თბილისი:
მანჩესტერი:
21-02-2013, 20:56
ავტორი: ViDa,
ნანახია: 1451,
კომენტარები: 4
ასეთი მატჩებისათვის ვცოცხლობ
მიყვარს ვიმყოფებოდე მარცხისა და გამარჯვების ზღვარზე, მიყვარს სტადიონზე მომღერალი გულშემატკივრები, წინასამატჩო ნერვიულობა და დრამა მოედანზე.
ასეთი მატჩებისათვის ვცოცხლობ
რობინს ხედვა ჰქონდა მომავლიდან-ერთს, იგი მოელის მოუთბენლად, მეორესი კი ეშინია. პირველ სურათში, იგი თავის თაროზე აწყობს ინგლისის და ჩემპიონთა ლიგის თასებს, რომელიც მან "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოიგო. ადამიანისათვის, რომელმაც შვიდი წლის განმავლობაში ვერაფერი ვერ მოიგო "არსენალთან" ერთად-წარმოუდგენელი მომენტია. მაგრამ არის კიდევ ერთი სურათი, რომელიც ძალიან აშინებს ჰოლანდიელს. ამ ნახატზე დახატულია მისი ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ. აღწერილია, თუ როგორ იტანჯება იგი წარსულის ხსენებაში.

მაგრამ, ასეთი მომავალი რობინს ნაკლებად ანაღვლებდა მადრიდის "რეალთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ. "წითლების" 29 წლის ბობარდირი ინტერვიუს დიდი აღფრთოვანებით აძლევს ერთ-ერთ გაზეთს:"ზუსტად ამიტომ ჩამოვედი "მანჩესტერ იუნაიტედში". მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაშები. სიმართლეს გეუბნებით! მიყვარს დიდი თამაშები დიდი გუნდების წინააღმდეგ, სადაც არავის არ შეუძლია თქვას, როგორ თამთავრდება შეხვედრა. მიყვარს ვიმყოფებოდე მარცხისა და გამარჯვების ზღვარზე, მიყვარს სტადიონზე მომღერალი გულშემატკივრები, წინასამატჩო ნერვიულობა და დრამა მოედანზე. მე, მხოლოდ ამისათვის ვცხოვრობ! ჯერ კიდევ ვერ წარმომიდგენია ის დღე, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება და ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდება."

"ეს ერთ-ერთი იმ გრანდიოზული მატჩებიდანაა, რომლებზეც მე, მხოლოდ ვოცნებობდი-"მანჩესტერ იუნაიტედი" "რეალის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეიუზე.'' სამი კვირის შემდეგ, ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ უკვე "ოლდ ტრაფორდზე", რომელიც არანაკლებ გრანდიოზული იქნება. რა საკვირველია, მე მესმის, რომ ჩვეულებრივი მატჩებიც აუცილებელია, იმიტომ რომ, ამ მატჩების ხარჯზე შეუძლია გუნდს გახდეს ჩემპიონი. "იუნაიტედში", თითოეულმა ჩვენგანმა არ იცის სუსტი და ძლიერი გუნდი, რადგან ყოველ შეხვედრას ერთნაირად ვემყრობით, მაგრამ ისეთი მატჩი, როგორიც ოთხშაბათს იყო-არის როგორც ხენდრო ტოტრზე. შეხვედრები "სიტისთან" და "ლივერპულთან" ინგლისის ჩემპიონატში და "რეალთან" ევროპაზე-ეს რაღაც განსაკუთრებულია!"

ჰოლანდიელი ახლა, ელოდება განმეორებით შეხვედრას სამეფო გუნდთან, იმისათვის რომ დაშვებული შეცდომა გამოასწოროს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ორი ტიტული "არსენალში" მოპოვებულია "იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ:ინგლისის სუპერთასი 2004-ში და ინგლისის თასი 2005-ში, მაგრამ ორივე შეხვედრაში პერსიმ ეპიზოდურად მიიღო მონაწილეობა, რადგან მოედანზე ცვლილებიდან გამოდიოდა. ახლა, "იუნაიტედში" ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ითვლება და მას იმედი აქვს, რომ წელს "წითლებთან" ერთად არაერთ ტიტულს მოიპოვებს.

"ეს სეზონი ისე მიმდინარეობს, რომ ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდება. ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ, არაჩვეულებრივ პოზიციაზე ვიმყოფებით ჩემპიონატში და იმედი გვაქვს, რომ შორს წავალთ ჩემპიონთა ლიგაშიც. მაგრამ პირველ რიგში, კონცენტრაციაა საჭირო "რეალთა'' მატჩში.

არ აგერიოთ პერსის ღელვა და მომავლის იმედი მის ზედმეტ თავდაჯერებულობაში. იგი არ იზიარებს, იმ აზრს, რომ ფრე "ბერნაბეუზე" "იუნაიტედს" შემდეგ ეტაპზე გაიყვანს.

"ო, არა. ჩვენ, უფლება არაგვაქვს იმაზე ვიფიქროთ, რომ საქმე უკვე დამთავრებულია. "იუნაიტედს" ასეთი რამ არ სჩვევია. ყველამ იცის, რომ გუნდები, როგორებიც არიან "ბარსა", "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არ აინტერესებთ თუ სად ექნებათ თამაში, გასვლაზე თუ სახლში. თუ, თქვენ პატარა გუნდი ხართ, მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა "იუნაიტედისათვის". "სანტიაგოზე'', ჩვენ არც გვიფიქრია, თუ სად ვთამაშობდით. რომ გვქონოდა თამაში სადმე ბაღის ეზონში, დარწმუნებული ვარ რომ იგივენაირად ვითამაშებდით. ყველა ჩვენგანი დიდ გამოცდილებას ფლობს, ამიტომ არცერთს არ გვიკვირს ასეთი თამაში. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლოა უკეთ დასრულებულიყო, მაგრამ შეიძლებოდა ყველაფერი პირიქითად მომხდარიყო.

ამის შემდეგ დაამატა:"ჩვენ, ფაქტობრივად ფანტასტიური შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ მხოლოდ ფაქტობრივად."

ვან პერსი ხვდება, რომ 72-ე წუთზე მას შეეძლო გაენადგურებია ყველანაირი ინტრიგა, როდესაც მისი დარტყმული ბურთი ჰაბი ალონსომ გამოიტანა კარის ხაზიდან:"ეს ჩემი მეორე შანსი იყო, რომელიც უეჭველად უნდა გამომეყენა. იმ მომენტში, ბურთს კარგად ვერ დავარტყი. მინდოდა მთელი ძალით დამერტყა, მაგრამ სამწუხაროდ პირიქით გამოვიდა."

"საერთოდ, მე ხშირად ვკითხულობ გაზეთებს, მაგრამ მატჩამდე ერთი კვირის განმავლობაში მათთვის ხელი არ მომიკიდებია, რადგან ვიცოდი რაც ეწერებოდა იქ. ითამაშებენ არა რონალდუ და პერსი, არამედ ორი უდიდესი გუნდი. მწვრთნელმა მატჩის წინ გვითხრა:"არ მინდა მოედანზე ჩვენების დადგმა, უბრალოდ ითამაშეთ ფეხბურთი. ჩვენ ეს გავაკეთეთ."

"ეს თამაში ორივე მხარისათვის დასამახსოვრებელი იყო. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად არის, თუმცა შეიძლებოდა პირიქით ყოფილიყო. მაგრამ, მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამ მატჩის შემდეგ უკმაყოფილო დარჩენილიყო. ამ თამაშის ყურება დიდი სიამოვნება იქნებოდა და მერწმუნეთ, მასში მონაწილეობის მიღებაც არანაკლებ სასიამოვნო იყო. ჩვენ შეგვეძლო ამ შეხვედრის მოგება და მათსაც შეეძლოთ. გაგრძელება სამ კვირაში იქნება."

ვან პერსი მოულოდნელად ელის 5 მარტს და უნდა, რომ დრომ სწრაფად გაირბინოს. იგი ამბობს:"მიყვარს იმაზე ფიქრი, რომ წინ კიდევ უამრავი თამაში მაქვს. ყოველ შეხვედრას მოუთბენლად ველი."

წყარო-Manutd.Ru
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
21 თებერვალი 2013 20:58
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
გენააცვალეე am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: Malboro463
21 თებერვალი 2013 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5856
ყოჩაღ ავტორ საინტერესო სტატია
0
№3
ავტორი: RVP (20)
21 თებერვალი 2013 21:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 342
რობინ 5-ში შენი იმედი მაქვს სახლში ვთამაშობთ და იმედები არ გაგვიცრუო am
0
№4
ავტორი: love united
21 თებერვალი 2013 22:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ძაან მაგარია...რობინმა კიდე სასწაულები აკეთა იმ თამაშში...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top