თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 13:10
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1628,
კომენტარები: 8
ჰარგრივზი: "კამპ ნოუზე" ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
ჰარგრივზის შეფასება "იუნაიტედის" შანსებზე.
ჰარგრივზი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ინგლისელმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგრივზმა, რომელიც გუნდს 2007 წელს მიუნხენის "ბაიერნიდან" შეუერთდა და 2011 წლამდე "ეშმაკების" ღირსებას იცავდა, "კამპ ნოუზე" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

"ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიელები ძალზედ კომფორტულად არიან, რადგან მათი პირველობა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია. "იუნაიტედს" კი პრემიერ ლიგაში ოთხეულისთვის ბრძოლა უწევს, რაც კომფორტულად ყოფნის საშუალებას არ აძლევს."

"როგორ გამოიყურება "ბარსელონა" "ლა ლიგა"-ზე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ესპანური ტურნირი არ არის, ევროპული ტურნირია და "ოლდ ტრაფორდზე" გამოჩნდა, რომ კატალონიელები თავიანთი თამაშით ვერავის ვერ შეაშინებენ. უბრალოდ, მე არასოდეს მინახავს ასეთი ბუსკეტსი, რომელიც იძულებულა ამდენი გადაცემა უკან გააკეთოს..."

"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი არ არის, ამიტომაც "კამპ ნოუზე" ყველაფერი შეიძლება მოხდეს."
, - განაცხადა ოუენ ჰარგრივზმა.

წყარო: AS.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
12 აპრილი 2019 13:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
შესაძლებელი ყველაფერია, რა თქმა უნდა, თუმცა ცალკე საკითხია რეალურად როგორი რთულია ბარსელონას დამარცხება, ბოლომდე უნდა იბრძოლონ და მოსაგებად ითამაშონ, დანარჩენი გამოჩნდება.
0
№2
ავტორი: datasta25
12 აპრილი 2019 13:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრი ძაან კაია, ისიც მესმის, რომ ბარსას დამარცხების რაღაც შანსი არის, მარა ამ ზაფხულში ძაან ბევრი რაღაც შეიცვლება გუნდში და ჯობია 4ულზე უფრო ვიფიქროთ და მომავალ ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზოთ ვიდრე ეხლა ამ წელს შევალიოთ ოთხეული ჩემპიონთა ლიგას რა, მე პირადად მირჩევნია ბარსასთან გამოვვარდეთ ვიდრე ლივერპულთან, მთელი ცხოვრება გადაგვაყოლებენ გამოვარდნას და თან ამ ეტაპზე ლივერპული ზედმეტად ძლიერია ჩვენთვის. ამიტომ მგონია რო ოთხეულს უნდა დავუთმოთ ყველაფერი რა და არა ჩლიგას
2
№3
ავტორი: Old Red Devil
12 აპრილი 2019 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
მე პირადად არ დამწყდება გული თუ ვერ გავცდით ბარსას.ფაქტია რომ ოლემ რაღაც ახალი შემოიტანა რითიც გუნდს პსჟსთან უშანსო მოგება დაადებინა.ვიმედოვნებ სათავისოდ მოხოდავს გუნდს ამ ზაფხულზე და ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებინებს ფეხბურთელებს.
0
№4
ავტორი: OzBeTa
12 აპრილი 2019 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
სახლში არ უნდა წაგვეგო პროსტა რააა აი ახლა გაცილებით რთული მდგომარეობააა ვიდრე წინახე გვქონდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№5
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11559
ნამდვილად რო ყველაფერი შეიძლება მოხდეს
0
№6
ავტორი: giorgi_mg
12 აპრილი 2019 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში და ასეთი ქამბექები ჩვენთვის უცხო არ არის. ცოტაა შანსი თუმცა არის, მაგრამ ისე არ უდა ქნან რომ ვერც ჩ ლიგა მოვიგოთ და ვერც 4 ლში შევიდეთ, პრიორიტეტი 4 ეული უნდა იყოს მე ასე მგონია. უნდა მოეშვან თავისუფლად უნდა ითამაშონ ესპანეთში, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე და აი ამ დროს იქნება შანსი. კი ვნახეთ დაძბულობის გამო ყვევებს უმიზნებდნენ ზოგიერთები.
0
№7
ავტორი: Z-A-R-D-O
12 აპრილი 2019 14:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამ ბარსელონასთან ქამბექი უბრალოდ ილუზიის სფეროა. ყოველთვის ისე არ გაგვიმართლებს როგორც პსჟესთან. ჩემზე მეტად არამგონია ვინმეს იუნაიტედის გასვლა უნდოდეს, მაგრამ რეალობას უნდა ჩავხედოთ თვალებში.
0
№8
ავტორი: Svanchester
12 აპრილი 2019 21:45
  • სიახლეები: 2895
  • კომენტარები: 3931
ფაქტია, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. შეიძლება "ბარსას" ძლიერი მხარეების გათიშვა და მეტწილად ეს შევძელით კიდეც "ოლდ ტრაფორდზე". ფსიქოლოგიურად მესი იმ შეჯახების მერე შეიცვალა, "კამპ ნოუზე" "ბარსელონა" აუცილებლად შეგვიტევს, მაგრამ ის რაც პირველ თამაშამდე ვახსენე, ამ დროს, ასეთ მოწინააღმდეგესთან გეძლევა მცირე შანსები გასატანად, მცირე მომენტები რომელიც უნდა გამოიყენო, გვქონდა მომენტები რომლებიც გოლად უნდა გარდაგვესახა, იმედია "კამპ ნოუზე" მაგას გავაკეთებთ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top