავტორი: Svanchester
12 აპრილი 2019 21:40
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ნუ შეიხს ფული არ უჭირს, ერერაც აღარ არის პატარა ბიჭი. ყვლანაირად ხელსაყრელი შეთავაზებაა თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა წავა და რამოდენიმე წელი კაი კუშსაც ჩაიდებს ჯიბეში. ნებისმიერ შემთხვევაში პატივისცემას იმსახურებს ჩვენი ბასკი ძმა გულშემატკივრებისგან.
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
13 აპრილი 2019 14:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
წასვლა ერთია და თავისუფალი აგენტის სტატუსით უკვე ბერვი ფეხბურთელი წავიდა, ამითაც დასტურდება მენეჯმენტის ცუდი მუშაობა.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
13 აპრილი 2019 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზამენაზე კიდე შეიძლება თუმცა მხოლოდ დაცვის სტილში, ეს თამაშსს ვერ გაამწვავებს და რავიცი... გული არ დამწყდება რადგან ამ ბიჭზე დიდი იმედები მქონდა რომ მოვიდა, უყვარს და ჟილკა აქვს ეგ არ არის ის რაც ეხლა ამ სიტუაციაში გვჭირდება, მაღალი კლასის ფეხბურთელები გვჭირდება.
0
№10
ავტორი: f.c.mu
13 აპრილი 2019 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
უნდა ჩანაცვლდეს უკეთესით
მხოლოდ მიდიან და არავის იმატებენ , იმიტომაც ვწვალობთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top