თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 17:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1456,
კომენტარები: 9
ერერა: "კარს არავის დავუკეტავ"
ანდერ ერერა აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი არ აქვს.
ერერა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ განაცხადა, რომ კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის ზღვარზეა.

ოლე გუნარ სოლსკიაერის მოსვლის შემდეგ ერერა გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. "იუნაიტედი" კი მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ცდილობს, ვინაიდან მოქმედი ორ თვეში იწურება.

მაგრამ მცდელობა ჯერჯერობით მცდელობად რჩება და მხარეები დეტალებზე ვერ თანხმდებიან. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ერერა ხელფასის რაოდენობასა და კონტრაქტის ხანგრძლივობას ვერ ათანხმებს კლუბთან, რომელიც, შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, ვინაიდან მის მიმართ სხვა გრანდები იჩენენ ინტერესს.

თავად ერერა ორივე სცენარის განვითარებას ვარაუდობს: "მართალია, რომ მოქმედი კონტრაქტით მხოლოდ ორი თვე მრჩება და დღეისათვის მე და "იუნაიტედი" ერთნაირად არ ვფიქრობთ. არავითარი მოლაპარაკება არ არსებობს კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ "იუნაიტედს" უნდა მოვუსმინო.

ჩემთვის ცხადია მხოლოდ ის, რომ დიდ გუნდში ვითამაშებ. რა თქმა უნდა, "იუნაიტედს" მოვუსმენ, მაგრამ სხვა კლუბების ვარიანტსაც განვიხილავ. კარს არავის დავუკეტავ".


წყარო: M.E.N
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
9 აპრილი 2019 18:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მადლობა მარა წადი 1 კარგი გულიანი მშრომელი ბიჭი დაგვაკლდება მარა ეგეთივე თუ მოვა და+ უფრო მაღალი კლასის მაგშემთხვევაში წადი
0
№2
ავტორი: Old Red Devil
9 აპრილი 2019 19:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ნატოა ეს ჩემისა
0
№3
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ragac gatexili bazrobs Ra ver gavige aqamde Rato ar aqvs kontaqti manius kacs 2 tveshi umtavrdeba kontraqti:(((
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 21:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ შეიძლება ასე ფეხბურთელების დაკარგვა, მითუმეტეს ერერასი.
0
№5
ავტორი: Mtiulo
9 აპრილი 2019 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
ყველაზე მაგარი კაცია ეს გუნდში.
უპრეტენზიო.
ესენი კიდე ალბათ ერთ წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
0
№6
ავტორი: f.c.mu
9 აპრილი 2019 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 373
არაა გასაშვები, ორივე მხარემ უნდა დათმოს
1 წლიანზე იასნად იქნება თანახმა
არც გუნდი გაუხანგრძლივებს 5 წლიანს
2 წლიანი მგონი კაი ვარიანტი იქნება + ხელფასიც რო ცოტა მოუმატონ
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
9 აპრილი 2019 22:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
რამდენი ნაგავია გასატანი და ესენი მაინცდამაინც ერერას მიადგნენ :|
0
№8
ავტორი: zaali87
9 აპრილი 2019 23:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
ჩემი აზრით ერერას 150 რომ გადაუხადონ აუცილებლად დარჩება პსჟ ში 200 ათას დარჩენას ამჯობინებს ... კარგი ნახევარმცველი გვეყოლება სკამზე !

მე იმათი არ მესმის ვისაც ერერას წასვლა უნდა გუნდიდან გაუშვით ფელაინი, მიდის მატა და ესეც თუ გაუშვით დაგვჭირდება როგორც მინიმუმ ამ ნახევარმცველების ჩანაცვლება 4 ნახევარმცველით ვერაფერზე ვერ გექნება პრეტენზია მანჩესტერს მე რასაც ვბალეშიკობ 3 ნახევარმცველი ერთად არასდროს უყიდია ... თან ყველაზე მეტად გუნდში საჭიროა ცენტრალური დაცვის, მარჯვენა დაცვის და მარცხენა შემტევის პოზიციები ... ნეტა ვცდებოდე და მანჩესტერმა 6 ფეხბურთელი ერთად იყიდოს :) რისი შენსიც 0 პროცენტია :)
0
№9
ავტორი: David_Beckham7
10 აპრილი 2019 03:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1057
3 წლიანი მისცენ იმსახურებეს, 29 წლოსაა ჯერ და ისე იხარჯება თამაშებზე რო 32 წლოს ასაკში 1 ტაიმის მაგალ დონეზე ჩატარებას მაინც მოახერხებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top