ოლე გუნარის პრესკონფერენცია მატჩის შემდეგ.
ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, მისი გუნდი "ნოუ კამპზე" გოლის გატანას მოახერხებს. იხილეთ "წითლების" მწრთვნელის მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია:
საერთო შეჯამება."ბევრი მინუსი და პლიუსი გამოიკვეთა. ვფიქრობ, არც ისე კარგად დავიწყეთ, ცოტათი ვნერვიულობდით. ისინი წნეხის ქვეშ საერთოდ ვერ მოვაქციეთ. მათი გოლის შემდეგ ბევრად უფრო დალაგებულად ვთამაშობდით. ნახევარდაცვაში კონკრეტულმა ფეხბურთელებმა საოცარი მატჩი ჩაატარეს და მოხარული ვარ ამის გამო."
"ახლა ნამდვილ "მანჩესტერ იუნაიტედში" ვგრძნობ თავს. მთელი სტადიონი ჩვენ გვერდით იყო, ფართედ ვთამაშობდით, წინ წავედით, კარგი პასებო გავაკეთეთ. ხანდადან ასეთი კომბინაციები თავური დარტყმით სრულდება, მაგრამ ხანდახან ვერ იყენებ."
"ბარსელონას" გოლი და "იუნაიტედის" პასუხი."ჩვენ თამაში კარგად არ დაგვიწყია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მესიმ და სუარესმა საოცრად ითამაშეს. ცოტათი გაუმართლათ, რადგან ლუკმა ბურთს მიმართულება შეუცვალა. მაგრამ გოლის შემდეგ ყველაფერი იდეალურად წავიდა. ყველამ კარგად დაინახა, რომ როგორც კი გაგვიტანეს გუნდი ერთად შეიკრიბა და ყველამ ერთხმად თქვა: მოდი თამაშში დავრჩეთ, მოდი გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ისე არ მომხდარა, როგორც პსჟ-სთან. ჩვენ ისევ ჩემპიონატში ვართ, ჯერ არაფერი დასრულებულა."
მაკტომინეიმ გამაოგნა. "სკოტმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ის თითოეულ მატჩში უფრო და უფრო უკეთესი ხდება. მას კარგი ათლეტური აღნაგობა აქვს და ბევრი სირბილიც შეუძლია. ყველა ბრძოლას იგებს, ძალიან სწრაფია, საოცარ კომპოზიციებს ქმნის. სწორედ მან დაიწყო თამაშის დალაგება."
"ის ვარჯიშებზე საოცარი განწყობით მოდის ხოლმე და სწორედ ეს ეხმარება გაუმჯობესებაში. ყველა თამაშში უფრო და უფრო იზრდება და დღეს სწორედ მან დაალაგა თამაში."
სუფთა შანსები გვაკლდა."ცოტაოდენი ხარისხი გვაკლდა, მაგრამ საოცარი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ როცა "ბარსელონას" ეთამაშები თავი კარგად უნდა დაიცვა. შესაძლოა ცოტათი დაღლილიც იყო, როცა შანსებს იღებ, რადგან მთელი ენერგია დაცვაში გეხარჯება. პოზიტიური რაღაცებიც მოხდა, ყველაფერს ერთად მოვაგროვებთ და ესპანეთში ერთადერთი განწყობით ჩავალთ: "უნდა გავიტანოთ".
მესი მშვიდად იყო. "ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და ეს მის თითოეულ მოძრაობაში ჩანს. ჩვენ როგორც შეგვეძლო მის შეჩერებას ვცდილობდით და ხანდახან ეს იდეალურად გამოგვდიოდა. ეს მომენტების საღამო არ იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გვქონდა შანსები - რეშისა და დიოგოს მომენტები, სუფთა შანსები იყო. ენტონი უფრო მეტს აკეთებს ხოლმე, მაგრამ თითი ისევ აწუხებდა."
პარიზი დასალაშქრი მთა იყო... რას იტყვით "ბარსელონას" შესახებ?"ჩვენ იქ სამუშაოს შესასრულებლად ჩავალთ, მაგრამ არა უშანსოდ. ჩვენ უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, რთული იქნება, მაგრამ ეს ერთხელ უკვე გაგვიკეთებია. ჩვენ იქ იმ ცოდნითა და შეგრძნებით ჩავალთ, რომ გატანა შეგვიძლია. რა თქმა უნდა, პარიზში ჩატარებული მატჩი გვაძლევს რწმენასა და თავდაჯერებას, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ამასთანავე კარგად ვიცით, რომ ამ ჩეპიონატის ფავორიტებს ვეთამაშებით, თანაც "ნოუ კამპზე".
"საოცარი გამოწვევაა და ძალიან მაგარი იქნება ამ გამოწვევაზე სათანადო პასუხის გაცემა, ეს "ბარსელონას" ისტორიაშიც შევა. ისინი სახლში წაგებას მიჩვეულნი არ არიან, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია."
"მომენტები კარგად უნდა დავასრულოთ. რამდენიმე ძალიან კარგი შანსი გვქონდა. გაიხსენეთ რეშისა და დალოს მომენტები. ეს შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო, ვალდებული ხარ. ჩვენ ძალიან ეფექტურები და ზუსტები უნდა ვიყოთ. ბევრი მომენტი არ გვექნება, ასე რომ რაც გვექნება ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ. მათ თამაშის მოკვლა მოუნდებათ, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ, ისინი გავტეხოთ და მომენტებში ბურთი უკეთ დავიჭიროთ, ისევე როგორც დღეს."
წყარო:
ManUtd.com