"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი კრის სმოლინგი მესისთან შეხვედრას არ უფრთხის. მეტიც, ინგლისელი ამ მატჩს მოუთმენლად ელოდება.
ოქროს ბურთის ხუთი გზის გამარჯვებულს მიმდინარე სეზონში 43 გოლი და 21 ასისტი აქვს და საოცარ ფორმაშია.
მიუხედავად იმისა, რომ მესიცა და "ბარსაც" საოცარ ფორმაში არიან, "იუნაიტედის" მცველი სმოლინგი მზადაა და ესპანელებს არ უშინდება.
"ეს არის რაღაც, რისგანაც საოცარი სიამოვნების მიღება შეგიძლია. ამ სეზონში ჩვენ იმდენად იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ დავუპირისპირდით რონალდუს, მბაპეს და ისინი ყველა განსხვავებულ გამოწვევებს გვთავაზობენ, რომლისგანაც მეც და სხვა ფეხბურთელებიც სიამოვნებას ვიღებთ."