თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 10:28
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1464,
კომენტარები: 9
პიკე: "პსჟ-მ პირველი შეხვედრა 0-2 მოიგო, თუმცა შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ"
ხერარდ პიკეს განცხადება მატჩის შემდეგ.
პიკე:
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ 0-1 დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საინტერესო განცხადება გააკეთა ესპანელმა ხერარდ პიკემ, რომელმაც განაცხადა, რომ "კამპ ნოუზე" ფავორიტები ვერ იქნებიან.

"ოლდ ტრაფორდი" საოცარი სტადიონია და როდესაც მოედანზე სათამაშოდ გადიხარ, უზომოდ დიდ სიამოვნებას ღებულობ. "იუნაიტედის" საკუთარ კედლებში დამარცხება ძალიან რთულია, შესაბამისად, შედეგით კმაყოფილები ვართ."

"შეხვედრის შეფასება ძალიან რთული იქნება... "მანჩესტერ იუნაიტედი" შესანიშნავი კლუბია, ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, მცირე პრობლემები ნამდვილად გვქონდა, თუმცა დაცვაში კარგად თამაშის შედეგად კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ. გატანილი გოლის შემდეგ ვიცოდით როგორ გაგვეგრძელებინა მატჩი, საბოლოოდ, ვფიქრობ ყველაფერი კარგად დამთავრდა."

"შემდეგი შეხვედრა "კამპ ნოუზე" გაიმართება და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება. ეს შედეგი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავი ფავორიტებად მივიჩნიოთ. გავიხსენოთ პსჟ, რომელმაც პირველი შეხვედრა (0-2) მოიგო, თუმცა შემდეგ რაც მოხდა ყველამ ვნახეთ..."

"ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" და მეტი სიფრთხილე გვმართებს, მათგან ყველაფერი მოსალოდნელია.", - განაცხადა ჟერარდ პიკემ.
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2019 10:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ზედიზედ ორჯერ ასეთი რამის გაკეთება სასწაულის სფეროა უკვე მაგრამ შეუძლებელი ნაღდად არაა.უბრალოდ ალალად ვიტყვი ძალიან უიმედოდ ვიყავი პირველი თამაშის წინ მაგრამ ახლა ძალიან დიდი იმედი მაქვს და ამის მიზეზი თავად ბარსაა.არ არის ეს გუნდი ის რომელსაც გოლს ვერ გაუტან და ვერ მოუგებ კამპ ნოუზე.ერთ კვორაში უდიდესი მატჩი იქნება და პირველისგან რადიკალურად განსხვავებული,უფრო გახსნილი და ბევრი გოლი იქნება ასე მგონია
0
№2
ავტორი: england123
11 აპრილი 2019 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
არვიცი რაა ძალიან სუსტად ვითამაშეთ და დიდი შანსიააა რო გამოვარდეთ✨ ბევრად აღვემატებიან დღევანდელი გრანდები რაც ძალიან სამწუხაროა ძალიან

მომენატრა მანჩესტერის ლამაზი თამაში სერ ალექსის მერე რო არ მინახია, ცუდათ ნუ გამიგებთ მაგრამ მე პირადათ სოლსკაერის იმედი არ მაქვს✨
1
№3
ავტორი: LASHQARA
11 აპრილი 2019 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ესეთ მოთამაშე ბარსას, უფრო თუ მივაწექით პრესინგით და მომენტებიც გამოიყენეს, აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, მე დამატებით დროსაც არ გამოვრიცხავ, განმეორებით შეხვედრაში, თუ ასეთი თამაში წავიდა, რაც ჩვენთან იყო, ასე რომ დაკარგული არაფერია... love am
0
№4
ავტორი: Malboro463
11 აპრილი 2019 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ესეთ მოთამაშე ბარსას უფო თუ მივაწვრბით კაია მარა რომ ვერ აწვებიან? ან ბარსამ აქეთ რომ მოგვაწვეს მაგაზე არ გიფიქრიათ
თავისუფლად შეუძლია ჰანდიკაპით მოგება.
0
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
11 აპრილი 2019 11:56
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დაუმარცხებელი არავინაა და შესაძლებელია გავცდეთ ბარსას. ისიც შეიძლება ვეხვეწებოდეთ მეტი გოლი აღარ გაგვიტანოთო :) ისე ამ აიქსის ფეხბურთელებს რომ დაერევიან ხოლმე და მიყავთ დ ამიყავთ,ჩვენ რო წამოვიყვანოთ 1-2 კაი ბიჭი არა? აი თუნდაც ნერესი,ძაან ჰაი კლასია,თან პატარაა და აუცილებელია ბარსელონას ან რეალს მიყავდეს? ამ ეს რა პოლტიკა გვაქვს,რით ვერ დანიშნეს სპორტული დირექტორი? დიდ გუნდებთან ვისით გვინდა რომ მოვიგოთ? აიანგით,დალოთი და მაკტომინით? თუ ფრედით სმოლინგით? რა ფეხბურთელებიც გვყავს,იმ ფეხბურთს ვთამაშობთ. ამათ გინდა სოლშერო მოუყვანე და ვინც გინდა.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ, ძალიან რთული იქნება მარა სხვა გზა არაა, მოგებაზე უნდა იტამაშონ.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
11 აპრილი 2019 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იგივე ტაქტიკას ველოდოთ უნდა იქაც რაც პსჟ_სთან იყო
0
№8
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2019 14:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ეს თამაშიც თუ მოიგო ნახალოვკაში სოლსკერას ძეგს დავდგავ:))
0
№9
ავტორი: stepno
11 აპრილი 2019 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეხლა ნამდვილად არაფერი აღარ გვაქვს დასაკარგი. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და სწრაფ გოლზე უნდა ვიფირთოთ ბარსაში დიდი იმედებით ველოდები თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top