თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2019, 10:18
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1582,
კომენტარები: 6
მესის სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ
არგენტინელი საოცარ ფორმაშია.
მესის სტატისტიკა ინგლისური კლუბების წინააღმდეგ
ოლე გუნარი მისი მოკლევადიანი მწრთვნელობის განმავლობაში ყველაზე რთულ გამოწვევას უპირისპირდება და დღეს საღამოს "ბარსელონას" უმასპინძლებს.

ლიონელ მესი "ოლდ ტრაფორდს" უკვე მეორედ ეწვევა, თუმცა "იუნაიტედს" უკვე მეხუთედ დაუპირისპირდება.

იყო დრო, როცა არგენტინელის რეკორდი ინგლისური კლუბების მიმართ გაკრიტიკებული იყო, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ეს შეიცვალა, თუმცა მესი მაინც ეცდება, რომ კიდევ მეტი გოლი გაიტანოს და ისტორიში ამ რანგშიც კარგი სახელი დატოვოს.

31 წლის ფორვარდი ინგლისურ კლუბებს ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში 30-ჯერ დაპირისპირებია, სადაც 22 გოლი და 6 ასისტი აქვს გაკეთებული.

აქედან მხოლოდ ოთხი თამაში ჩაატარა "იუნაიტედის" წინააღმდეგ და 2009 და 2011 წლის ფინალებში გოლის გატანაც მოახერხა.

მისი წინა გამოჩენა "ოლდ ტრაფორდზე" "ბარსელონას" დამარცხებით დასრულდა. იმ წელს "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგის მოგებაც მოახერხეს.

მესის 14 თამაშიდან 13 გოლი აქვს გატანილი "ნოუ კამპზე", მაგრამ გასვლით 14 მატჩში ინგლისური კლუბების წინააღმდეგ მის ანგარიშზე მხოლოდ 7 გოლია.

არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგის ექვს მატჩში უკვე გაიტანა რვა ბურთი, ხოლო ყველა ჩემპიონატის გათვალისწინებით მის ანაგარიშზე 43 გოლია.


წყარო: SkySports
მატჩის წინ
6 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
10 აპრილი 2019 11:13
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ერთ თვიანი ტრამვა ხო შეიძლება ქონოდა ამ დალოცვილს
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2019 12:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ისედაც მრავლად აქვს გოლები და გაჩერდეს ცოტა ხანს wink
0
№3
ავტორი: england123
10 აპრილი 2019 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
წინ იუნაიტედ მთელი მადრიდი თქვენთანააააააა✨✨✨✨✨✨✨
0
№4
ავტორი: ikeoni
10 აპრილი 2019 14:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
ბევრი ჩაგდებული თამაში მინახვს ამის ასე რო მთლად უიმედოდ ნუ იქნებით... მესის გარეშე რო ერთი ჩვეულებრივი გუბდი იქნებოდა ეს ბარსელონა თავის არტუროთი და არტურით ამაზე არავინ მეკამათოს:))
0
№5
ავტორი: Svanchester
10 აპრილი 2019 15:44
  • სიახლეები: 2775
  • კომენტარები: 3861
"იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია. შეგვიძლია ამ წყვილიდან გასვლა და ეს უნდა გავაკეთოთ. მესის გარეშე "ბარსელონა" საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, დღეს თუ ამ კაცს თამაში არ წაუვიდა ჩათვალეთ, რომ აუცილებლად მოვიგებთ და საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა და როგორ ფორმაშია, რეალობა ისაა რომ წყურია გუნდს ტრიუმფი და გვწყურია ჩვენ გულშემატკივრებს გამარჯვება. გგმუ am
0
№6
ავტორი: onlyred
10 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
ძალიან დიდი გამოცდილებაა მესის წინააღდეგ თამაში.
გამომდინარე იქიდან რომ ბარსა არარაა ის მანქანა წინ რომ გარბის უკანმოუხედავად ვფიქრობ შეგვიძლია ცოტა არეულობის შეტანა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top