თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 11:59
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1479,
კომენტარები: 9
სმოლინგი: "საშინლად არ გაგვიმართლა"
კრის სმოლინგის განცხადება მატჩის შემდეგ.
სმოლინგი:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში, კრის სმოლინგი, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო მასპინძელთა გუნდიდან. ინგლისელმა მცველმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში იყო წარდგენილი ("ეშმაკების" რიგებიდან), სკოტ მაკტომინეის, ფრედისა და ლინდელოფის გვერდით.

29 წლის ცენტრალურმა მცველმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, "ბარსელონასთან" გამართული მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ მის გუნდს იღბალმა საშინლად უმტყუნა.

"იუნაიტედს" საკუთარი გეგმები ჰქონდა აღნიშნული შეხვედრის მიმართ და ჩვენც გეგმის მიხედვით ვმოქმედებდით. სტუმრები ალბათ არ ელოდნენ ასეთ თამაშს, რადგან აშკარა იყო, რომ ისინი ვერ ეგუებოდნენ ჩვენს სათამაშო სტილს."

"ბარსელონა" იმ ტიპის გუნდია, რომელიც აქცენტს ბურთის კონტროლზე აკეთებს. მე ვფიქრობ, რომ მეტოქეს არაფრით არ ჩამოვრჩებოდით და მათი შანსები მინიმუმამდე დავიყვანეთ. გარკვეული ტიპის შეცდომები გვქონდა, მაგრამ დამარცხებას ამას ვერ დავაბრალებდი. ალბათ მიზეზად უფრო უიღბლობა შეიძლება მივიჩნიოთ."

"შეხვედრის პირველი 10-15 წუთი აღელვებულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ ყველაფერი დალაგდა და მეტოქეს არაფრის საშუალებას არ ვაძლევდით. უცნაურია, მაგრამ მათ მაინც გაგვიტანეს გოლი... საშინლად არ გაგვიმართლა, უბრალოდ სხვა რამის თქმა არ შემიძლია. საშინლად გვიმტყუნა იღბალმა", - განაცხადა კრის სმოლინგმა.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
11 აპრილი 2019 12:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
თქვე დე და აფეთქებულებო სულ მეტოქის შანსები მინიმუმზე როგრ დაგყავთ მომესწრება ნეტა ის დრო რომ პირიქით მოწინაღმდეგე მოგვერიდება და შეეცდება ჩვენი შანსების მინიმუმამდე დაყვანას? ბარსას მინიმუმ არ უნდაწაეგო მაგისთვის იყო ჩამოსული და შეასრულეს თავიანთი საქმეც თქვენ რაქენით თქვე სირ ებო
არ გამართლებაზე ალაპარაკი ზედმეტია
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გამართლებაზე ლაპარაკი ცოტა უადგილოა, ავტოგოლის ეპიზოდს თუ თვლიან, იქ უფრო პოზიციური შეცდომა იყო, ვერ იტყვი რო არაფრისგან გავიდა გოლი.
0
№3
ავტორი: datasta25
11 აპრილი 2019 12:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მოკლედ ამ თამაშში აშკარად გამოჩნდა რამდენიმე რაღაც:

1) რეშფორდი, მარსიალი არიან ღლაპები, უმაქნისი ბიჭები რომლებიც სანამ გაიზრდებიან და ჩამოყალიბდებიან რამდენიმე სეზონი დასჭირდებათ, ვგულისხმობ იმ კონდიციამდე მისვლას, რომ ტიპებმა შანსი მაინც გამოიყენონ, შანსის შექმნაზე ზედმეტია ლაპარაკი.

2) ამის ფონზე დამტკიცდა, რომ როგორც დაცვაში ასევე შეტევაში ძალიან დიდი პრობლემებია, ძალიან დიდი პრობლემები და თუ ვინმეს გონია, რომ დაცვის ხაზის გაძლიერებით პრობლემა მოგვარებულია ძაან ცდება. გუნდში საჭიროა ადამიანი რომელიც ხანდახან, აი ხანდახან, ათასში ერთხელ ეს დე და აფეთქებული, აი ათასში ერთხელ მაინც ინდივიდუალურად, საკუთარი პროფესიონალიზმით, აიღებს ბურთს და გუნდს როცა უჭირს სოლო გოლს გაიტანს, ბოლოს მანუტდ-ს მნიშვნელოვან მატჩში ესეთი გოლი არ მახსოვს.

3)პატარა ბიჭმა მაკტომინეიმ რაც გააკეთა აღმოჩენა იყო, თუმცა როგორც რაშფორდზე და მარსიალზე ვარტ დამოკიდებული შეტევაში და მაინც არაფერი არ გამოდის, ეგრე ვიქნებით თუ მაკტომინეის სკამზე არ დავსვამთ და ვინმე გამოცდილს არ მოვიყვანთ.რამდენიც არუნდა აგინოთ პოგბას, არის იდეალური ფეხბურთელი, ბურთს არ კარგავს, თუ კარგავს ჯარიმა არის, მოკლედ თუ ცენტრში რამე ხდება პოგბას დამსახურებით, და ზოგადად არიან ნახევარმცველები რომლებიც გოლს არ იტანენ, არარის მაგათი სტილი გოლის გატანა, ეს არის კაცი რომელიც ანაწილებს ბურთს იდეალურად, მაგრამ როგორც ვთქვი, პოგბა კარში ვერ შეგიყვანს პასით, თუ შეტევაში ფანტაზია არ გაქვს.

4)იანგს თუ გამოვაკლებთ, ამ დონის დაცვის ხაზს მეტი რა უნდა ექნა ვერ ვხვდები. მართლა კარგად ითამაშეს, სმოლინგსაც ყოჩაღ მეტ ნაკლებად მაგ კაცმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა, ამაზე მეტი არ შეუძლია, რაც შეეხება იანგს, უბრალოდ არ ვისაუბრებ ამ ადამიანზე, აზრი არააქვს, ამდენი წელი მაგაზე ვლაპარაკობთ ყველა მანუს ფანი და არაფერი არ გამოდის მაინც. ადამიანი რომელსაც ელემენტარულად საჯარიმოში ნორმალურად ბურთის ჩაგდება არ შეუძლია.

5) სულშერი არის მანჩესტერის სწორი არჩევანი, არა იმიტომ, რომ თვითო არის პროფესიონალიზმის პიკი, არამედ იმიტომ რომ აშკარად უსმენს ადამიანებს და უჯერებს მათ, მოკლედ ამ თამაშში ტაქტიკა არსებობდა და თან სწორი ტაქტიკა.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, არ შეიძლება პატარა ბავშვებზე ააწყო გუნდი, თუ პოგბა და დე ხეა წავა, ვერავინ ვერ გავამტყუნებთ, იმიტომ რომ ამ ბავშვებს გაზრდა ჭირდებათ, და პოგბას თუ თავისი პრაიმის დაკარგვა ამ ბავშვების გაზრდაში არუნდა ძაან სწორიც იქნება.

მოკლედ ამ ზაფხულზე ადამოკიდებული არა მარტო შემდეგი სეზონი არამედ შემდეგი რამდენიმე სეზონიც.
0
№4
ავტორი: giorgi_mg
11 აპრილი 2019 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
datasta25
ამ თამაშში ორი მინუსი იყო, ერთი იანგი და მეორე რეშფორდი. ამ ორი ფეხბურთელის ნაცვლად რომ ნორმალური ორი ყოფილიყო, შედეგი სხვა იქნებოდა დარწმუნებული ვარ. სულ ვიძახი რომ რეში არ არის ჯერ ასეთი დონის, გაუვარდება ათასში ერთხელ და ვსიო ზვეზდაა, არ არის ეგრე. ნუ იანგზე რა უნდა ვთქვა კასტილით დარბის კაცი რაც შეუძლია იმას აკეთებს.
1
№5
ავტორი: zuranistelroy
11 აპრილი 2019 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
კარგით რა მარტო ბავშვებიო ბავშვები ყავს აიაქს და რა ფეხბურთს თამაშობს???/ ბავშვები ყავდა ფერგის და რა ფეხბურთს თამაშობდა......... ბარსას ისე ვერ მოუგებ სწრაფი ფეხბურთი თუარ ეთამაშე თუ დაცვაში დადექი ჩათვალე წაგებული გაქვს. რაც შეეხება სმოლონგს მე ეს კაცი დიდად არასდროს მომწონდა მაგრამ უნდა ვაღიარო ზალიან კარგად ითამაშა გუშინ სკოტმაც გამაოგნა ბოლომდე იბრძოდა და რამოდენიმეჯერ ძალიან მაგრად მოატყუა მეტოქე...
0
№6
ავტორი: datasta25
11 აპრილი 2019 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
ციტატა: zuranistelroy
ბავშვები ყავს აიაქს და რა ფეხბურთს თამაშობს???/ ბავშვები ყავდა ფერგის და რა ფეხბურთს თამაშობდა

არა მარტო იმაზე დაბრალება რო ბავშვები არიან რათქმაუნდა არასწროია, პროსტა ამშემთხვევაში დონეშია განსხვავება, არ გვყავს ჩვენ არც აიაქსის დონის ბავშვები და არც იმ დონის ბავშვები ფერგის რო ყავდა თავის დროზე, ფერგის ბავშვებიდან 90% ლეგენდა გახდა, და ამათგან რა დადგება აგერ მე და აგერ თქვენ wink
0
№7
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2019 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
ერთხელ მაინც რო ჩაეწოდებინა იანგს შეიძლება არც წაგვევგო:(((
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2019 17:41
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
ციტატა: datasta25
ციტატა: zuranistelroy
ბავშვები ყავს აიაქს და რა ფეხბურთს თამაშობს???/ ბავშვები ყავდა ფერგის და რა ფეხბურთს თამაშობდა

არა მარტო იმაზე დაბრალება რო ბავშვები არიან რათქმაუნდა არასწროია, პროსტა ამშემთხვევაში დონეშია განსხვავება, არ გვყავს ჩვენ არც აიაქსის დონის ბავშვები და არც იმ დონის ბავშვები ფერგის რო ყავდა თავის დროზე, ფერგის ბავშვებიდან 90% ლეგენდა გახდა, და ამათგან რა დადგება აგერ მე და აგერ თქვენ wink

ძალიან დაეცა ჩვენი აკადემიის დონე.აიაქსის აკადემია ისედაც პირველი იყო მაგრამ იცი რა არის ნამდვილო ტრაგედია.დე იონგი წინასწარ იყიდა ბარსამ.ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?მერე ვწუწუნებთ მაგარი სასტავი ყავსო.ეყოლება ბატონო დადიან ეძებენ.დე იონგმა რეკორდი დაამყარა გუშინ 117 პასი გააკეთა მთელს მოედანზე იყო.იქეთ დე ლიხტს წაიყვანენ და ასე ჩვენ ვსდიოთ და ვეხვეწოთ ხალხს მილიარდს მოქცემ ხელფასს ოღონდ წამოდიო.შავ დღეში ვართ
0
№9
ავტორი: stepno
11 აპრილი 2019 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არაუშავს ყველაფერი წინაა დარწმუნებული ვარ იქ თუ მალევე გავიტანთ გოლს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებაა და ბარსელონა ძალიან დაიბნევა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top