თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 22:43
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1553,
კომენტარები: 6
პიკე და ოლე ერთმანეთთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან
ოლე გუნარისა და ხერარდ პიკეს შეხვედრა.
პიკე და ოლე ერთმანეთთან შეხვედრას მოუთმენლად ელიან
ოლე გუნარი და ხერარდ პიკე ერთმანეთს ძალიან კარგად იცნოვბენ. ესპანელი ჯერ კიდევ 17 წლის იყო, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მივიდა. მისი განცხადებით, ოლე გუნარი მას ადაპტაციაში ძალიან დაეხმარა. ოლე კი ესპანელს მხიარულ ბიჭუნად იხსენებს.

"მე პიკესთან ერთად ნათამაშები მაქვს. მაშინ რეზერვებში ვთამაშობდი. მეც გავიტანე და ხერარდმაც, საბოლოოდ 2-0 მოვიგეთ. იმ თამაშში კიერან მაკკეინიც თამაშობდა. ასე რომ ვერ გეტყვით, რომ ამ მატჩით ჩემი ახალგაზრდობა ან პიკეს სიბერე განისაზღვრება, ეს თავად გადაწყვიტეთ. ფანტასტიკური ბიჭი იყო.

ის "იუნაიტედში" ჯერ კიდევ პატარა ბიჭი მოვიდა. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვქონდა მასთან. ის და როსი ერთად მოვიდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ის უიღბლო იყო, რადგან სწორედ მაშინ მოვიდა "იუნაიტედში", როცა საუკეთესო ცენტრალური მცველები გვყავდა - ნემანია და რიო. შეიძლება ითქვას, რომ მას დამსახურებული შანსები არ მიუღია.

ის ძალიან მოწესრიგებული იყო, ეს სპორტი ესმოდა, თამაშს კარგად კითხულობდა და ამასთანავე ჰაერში ორთაბრძოლებშიც ძალიან კარგი იყო. გასახდელშიც ძალიან კარგ განწყობას ქმნიდა. ის ყოველთვის იღიმოდა და ხუმრობდა - შესანიშნავი ბიჭი გახლდათ! მიხარია, რომ ის ამდენად განვითარდა და ამდენს მიაღწია. მან უკვე ძალიან ბევრი ტიტული მოიგო. სასიამოვნო იქნება მისი კიდევ ერთხელ ხილვა. ბოლო შეხვედრიდან წლები გავიდა. იმედია, ჩვენ ხვალ მას ვაგრძნობინებთ ბებრად თავს და არა მე ახალგაზრდად,"
-აცხადებს ოლე გუნარი.

"მე ოლე საოცარ თანაგუნდელად მახსოვს. როცა აქ მოვედი მხოლოდ 17 წლის ვიყავი, ძალიან პატარა, ძალიან ახალგაზრდა. ოლე კი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელი იყო. ის ძალიან დამეხმარა, რათა ადაპტაცია გამეარა გუნდში, ქალაქში, ქვეყანაში... მახსოვს, რომ ის უკვე კარიერას ასრულებდა და ტრავმებიც აწუხებდა, თუმცა ვარჯიშისას ყველა შეატყობდა, რომ საოცარი უნარი ჰქონდა გოლების გატანისა და გამარჯვებისთვის.

ჩემთვის უდიდედი გამოცდილება იყო მასთან ერთად თამაში. ის ძალიან დამეხმარა და ბედნიერი ვარ, რმ დღეს "იუნაიტედი" სწორედ მას აბარია. ის ყველაფერს საოცრად აკეთებს. მისი მოსვლის შემდეგ "იუნაიტედმა" უამრავი მატჩი მოიგო, ბევრად უკეთესად თამაშობს. ხვალ რთული მატჩი გველის,"
-განაცხადა ხერარდ პიკემ.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: f.c.mu
9 აპრილი 2019 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
respect მაგრამ დიდი სიამონებით გიხილავდი დამწუხრებულს : D
0
№2
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Megobroba mtavrdeba 90 wuti xval Saxe unda gagazrot:))
0
№3
ავტორი: shotkin
10 აპრილი 2019 01:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აუ ძალიან მაგრად მინდა ტოტენჰემიდან სონი რო დავითრიოთ რა აი ძაან ძაან მინდა მშრომელია და + კლასნიცაა მარა ისიც არ მინდა ტოტე დაიშალოს ძაან სიმპატიჩნი გუნდია
0
№4
ავტორი: Lalana
10 აპრილი 2019 02:29
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: shotkin
აუ ძალიან მაგრად მინდა ტოტენჰემიდან სონი რო დავითრიოთ რა აი ძაან ძაან მინდა მშრომელია და + კლასნიცაა მარა ისიც არ მინდა ტოტე დაიშალოს ძაან სიმპატიჩნი გუნდია

ლევი იმხელა ფას დაადებს მაგას გაგიქრობს ადამიანს ყველაფრის სურვილს.არა და მართლა ძაან კარგი ბიჭია და ზოგადად ყოჩაღ ტოტენჰემს.ჯერ გასულები არ არიან,მაგრამ სადამდეც მოაღწიეს ამისთვისაც აპლოდისმენტები ეკუთვნით,იმის და მიხედვით რომ ზაფხულში ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ და თან სასიამოვნოა მათი ყურება.იმედია სიტის ბარიერს გადალახავენ.თუ როდესმე მოხერხდა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პოჩეტინოს მანჩესტერის მწვრთნელად,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ოლე გაგვიმართლებს ყველანაირ იმედებს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
10 აპრილი 2019 12:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გასაგებია პიკეს სიმპათიები, თუმცა იმედია დამწუხრებული წავა ესპანეთში
0
№6
ავტორი: shotkin
10 აპრილი 2019 15:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Lalana
ციტატა: shotkin
აუ ძალიან მაგრად მინდა ტოტენჰემიდან სონი რო დავითრიოთ რა აი ძაან ძაან მინდა მშრომელია და + კლასნიცაა მარა ისიც არ მინდა ტოტე დაიშალოს ძაან სიმპატიჩნი გუნდია

ლევი იმხელა ფას დაადებს მაგას გაგიქრობს ადამიანს ყველაფრის სურვილს.არა და მართლა ძაან კარგი ბიჭია და ზოგადად ყოჩაღ ტოტენჰემს.ჯერ გასულები არ არიან,მაგრამ სადამდეც მოაღწიეს ამისთვისაც აპლოდისმენტები ეკუთვნით,იმის და მიხედვით რომ ზაფხულში ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ და თან სასიამოვნოა მათი ყურება.იმედია სიტის ბარიერს გადალახავენ.თუ როდესმე მოხერხდა დიდი სიამოვნებით ვიხილავდი პოჩეტინოს მანჩესტერის მწვრთნელად,მაგრამ დიდი იმედი მაქვს ოლე გაგვიმართლებს ყველანაირ იმედებს.

აი დამშეული რეალი იყურება ეხლა ყველაგნ და არ ვიცი რას იზამენ და თუ პესეჟე ვერ გაზარცვეს და არი ლოგიკა იმაში რო ფრანგები შეინარჩუნებენ მოთამაშეებს იმიტორო ფული აქვთ და თუ აზარიც ვერ იყიდა რეალმა და მგონი არც პოგბა გამოსდით წელს აი ტოტენჰემს მისდგებიან დიდი ალბათობით და იმედია ტოტე არავის არ გაყიდის ზაან მევასება ტოტე თავიდან ბოლომდე ყველა რგოლში მომწონს ყველა ვინც ყავთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top