თბილისი:
მანჩესტერი:
12-04-2019, 11:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 8
გუნდის სიახლეები "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ
სიახლეები ტრავმირებულების შესახებ.
გუნდის სიახლეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მინიმუმ ორ ცვლილებას გააკეთებს "ვესტ ჰემთან" მატჩის წინ.

მარჯვენა მცველი, ეშლი იანგი, "ოლდ ტრაფორდზე" ვერ გამოჩნდება, რადგან "ვულზვთან" მატჩში წითელი ბარათი მიიღო.

რაც შეეხება ლუკ შოუს, მან მიმდინარე სეზონში მეათე ყვითელი ბარათი მოაგროვა და შესაბამისად მასაც უწევს მატჩის გამოტოვება, როგორც "ვესტ ჰემთან", ისე "ევერტონთან".

სამწუხაროდ, ჩვენმა 23-მა ნომერმა ერთმატჩინი დისკვალიფიკაცია ჩემპიონთა ლიგაზეც მიიღო და "ბარსელონასთან" განმეორებით მატჩს ვერ ჩაატარებს.

რადგან არც იანგი და არც შოუ არ არიან, დიოგო დალო, სავარაუდოდ, მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, ხოლო მეორე ფლანგს მარკუს როხო დაიკავებს.

არგენტინელმა სანაკრებო შესვენებებზე ძალიან კარგად ითამაშა, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა ის "ნოუ კამპზეც" ვიხილოთ.

ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი ისევ ტრავმირებულები არიან.

რაც შეეხება დაცვის ცენტრს, ერიკ ბაიი თავის ტრავმის გამო, სავარაუდოდ, მზად ვერ იქნება. ის სანაკრებო შესვენებების დროს დაზიანდა. ოლე გუნარს მხოლოდ ვიქტორ ლინდელოფის, ფილ ჯონსისა და კრის სმოლინგის არჩევანი რჩება.

ნემანია მატიჩმა და ანდერ ერერამ სამშაბათის მატჩი გამოტოვეს და ჯერჯერობით კიდევ უცნობია, იქნება თუ არა დუეტი მზად "ვესტ ჰემის" დასახვედრად.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაში ოლე გუნარმა დაადასტურა, რომ ალექსის სანჩესი "ვესტ ჰემთან" ითამაშებს.

"მას ბევრი ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა კარგად გრძნობს თავს. ახლა სრულიად ჯანმრთელია და გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს. ის, ალბათ, "ვესტ ჰემთან" მატჩში ითამაშებს, ვნახოთ რამდენად კარგად იქნება პირველი მატჩისთვის. ამის მიხედვით გადაწყდება, თუ რამდენ წუთს გაატარებს მოედანზე."

მარკუს რეშფორი "ბარსელონასთან" ძირითად შემადგენლობაში იყო და 85 წუთი ითამაშა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან კოჭის ტრავმა გადალახა და ვარჯიშები გააძლიერა.

ხუან მატა, ჯესი ლინგარდი და ენტონი მარსიალი სამივე სკამზე იმყოფებოდა და, სავარაუდოდ, ხვალისთვის სრულიად მზად იქნებიან.

ოლე სიახლეებს მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მოგვაწვდის.


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
12 აპრილი 2019 12:04
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
ძალიან კარგი... სანჩესი როგორ დაბრუნდება საინტერესოა ^^ რაღაც ძაან დიდი იმედით ველოდები, ასე მგონია რაღაც საოცრებებს ჩაიდენს ბარსასთან.
0
№2
ავტორი: datasta25
12 აპრილი 2019 12:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: ლუკა ბერაია
ძალიან კარგი... სანჩესი როგორ დაბრუნდება საინტერესოა ^^ რაღაც ძაან დიდი იმედით ველოდები, ასე მგონია რაღაც საოცრებებს ჩაიდენს ბარსასთან.

რატომღაც მეც მგონია რო კარგად დაბრუნდება, თან ბარსასთან გამოცდილი კაციც გვჭირდება და ამან ხვალ თუ კარგად ითამაშა ბარსასთანაც ათამაშებენ, მაინც მგონია რო დაუბრუნდება ფორმას ზაფხულამდე და დატოვებენ
0
№3
ავტორი: shotkin
12 აპრილი 2019 12:43
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ამ მატიჩს და ერერას რა ჭირთ ასეთი გამოუსწორებელი და შოუ რო ამდენ თამაშს ტოვებს პრემიერ ლიგაში ცუდია როხოს ყურება ჩათვალეტ იგივე იანგის ყურების ტოლფასია იმედია პრემიერლიგაში ევერტონსაც მოვუგებთ და ვესთ ჰემსაც თორე პრაქტიკულად შანსი აღარ დაგვრჩება არაფრის
0
№4
ავტორი: giorgi_mg
12 აპრილი 2019 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მეც მგონია სანჩესის დაბრუნება კარგი იქნება, რა დონის ფეხბურთელს ვერ ვიყენებთ, არსენალმა გამოწუწნა და გამოწურა ბოლომდე მე ასე მგონია

ხოდა იანგი რომ არ იქნება მიხარია
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
12 აპრილი 2019 13:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
შოუ დიდი დანაკლისია, როხო როგორ დაბრუნდება მითუმეტეს ამდენი ხნის უთამაშებელი არ ვიცი, იანგის არ ყოფნა კარგიცაა ერთის მხრივ. ვნახოთ სანჩესი რას იზამს, ერერა და მატიჩც დაბრუნდებიან იმედია. მოკლედ ეს თამაში უეჭველი მოსაგებია თუ ოთხეულში შესვლა უნდათ.
0
№6
ავტორი: Old Red Devil
12 აპრილი 2019 13:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
რაღაც მოსაზრება გამიჩნდა.კერძოდ,ოლემ 433 ფორმაცია ჩამოაყალიბა და თითქოს ძირითადი გაირკვა.შემდეგ ხდება ტრამვების ბუმი და ოლე ესწყობა 352ზე რომელიც ზოგჯერ 5 მცველით კეთდება.ძირითადში კი ადგილს თითქმის უიმედოები იკავებენ.პარალელურად იწერება ათასი რამ და საბოლოოდ ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო იმათ ვისაც უშვებენ "ტრამვა" აქვთ და თუ რაღაც არ მოხდა მაშინ "ჯანმრთელდებიან".ესენია ერერა,მატიჩი,მატა,დარმიანი,ვალენსია,როხო,ბაილი,სანჩესი.საუბედუროდ იანგი არ იტრამვება.სასტარტოში კი შემოდიან დალო,ფრედი,მაკტომინეი.ალბათ ასეთი დაკვეთაა და პოლიტიკა.....
0
№7
ავტორი: ikeoni
12 აპრილი 2019 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
იმედია სანჩესი იზავს რამეს
0
№8
ავტორი: Z-A-R-D-O
12 აპრილი 2019 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
სანჩეზის დაბრუნებას მეც კარგი განწყობით ველოდები რატომღაც. შოუს კი რაც შეეხება დიდი დანაკლისია. ფლანგიდან არამგონია ისე გაამწვავოს და ჩაერთოს შეტევებში როხო,როგორც შოუმ იცის ხოლმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top