თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2019, 18:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1371,
კომენტარები: 2
"ყველამ დაინახეთ, რომ შეუძლებელი საერთოდ არაფერია"
ოლე გუნარის ინტერვიუ მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ბარსელონას" დაპირისპირებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. იხილეთ ოლე გუნარის ინტერვიუ მატჩის წინ.

-"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ბარსელონა". სწორედ ამ მატჩისთვის შეიქმნა პრემიერ ლიგა. როგორ განწყობაზე ხართ?
-"დიდებულზე. ვიცით, რომ ფანტასტიკურ გუნდს ვეთამაშებით ფანტასტიკური ინდივიდუალებით, მაგრამ ასევე ვართ ჩვენც. ვიცით, რომ ამ გამოწვევებით ვიზრდებით. როცა დიდებული მატჩები გელის, მოუთმებლად ელი გამოწვევებს. თუ ნამდვილი "მანჩესტერელი" ხარ, არაფრის გეშინია, არაფერს უფრთხი."

-პსჟ-სთან მატჩის შემდეგ შეგემატათ რწმენა იმისა, რომ ამ ჩემპიონატში ყველაფერია შესაძლებელი?
-"დიახ, რა თქმა უნდა. ამ მატჩმა მე, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს რწმენა მოგვცა, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი შეგვიძლია. 2-0-დან გასვლით მატჩზე შემდეგ ეტაპზე გასვლა ნიშნავს, რომ ძალიან მაგარი რამეები ხდება, მაგრამ თან სასწავლიც ბევრია."

-გასულ მატჩში ბევრი ახალგაზრდა ათამაშეთ. ვიმედოვნებ, რომ ახლა მეტი ძირითადის ფეხბურთელი გყავთ. თუმცა არსებობს შანსი იმისა, რომ ისინი კიდევ ითამაშებენ?
-"მათ ძალიან კარგად ითამაშეს და ეს სულ თავში მიტრიალებს. რა თქმა უნდა, ამას შემადგენლობის დაყენებისას გავითალისწინებ. რამდენიმე ტრავმა გვაქვს და ჯერ კიდევ ველოდებით რეაქციას. დღეს საღამოს ნახავთ ჩვენს გადაწყვეტილებას."

-ბოლოს, როცა "ბარსელონას" "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდით, კარგი საღამო გამოდგა. ახლაც კარგი დრო იქნება იმ საღამოს განსამეორებლად.
-"დიახ, რა თქმა უნდა. იმ საღამოს სქოულზმა შესანიშნავი გოლი გაიტანა. რატომაც არა? შეგვიძლია, ამ საღამოს განმეორება. "ლივერპულის" წინააღდმეგ საოცარი ატმოსფერო იყო, იგივე შემიძლია ვთქვა პსჟ-ზეც."

-შეიძლება, რომ გულშენატკივრები გარდამტეხი ფაქტორები აღმოჩნდნენ?
-"რა თქმა უნდა, თანაც აქ, "ოლდ ტრაფორდზე". ამ ხალხს ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი და ძალიან ბევრჯერ აქვს დაცული ჩვენი კარები. მათ კიდევ შეუძლიათ ამის გაკეთება და დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ კიდეც."

-"ბარსელონა" მესიზე მეტია, მაგრამ ეს უნიკალური ტალანტია. თქვენ, როგორც ფორვარდი რას ფიქრობთ მის შესახებ?
-"მე ვერ ვიკადრებ და ვერ ვიტყვი, რომ მისი მსგავსი უნარები მაქვს. მე ძალიან შორს ვარ მისგან. ის საოცრად მოქნილი და სწრაფია, გეგონებათ, რომ მასზე გრავიტაცია საერთოდ არ მოქმედებს. უნიკალურია, მაგრამ უკვე ვითამაშეთ რონალდუსა და და მბაპეს წინააღმდეგ. ისინი განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არია, მაგრამ აზარის წინააღმდეგაც გვითამაშია, რომელიც მესის სტილის მსგავსი ფეხბურთელია."

წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები, მატჩის წინ
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2019 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთავარია იმედები არ გაგვიცრუვდეს ამ მატჩის მიმართ
0
№2
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2019 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Midi Ra ole unda movigot dges
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top