თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2019, 19:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1424,
კომენტარები: 2
"არაფრის გვეშინია, ამ ყველაფრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებთ"
სკოტ მაკტომინეის თავისი გუნდის შესძლებლობების სჯერა.
ყველა, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირდება დღევანდელ საღამოს მოუთმენლად ელოდება. მათ შორისაა სკოტ მაკტომინეიც. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა აკადემიელია, რომელიც ბოლო დროს გასაოცარ მატჩებს ატარებს. ნახევარმცველის განცხადებით, ყველასთვის დიდი სიამოვნება იქნება ლიონელ მესისთან თამაში.

"ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ შიშისგან ვკანკალებთ. ყველას თავისი აზრი აქვს და ეს ფეხბურთია, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ წავრმართავთ თამაშს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განწყობა და ის, რომ თამაშს კარგად მივუდგეთ."

"ეს მეოთხედფინალია. ბიჭების უმეტესობას ამ ეტაპზე ნათამაშები აქვთ. ყველა პროფესიონალები ვართ და ამ შესაძლებლობისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ. გვინდა, რომ ეს ყველამ დაინახოს და იცოდეთ, რომ ძალიან რთულია ჩვენი შეჩერება."

"პსჟ-ს გამოცდილება დაუჯერებელი იყო, ეს ფასდაუდებელი შრომის შედეგი გახლდათ. მაიკლ ქერიკი სულ გვიმეორებს, რომ მოედანზე მაქსიმუმი უნდა დავდოთ და მაქსიმუმი გამოვიტანოთ, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს. თითოეული მატჩისგან ყველაფერი უნდა ვისწავლოთ. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობთ. ვნახულობთ, რა გავაკეთეთ კარგად, რა ცუდად და ყოველთვის გაუმჯობესებისთვის ვიბრძვით."

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწრთვნელის თითოეული სიტყვა კარგად გავიაზროთ და გავითავისოთ. მათ ყველას სხვადასხვა რაღაცები მოაქვთ, სხვადასხვა გამოწვევები და მნიშვნელოვანია, რომ მოვუსმინოთ."

"რაც შეეხება მესის, ის ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ფაქტია. ის დაუჯერებელი უნარების მქონე ფეხბურთელია და ყველაფერი, რაც კარიერის განმავლობაში გაუკეთებია, უბრალოდ შეუფასებელია. ჩვენთვის მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება და ალბათ შეუძლებელიც კი. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ძალიან კარგი შესაძლებლობები გავქვს და ყველა გამოწვევისთვის მზად ვართ."

"გულშემატკივრები ძალიან, ძალიან გვჭირდებიან. ისინი ყოველთვის მე-12 მოთამაშის რანგში გამოდიან და ყველაფერი ძალიან კარგად გამოდის. ყველა შეგრძნება, ყველა ემოცია უბრალოდ დაუჯერებელია. ისინი საუკეთესო გულშემატკივრები არიან მსოფლიოში."
ინტერვიუები, მატჩის წინ
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2019 19:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მატიჩის და ერერას არ ყოფნაში სკოტი დაიწყებს დიდი ალბათობით ძირითადიდან და იმედია ისეთივე კარგი იქნება, როგორც ვულვზთან იყო.
0
№2
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2019 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Dges unda dadge ise rogorc arasdros da sheudzlebeli shedzlo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top