თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 13:03
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 7
ვან დერ სარმა "იუნაიტედში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა
ლეგენდარული მეკარე, ყოფილ კლუბში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.
ვან დერ სარმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდა ედვინ ვან დერ სარი, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ შესაძლოა, ის ინგლისში დაბრუნდეს. "წითელი ეშმაკების" ყოფილ მეკარეს, "ოლდ ტრაფორდზე" მუშაობის სურვილი აქვს.

ჰოლანდიელი ამჟამად, მშობლიური "აიაქსის" გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. მისი სატრანსფერო პოლიტიკა საფეხბურთო ექსპერტებისა და სხვა მიმომხილველების ყურადღების ცენტრში დიდი ხანია მოექცა, ედვინი დაკისრებულ მოვალეობას შესანიშნავად ართმევს თავს.

"იუნაიტედს" ვან დერ სარის დაბრუნება 2018 წელს სურდა, კლუბი მას სპორტული დირექტორის თანამდებობას სთავაზობდა თუმცა, მან "აიაქსში" დარჩენა გადაწყვიტა.

"აიაქსში" მოღვაწეობით ბედნიერი ვარ, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" განსაკუთრებული ადგილია. შესაძლოა, რომ ერთხელაც "იუნაიტედში" დავბრუნდე". - განაცხადა ედვინმა The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან ინგლისურ გრანდში, სპორტული დირექტორის თანამდებობა ამოქმედდება, სწორედ აღნიშნულ პოსტზე განიხილება ლეგენდარული "წითელი ეშმაკის" კანდიდატურა.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარი "მანკუნიანელების" ღირსებას 2005-წლიდან 2011-წლამდე იცავდა.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვნახოთ, საინტერესო იქნება. ედვინი მოვა თუ სხვა, ფაქტია სპორტული დირექტორი აუცილებლად ჭირდება გუნდს.
0
№2
ავტორი: Lalana
9 აპრილი 2019 13:42
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი,მაგრამ აიაქსში ამის სერიოზული ტრანსფერი ტადიჩი და ბლინდი იყო.ზიეჩი,დე ლიხტი და დე იონგი უკვე იყვნენ გუნდში.აქ კი როგორ იმუშავებს სერიოზულ ტრანსფერებზე არ ვიცი,მაგრამ ფაქტია მისმა მიყვანილმა ტენ ჰააგმა შესანიშნავი შედეგები დადო აიაქსში.არ ვიცი ყველაზე კრგი ვარიანტი იქნება თუ არა,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.
0
№3
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: Lalana
არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი,მაგრამ აიაქსში ამის სერიოზული ტრანსფერი ტადიჩი და ბლინდი იყო.ზიეჩი,დე ლიხტი და დე იონგი უკვე იყვნენ გუნდში.აქ კი როგორ იმუშავებს სერიოზულ ტრანსფერებზე არ ვიცი,მაგრამ ფაქტია მისმა მიყვანილმა ტენ ჰააგმა შესანიშნავი შედეგები დადო აიაქსში.არ ვიცი ყველაზე კრგი ვარიანტი იქნება თუ არა,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.

Iq qonda 30 milioni da chventan eqneba 300 dzma tan manchsteria xo ici yvelafers mnishvneloba aqvs ar mgonia cudi varianti iyos amis mosvla
0
№4
ავტორი: Lalana
9 აპრილი 2019 13:56
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: ikeoni
ციტატა: Lalana
არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი,მაგრამ აიაქსში ამის სერიოზული ტრანსფერი ტადიჩი და ბლინდი იყო.ზიეჩი,დე ლიხტი და დე იონგი უკვე იყვნენ გუნდში.აქ კი როგორ იმუშავებს სერიოზულ ტრანსფერებზე არ ვიცი,მაგრამ ფაქტია მისმა მიყვანილმა ტენ ჰააგმა შესანიშნავი შედეგები დადო აიაქსში.არ ვიცი ყველაზე კრგი ვარიანტი იქნება თუ არა,მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი.

Iq qonda 30 milioni da chventan eqneba 300 dzma tan manchsteria xo ici yvelafers mnishvneloba aqvs ar mgonia cudi varianti iyos amis mosvla

რა თქმა უნდა,მეც არ ვფიქრობ რომ ცუდი ვარიანტი უნდა იყოს.უბრალოდ იმაზე გავამახვილე ყურადღება შეძლებს თუ არა სერიოზული ტრანსფერების ისე გაჩარხვას რომ ფინანსურადაც ისე გამოვიდეთ როგორც საჭიროა და თან სწრაფადვე აკეთებდეს საკუთარ საქმეს.აგერ გუნდებმა უვე დაიმატეს ზაფხულამდე ფეხბურთელები,ჩვენ კიდევ ალბათ აგვისტოს ბოლოსკენ ვიყიდით ვინმეს,იმედია ესეც გამოსწორდება და რაც მთავარია სწორად დაიხარჯება თანხა ისეთ ხალხში რომელიც გვჭირდება.
1
№5
ავტორი: shotkin
9 აპრილი 2019 14:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგი ვარიანტია
0
№6
ავტორი: giorgi_mg
9 აპრილი 2019 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
არ ვიცი, ორი პლიუსია, ერთი რომ ყოფილი მანჩესტერელია და მეორე აიაქსიდან დაადეთ ხელი ნებისმიერს წამოიყვანს. სხხვა არ ვიცი
0
№7
ავტორი: GIOMU
10 აპრილი 2019 03:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
კი უნდა მოვიდეს, ესე და ოლე მაგრად შეეწყობიან ერთმანეთს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top