მე ამ სტატიის პირველ ნაწილში გიამბეთ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმის შემდეგ რაც 1994 წელს ლივერპულში ბანერი გამოჩნდა რომელზეც ეწერა:"Au revoir Cantona & Man Utd, come back when you've won 18."
16 წლის შემდეგ ამას მოჰყვა პასუხი. ყველაფერი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთპირველ ნაწილში
და გაინტერესებთ რა მოხდა 15 ოქტომბერს, ენფილდზე? (მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა)
ენფილდზე გამოკრული ბანერი ასე გამოიყურებოდა, ყოველგვარი ცინიზმისა და ხუმრობების გარეშე. უბრალოდ ფაქტი
19 Times
ხოლო 18 დეკემებრს იუნატედის გასვლით შეხვედრაში "ქუინს პარკ რეინჯერსთან" მატჩის ბოლოს კადრში მოხვდა 1994 წლის ლივერპულში გამოკრული ბანერის მსგავსი ბანერი.
"Come back when you've won 19 titles..."
რა თქმა უნდა ეს არ არის საბოლოო ბანერი, საბოლოო გამოთქმა. ეს მტრობა არ დამთავრდება იქამდე სანამ ეს ორი გუნდი იარსებებს, არ აქვს მნიშვნელობა ისინი სად, როგორ და რა დროს ითამაშებენ. მატჩი იუნაიტედსა და ლივერპულს შორის ყველასგან განსხვავდება.