თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 17:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1533,
კომენტარები: 2
"ბარსელონას" შემადგენლობა "იუნაიტედთან" მატჩისთვის
კატალონიელები ინგლისში არიან.
"ბარსელონამ" ოფიციალურად გამოაცხადა 22-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ინგლისში ჩაფრინდა ოთხშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირებისთვის.

ესპანური გრანდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე თბილისის დროით 20:00 საათზე გამართავს პრესკონფერენციას და მედიას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება.

"ბარსას" "იუნაიტედთან" მატჩში "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი ტომა ვერმაელენი დააკლდება, რომელსაც მარცხენა ფეხი აწუხებს.

უსმან დემბელე კი შემადგენლობაშია და როგორც მოსალოდნელია, ის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

"ბარსელონას" შემადგენლობა "იუნაიტედთან" მატჩისთვის


"ბარსელონა" "იუნაიტედისგან" განსხვავებით ჩემპიონატში მოგებული მატჩით ხვდება მომდევნო დაპირისპირებას. კატალონიელებმა ჩემპიონობისათვის ბრძოლის პროცესში უშუალო კონკურენტი "ატლეტიკო მადრიდი" დაამარცხეს ლუის სუარესისა და ლიონელ მესის გოლებით.
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 19:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imena kaci ar akliat am chemisebs
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 21:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტობრივად უდანაკარგოდ არიან.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top