თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2019, 19:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2081,
კომენტარები: 3
ჟოზე მოურინიოს პროგნოზი
"იუნაიტედის" ყოფილი მწრთვნელი "ბარსელონასთან" მატჩის წინ.
ჟოზე მოურინიოს პროგნოზი
ჟოზე მოურინიოს სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველას გაოცება შეუძლია. მაგრამ მან მისი ყოფილი კლუბი ლიონელ მესის შესაძლებლობებზე გააფრთხილა.

"იუნაიტედი" ამ სეზონში საოცრებებს სჩადის. მათ დაამარცხეს "იუვენტუსი", პსჟ, რატომ ვერ დაამარცხებენ "ბარსელონას"?

"მაგრამ "ბარსელონა" სხვა კულტურის გუნდია, მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა ფორმაში არიან "წითლები" და მათ პატივს სცემენ. ისინი დიდი მოწიწებით ჩამოდიან "ოლდ ტრაფორდზე", თუმცა მესის ამ დიდებულ სტადიონზე თავისი ანაბეჭდის დატოვების სურვილი ექნება."


აღნიშნული შესახებ ახლანდელმა მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პსჟ-სთან გამარჯვებამ ყველას თავდაჯერება შესძინა.

"ის, რაც ჩვენ ფრანგების წინააღმდეგ გავაკეთეთ საოცარი იყო. არავის სჯეროდა, რომ ამას შევძლებდით, არავის ჩვენ გარდა. შეიძლება, გულშემატკივრები ოდნავ იმედოვნებდნენ, მაგრამ არ სჯეროდათ. ახლა კი ბიჭების თამაშის შემდეგ ყველაფერი ნათელია, ისინი გაცილებით უფრო თავდაჯერებულები არიან და ყველას შინაგანი რწმენა აქვს, რომელიც შიგნიდან კარნახობს: "ჩვენ ეს შეგვიძლია". ჩვენ შესაბამისად უნდა დავიცვათ თავი და ყველაფერი კარგად იქნება."


წყარო: M.E.N.
მატჩის წინ
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2019 19:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჟოზემ მაინც შეგვახსენა იუვეს მოვუგეო :))
0
№2
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2019 19:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Iuventusi ar dagaviwydes shen :))
0
№3
ავტორი: Vaskaa
10 აპრილი 2019 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ჟოზემ თავისი ფილოსოფია ვერ მოარგო მანჩესტერს. ფეხბურთელებმაც ვერ მიიღეს.
პოგბა კი თავისი ახირებებით დიდი პრობლემა გვყავს.
სონიმ გუშინ რა ითამაშა. დაიჯერო ხელშეუხებელია? რატომ არ ვყიდულობთ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top