თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 18:59
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 2
გუნდის სიახლეები "ბარსელონასთან" მატჩის წინ
ვინ დაბრუნდება ოთხშაბათისთვის.
გუნდის სიახლეები
ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ სამი ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. მათ შორის არიან ანდერ ერერა, ნემანია მატიჩი და მარკუს რეშფორდიც.

ერერამ "იუნაიტედის" ბოლო მატჩი გამოტოვა, მატიჩი კი სათადარიგოთა სკამს დასჯერდა.

"ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და ვიმედოვნებთ, რომ ნემანია მზად იქნება, მაგრამ ანდერი, სავარაუდოდ, მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს. ანტონიო ვალენსია და ერიკ ბაიი კი ისევ ცუდად გრძნობენ თავს, ასე რომ მათ ვერ იხილავთ."

"რაც შეეხება რეშფორდს, მან "ვულვზთან" მატჩი იმიტომ არ ჩაატარა, რომ ცოტაოდენი დრო კიდევ სჭირდებოდა. ცოტათი მეტი დატვირთვით ვავარჯიშეთ და იმედია, რომ ეს ნეგატიურ შედეგს არ გამოიღებს. დღეს ტრენინგების რაღაც ნაწილებში ჩართვა მოახერხა, მაგრამ არა მთლიანად. ვნახოთ ხვალ რას იზამს. ყველას ისღა დაგვრჩენია, რომ ვიმედოვნოთ, რომ მზად იქნება."
 
"ალექსისმა კი დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა გუნდთან ერთად. ძალიან ბევრი იმუშავა და ტრავმა აღარ აწუხებს. ახლა თავისუფლად ვარჯიშობს შემადგენლობასთან ერთად. სავარაუდოდ, "ვესტ ჰემთან" თამაშს შეძლებს. ვნახოთ რამდენი წუთის ჩატარებას მოახერხებს. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ არ იქნება."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Au reshi gvinda ra usikvdilod
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 21:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამათი უთამაშებლობა არ შეიძლება, იმედია იქნებიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top