თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2019, 01:11
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2531,
კომენტარები: 32
მიმოხილვა: იუნაიტედი 0-1 ბარსელონა
დღევანდელი მატჩის მიმოხილვა.
მიმოხილვები
32 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
11 აპრილი 2019 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ძალიან რთული მატჩი გველის გასვლაზე,მაგრამ შეუძლებელი არაფერია, ფაქტია რომ ტრანსფერები ჭირდება გუნდს, მონდომება არ აკლიათ და ვთვლი რომ ბარსელონამ უფრო მახინჯი ფეხბურთი ითამაშა დღეს ვიდრე მანჩესტერმა love am
1
№2
ავტორი: solskjaer
11 აპრილი 2019 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ვერაფრით ვერ გვაჯობეს უბრალოდ გაუმართლათ. ოლეს ნოუ კამპზე 1-2 აწყობს... :)))))) 1999 <3
1
№3
ავტორი: Chaxrux
11 აპრილი 2019 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
smolingma mesis rac gauketa memgoni iangze avarjishebdnen tipma vercerti zusti pasi ver gaaketa gamrudebuli iyoo mtlianaad...
1
№4
ავტორი: shotkin
11 აპრილი 2019 01:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ტეხავს რო ზედიზედ მეორედ აგებ საკუთარ მოედანზე და ისიც ტეხავს რო ეშლი იანგი არის კაპიტანი ასევე ტეხავს რო ეშლი იანგი ამ დონის გუნდში 8 წელია უკვე რაც თამაშობ თავისთავად ეს ბოლო ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე და არავის არ უნდა გვიკვირდეს გუნდის ბოლო წლების მდგომარეობა, რა დონის ფეხბურთელებიც არიან მოჭარბებებულები ის დონეა და ის შედეგები,იმედია მომავალი წლიდან სკამს ახეხინებენ იანგს და ძირითადის კაცას სხვას მოიგვანენ და ეს მისაშავებელი 1 წლიანი კოტრაქტი ბოლო იქნება, ეხლა მეორე ყველამ ვიცით რო სტანდარტულები ასეთი გუნდის წინააღმდეგ უნდა მაქსიმალურად გამოიყენო და რატო დაარტყა ფრედმა ჯარიმა ვერ მიხვდი როცა მთელი სეზონია არ დაურყავს ფაქტიურად და მაინდამაინც ეხლა მოინდომა ექსპერიმენტები? მარსიალს უნდა გამოეყენებინდა მომენტი და გაეტანა, ამ ეტაპზე გუნდს ვერ მოთხოვ ბარსასთან ყველაფერს მარა უნდა მეტი მოენდომებინათ მარა რას იზამ როცა გუნდში ეშლი იანგია და რამდენიმე კიდე ამ დონის. და ბოლოს აი მსაჯი და ვიარ სისტემა ლუკ შოუს ხელს ხედავს და ბუსქეცის ხელს არა ? მსაჯზე არ ვტეხავ ჯოხს მარა აშკარაა რო მაინც წაუ ცენზურავა თავისებურად რამდენჯერმა მსაჯელონას მსაჯმა
1
№5
ავტორი: Lalana
11 აპრილი 2019 01:18
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ტაქტიკურად ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.ფრედი და მაკტომინაიმაც მშვენივრად ითამაშა,სმოლინგს კი ყოჩაღ,რაც არ უნდა იყოს არ გაახარა არავინ.აი ფრედმა დაცვაა და ნახევარდაცვაშიც დიდი სამუშაო შეასრულა და ბევრი ართმევაც გააკეთა.ყველაზე მეტად ის არ მომეწონა რომ დიოგო გაიყვანა,რადგან იანგი უსაქმურობდა და ჯობდა დალოტი გადაეწია მარჯვნივ და იანგის ნაცვლად შემოსულიყო ვინმე.რაც შეეხება ტიკი-ტაკასთან ჭიდილს,აქ მხოლოდ მაღალი,მძლავრი პრესინგი ამართლებს რასაც კლოპი ეთამაშება ხოლმე გვარდიოლას.თუ ზაფხულში ნორმალური ტრანსფერები გაკეთდა წესით მომდევნო წელს ნამვილად არ უნდა ვიყოთ ცუდი გუნდი.ორ თავდამსხმელში კი არ არის რეშფორდი კარგი,ჯობს ისევ ფლანგიდან შეუტიოს,ფლანგიდან ბევრად სახიფათოა,ზუსტად ეგ მოგვაკლდა დღეს,ფლანგებიდან უფრო მეტი ზეწოლა.
1
№6
ავტორი: philcou
11 აპრილი 2019 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
თანაბარი თამაში იყო..
მანჩესტერს ძაან დიდ პატივს ვცემ თუმცა კამპ ნოუზე 1:2 არარეალური მგონია..მაქსიმუმ ბარსამ ფრე ითამაშოს..რავიცი რავიცი.. მაინც ცალი ფეხით გასულია გუნდი..მარა პსჟ რო არ დაემართოთ ბოლომდე უნდა იბრძოლონ ))))
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
11 აპრილი 2019 01:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისევ და ისევ ფრთხილი თამაში...

ცოტა მეტი შემტევი ტაქტიკის აუცილებლობა იგრძნობოდა, ცენტრში კარგად იდგა სამივე, პოგბა, ფრედის და სკოტიც მარა წინ არაფერი ხდებოდა, კვლავ რაშფორდის არასწორი გადაწყვეტილებები, იანგზე ბევრჯერ დავწერე და აღარ დავწერ, მოკლედ რო ვთქვა იანგი არ უნდა იყოს იუნაიტედის ძირითადის მარჯვენა მცველი და მითუმეტეს კაპიტანი.

შედეგი არ მოაქ ასეთ ფრთხილ თამაშს და რატო ირჩევს სულ ოლე ძლიერ გუნდებთან ამას ვერ ვხვდები, არავინ თქვას რო მანჩესტერს რო შემტევი - გახსნილი ფეხბურთი ეთამაშა ბარსა მარტივა გაიქცეოდა შეტევაშიო... აზრს ვერ ვხვდები, მაინც ვაგებთ ასეთი ფრთხილი თამაშითაც კი, კარში ვერ ვუტყყავთ, მაშინ რაღა აზრი აქვს, ბარსა პესეჟე არაა ჩახვიდე და ნოუკაპზე იგივე გაუკეთო. (შესაძლებელი რო ყველაფერია ეს ცალკე თემაა) ამიტო მე დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება რო შეეძლოთ ბევრად უფრო შემტევი სტილით თამაში, ეს 5 მცველი კიდე არასდროს არ ამართლებს და ოლესაც გადაედო დღევანდელი ჯიუტი მწვრთნელების სენი როგორც ჩანს.

ბარსა ძლიერია, ვერც გუნდს და მითუმეტეს ოლეს ვერ მოთხოვ გადი და ისე მოუგე რო პლიუს თამაშითაც აჯობოო, თუმცა მაინც გულსაწყვეტია როცა ხედავ რო ცოტა მეტი რისკი და შეიძლება ყველაფერი შენ სასიკეთოდ წარიმართოს. ცუდია, თუმცა არ უნდა წაეგოთ არანაირად, არ უთამაშია ისე ბარსას რო მინიმუმ ამ გუნდისთვის კარში მაინც ვერ დაგერტყა.

ყველა ფეხბურთელს მაინც პატივისცემა ჩემგან, იანგი უნდა გამოვაკლო ამ სიას ყელშია უკვე მართლა მაგის რბილად რო ვთქვათ უაზრო თამაში.

ოლესგან ცოტა უფრო შემტევი სტილი გვინდა, გრანდებთან უნდა გამოჩნდეს ეს, აბა ჰადერსფილდს ცოტა სიფრთხილითაც მოუგებ რამენაირად. დღეს შემტევი სტილი იგებს და ეს არაერთხელ დამტკიცდა, აღარაა ჩაკეტილი ფეხბურთის ხანა, გაიშიფრა წავიდა. დააყენე 5 მცველი და აჰა მაინც გაგივიდა გოლი.

მოკლედ, ამ ეტაპზე ისედაც ოთხეულია მთავარი საზრუნავი, მარა წაგება მაინც ტეხავს, ისე რო შანსიც არ გაქ ფაქტობრივად და ჯანსაღი კრიტიკაც აუცილებელია ოლეს მიმართ მარა მაინც უდიდესი პატივისცემა ამ კაცს, რაც დეკემბრიდან დღემდე გააკეთა.
0
№8
ავტორი: giorgiginturi
11 აპრილი 2019 01:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ეეეჰ(((( ამათ შემყურე ესპანეთში ბურთს შეეხე იან ნეტა საერთოდ..
გაქრა იმედი მცირედიც მგონი .... ეს არაა პსჟ და არც სასწაულები ხდება ზაკაზით... ოლეს რა ჭირს სანამ კონტრაქტს მოაწერდა ხეკს უკეთესი იყო
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
11 აპრილი 2019 01:28
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
რეშის დიდი ფეხბურთელობის არასოდეს მწამდა და ბოლოს როდესაც იმედი გადამეწურა ამ ბიჭზე იყო რეალთან სუპერ თასზე.იძახეთ ახლა ახალგაზრდაა და ეს და ის.უტვინო სწორხაზოვანი ფეხბურთელია სტერლინგივით.დღეს თამაში ჩააგდო იანგმა და რეშმა რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს მაგრამ ნებისმიერი ანგარიშით მოგება გვჭირდება რაც სავსებით არაა წარმოუდგენელი.კამპ ნოისა და ოლეს რა ქიმია აკავშირებთ ეგ ცალკე საკითხია:))იქ გოლის გაშვებაც არაფერი არაა.გუნდი უნდა ჩავიდეს მოსაგებად.მე გამაოცეს მაკტომინაიმ და ფრედმა.პოგბა ძალიან კარგი და უშეცდომო იყო.დარწმუნებული ვარ რეშის ნაცვლად ლინგარდი რომ ყოფილიყო მაღალი პრესი გისას ისე ცოდვილობდა ბარსა რომ ეს იღბალა რამეს გამოკრავდა ხელს.აბა რეშს ნახევარჯერ ეზარებოდა სირბილის დაწყება.დღეს ბარსას ბევრი სისუსტე გამოჩნდა.ეს თამაში არ ყოფილა ისე რომ კლასით მოეგო ბარსას უბრალოდ გაუვარდათ და აი მინუსები ბლომად გამოუჩნდათ
1
№10
ავტორი: shotkin
11 აპრილი 2019 01:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: giorgiginturi
ეეეჰ(((( ამათ შემყურე ესპანეთში ბურთს შეეხე იან ნეტა საერთოდ..
გაქრა იმედი მცირედიც მგონი .... ეს არაა პსჟ და არც სასწაულები ხდება ზაკაზით... ოლეს რა ჭირს სანამ კონტრაქტს მოაწერდა ხეკს უკეთესი იყო

ოლე რა შუაშია კაცურად ჩემპიონთა ლიგის მოგება ხო არ გინდა ?))) ოლე კიარა მამა ზეციერი ვერ ააწყობს ვან გაალის და მოურინიო გამოვლილ გუნდს ნახევარ სეზონში, ოლეს მოთხოვეთ შემდეგი წლიდან ამეტაპზე კაცი თუ შეაქებს ოლენს ან არაფერი არ უნდა თქვა არ მიმაჩნია სწორად ეგ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top