თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 09:24
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1428,
კომენტარები: 6
"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ვერასდროს ჩამოგვწერთ"
სკოტ მაკტომინეი მატჩის შემდეგ.
სკოტ მაკტომინეი გულშემატკივართა არჩევანით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ნახევარმცველი ფრედს, ლინდელოფსა და სმოლინგთან ერთად იყო წარდგენილი, თუმცა შოტლანდიელმა 53%-ის მოგროვება მოახერხა და მატჩის საუკეთესოდ იქცა.

მატჩის შემდგომ სკოტ მაკტომინეიმ ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რონ მოუთმენლად ელის მეორე მატჩს. შოტლანდიელმა იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ შეინარჩუნა გუნდმა სიმშვიდე პირველი გოლის შემდეგ.

"ვფიქრობ, რომ პირველი 10-15 წუთი ჩვენ მათ მიმართ მეტისმეტად დიდი პატივისცემა გამოვიჩინეთ მსუბუქი პრესინგისა და წინ წაწევის მხრივ. თუმცა ამ პერიოდის შემდეგ ძალიან კარგად გავაგრძელეთ ყველაფერი და ვფიქრობ, ყველა ხედავდა, რომ ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით."

"გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, როცა მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით, მაგრამ ვფიქრობ, გულშემატკივარი ამ თამაშით ისიამოვნებდა."

"ეს "ბარსელონაა", უდიდესი დონის კლუბი და ძალიან რთულია მათთან ბურთის მოპოვება, ბურთის დაჭერა კი კიდევ უფრო რთული. მადლობა ყველას, რადგან თითოეულმა ჩვენგანმა საოცარი მატჩი ჩაატარა."

"ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ვერასდროს ჩამოგვწერთ. მათ უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, ისევე როგორც ჩვენ და ამას მეორე მატჩში დაინახავთ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
11 აპრილი 2019 09:38
  • სიახლეები: 18
  • კომენტარები: 181
1-2 )) ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა !!!
0
№2
ავტორი: stepno
11 აპრილი 2019 09:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რათქმაუნდა ყველაფერი წინაა
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2019 10:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3197
2-3 მგონია მე

:)

აი პროსტა მესის გარეშე საერთოდ ამ გუბდს როგორ უნდა უყურო და უგულშემატკივრო ვერ ვხვდები.საშუალო დონის გუნდია უსაშინლესი საფეხბურთო ტაქტიკით.გუშინ რომელიღაცამ დაწერა აქ არ მახსოვს რომელმა,მოურინიოს ავტობუსი და ბარსას ტიკი ტაკა ერთნაირი საშინელებააო და აბსოლუტურად ვეთანხმები.ვერასოდეს ვიღებდი სიამოვნებას ბარსას თამაშით ისევე როგორც სიტის თამაშით ახლა.700 ზე მეტი პასი აქვთ გაკეთებული მთელ თამაშში და აქედან 600 ზე მეტი უკან ან იქვე მდგომ ფეხბურთელთან არაფრის მომცემი მიეცი დაუბრუნე.ამაში რა უნდა მოგწონდეს ვერ ვხვდები.პოგბას 30 მეტრიანი ფლანგზე გადატანები 2-3 მირჩევნია მთელს თამაშში ამათი ბურთის გორაობას.
მოკლედ 2-3 დაიდოს:))
1
№4
ავტორი: giorgi_mg
11 აპრილი 2019 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბრავო სკოტ! იმედია ასე გააგრძელებს განვითარებას 3d_5
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 12:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სკოტი მართლა ძალიან კარგი იყო, ბოლომდე იბრძოდა და პასებიც კარგი ქონდა.
0
№6
ავტორი: ikeoni
11 აპრილი 2019 13:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Gushin saocrad itamasha am bichma❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top