თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 20:50
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 987,
კომენტარები: 5
"მოუთმენლად ველით ამ მატჩს"
ოლე გუნარ სოლსკიაერის პრესკონფერენცია "ბარსელონასთან" მატჩის წინ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა აღიარა, რომ გაოცებული არ იქნება, თუ მატჩში ბევრ გოლს იხილავს. ნორვეგიელის განცხადებით, ამ მატჩს ყველა მოუთმენლად ელის.

მოუთმენლად ველით მესისთან შეხვედრას.

"რა გეგმა შეიძლება გქონდეს მსოფლიოში ნომერ პირველი ფორვარდის შესაჩერებლად? ვფიქრობ, ყველა მოუთმენლად ელის ამ მომენტს. მაგრამ ამ სეზონში ჩვენ უკვე დავუპირისპირდით "იუვენტუსს", სადაც რონალდუა, პსჟ-ს, სადაც მბაპეა, "ჩელსის", სადაც აზარია. სუარესი, კოუტინიო და მესი ჩვენს მცველებს დიდ პრობლემებს შეუქმნიან, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება."

პოგბა "იუნაიტედის" ფეხბურთელია.

"პოლი მოუთმენლად ელის ხვალინდელ დღეს, ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემსრულებელია. პსჟ-სთან ჩატარებული მატჩი მისი ყველაზე კარგი მომენტი არ იყო. ის ახლა მთლიანად "ბარსელონაზეა" კონცენტრირებული და ვერ ვხედავ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ დარჩება "ოლდ ტრაფორდზე" შემდეგ სეზონში."

მესის შეჩერება შეუძლებელი არ არის.

"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ისტორიაში დიადი სახელით შევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ მესის არ ვეთამაშებით, ჩვენ 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, ასე რომ ყველაზე უნდა ვკონცენტრირდეთ."

სპეკულაციები ვერაფერს დაგვაკლებს.

"ჩვენ ყველანი ამ თამაშზე ვართ კონცეტრირებულნი და კონტრაქტზე საუბრები ჩვენს განწყობას ვერ შეარყევს. ჩვენ ამ თამაშში ჩვენი იდეალური გულშემატკივრის გვერდში დგომა დაგვჭირდება. ვიცი, რომ გარემო ისეთივე საოცარი იქნება როგორც "ლივერპულსა" და პსჟ-სთან. სერ ალექსსაც ხშირად უსაუბრია ამაზე და ხვალინდელ საღამოს წვიმა კიდევ უფრო დაამშვენებს."

გვსურს, რომ 1999 წლის თამაშები გავიმეოროთ.

"ორივე გუნდს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, როგორც ფორვარდები, ისე - მცველები. შეგახსენებთ 1999 წელს, სადაც 3-0-დან 3-3 დავასრულეთ და ორივე მატჩის ჯამში 6-6, შემდგომ კი პენალტების სერიით გავედით. ვფიქრობ, თუ იგივე განმეორდება ყველა ბედნიერი იქნება."

სერ ალექსს "ბარსელონას" შესახებ ვესაუბრე.

"მე ბევრი წელი გავატარე აქ და "ბარსელონასთანაც" დიდი გამოცდილება დავაგროვე. მე პატივს ვცემ და ვაღიარებ მათ გუნდსა და შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, სერ ალექსთან მე ამ ყველაფერზე ვისაუბრე იმ წუთიდან, როცა "ბარსელონა" კენჭისყრაში გვხვდა წილად, მაგრამ დეტალების განხილვა არ მსურს."

ყველაფერი ბარსელონაში გადაწყდება.

"ეს მხოლოდ ერთი 90 წუთით არ გადაწყდება, შემდეგ ეტაპზე გასულის ვინაობა მეორე მატჩის ბოლომდე არ გვეცოდინება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვეცდებით, რათა "ნოუ კამპზე" საქმე გავიმარტივოთ, მაგრამ ბოლო წუთამდე არაფერი დასრულდება."

პსჟ-სთან ბევრი ვისწავლეთ.

"ვფიქრობ, რომ თავდაჯერება მაღალია. ფეხბურთელებმა გულშემატკივარსაც რწმენა შემატა. რა თქმა უნდა, თამაშებს აგებ. წავაგეთ მატჩები, რომლის წაგებასაც არ ვიმსახურებდით, მაგრამ, ალბათ, არც რამდენიმე მატჩის მოგებას ვიმსახურებდით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შედეგს ყოველთვის ვერ აკონტროლებ. მე ვგრძნობ დაძაბულობას, ჟინს, ვნებას, მოუთმენლობას. ყველას სურს თამაში. პსჟ-ს მატჩის შემდეგ ბევრი რამე ვისწავლეთ და "ბარსელონასთვის" სულ სხვანაირად მოვემზადეთ."
პრესკონფერენცია
5 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 21:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7513
ბოლო პერიოდში ოლდ ტრაფორდზე ყველა ძლიერ გუნდთან წავაგეთ ლიგაზე: პესეჟე, იუვე, მანამდე რეალი... ეს ნავსი უნდა გატეხონ და მოიგონ.
0
№2
ავტორი: f.c.mu
9 აპრილი 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 187
ეხლა ზუსტად ის დროა პოგბამ დაამტიკოს თუ რაში ითხოვ ხელფასის მომატებას
0
№3
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7451
Midi ole xval didi dgea ❤️
0
№4
ავტორი: england123
10 აპრილი 2019 01:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ბარსააა უნდა მიილეწოს✨
0
№5
ავტორი: giorgiginturi
10 აპრილი 2019 08:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 498
გასაგებია გუნდის მდგომარეობა და მერე ბარსელონას ფონზე, მესმის რომ არც ფავორიტები გვქვია და არც მარტივი თამაში გველის, უბრალოდ ვიღაც სადღაც გამო****ურდება და დააზღერთებს რაღაცას და ეს ასე არარის, არსებობს უპირატესობები......
ფიზიკურობა სადაც ნებიესმიერთან მაღლა დგანან მანჩესტერელები
ოლდტრაფორდი, მაღალ ბურთზე თამაში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

12 მაისი 2019, 18:00
იუნაიტედი0
კარდიფი2
პრემიერ ლიგა
5 მაისი 2019, 17:00
ჰადერსფილდი1
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
28 აპრილი 2019, 19:30
იუნაიტედი1
ჩელსი1
პრემიერ ლიგა
კარდიფი12 მაისი
ჰადერსფილდი5 მაისი
ჩელსი28 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top