თბილისი:
მანჩესტერი:
9-04-2019, 11:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1331,
კომენტარები: 3
"ისეთივე მებრძოლი სული მსურს!"
ოლე გუნარი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ შემართებას ითხოვს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწრთვნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი ფეხბურთელებისგან ისეთივე მებრძოლი სული მოითხოვა, როგორიც 1999 წლის ფინალში გამოავლინეს ფეხბურთელებმა.

"ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურად ახალ-ახალ გამოწვევებს ვთავაზობდით. ბევრიც გვიჩხუბია და ბევრ რამეზე ვერ შევთანხმებულვართ."

"ჩვენ ვერასდროს მივიღებდით თანაგუნდელს, რომელიც ვარჯიშებზე საკმარისს ვერ აკეთებდა. ერთმანეთს ვურტყამდით, ვიბრძოდით, ყოველ წამსა და ყოველ დღეს გამარჯვება გვსურდა. ასე გრძელდებოდა მრავალი მატჩის განმავლობაში და არასდროს ვნებდებოდით. გუნდში დაუჯერებელი შემართება იყო."

"მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები ერთმანეთის მოტივაცია იყვნენ, ერთმანეთს ბოლომდე მიაწვნენ და ერთმანეთისგან 100%-ით დახარჯვა მოითხოვონ. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა წარმატებისა და გამარჯვებისკენ."

"ჩვენ რაღაც განსაკუთრებული გვქონდა. ახლა განსხვავებული გუნდი გვყავს და განსხვავებული გამოწვევები გველის წინ. ისინი სხვა არიან და ზუსტად ჩვენნაირები ვერ იქნებიან. ეს უნდა დაიმახსოვროთ."

"ჩვენ ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ გვიწევს თამაში, მაგრამ ჩემს ფეხბურთელებში რაღაც განსაკუთრებული არსებობს. გპირდებით, რომ ფანტასტიკური საღამო გექნებათ."


წყარო: SkySports
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
9 აპრილი 2019 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მოტივირებული გამოვა გუნდი
0
№2
ავტორი: ikeoni
9 აპრილი 2019 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Martla saocar sagamos velodebi ❤️
0
№3
ავტორი: stepno
10 აპრილი 2019 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Warmatebebi olee
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top