ხერარდ პიკეს დებიუტი "იუნაიტედში" 2004 წლის ოქტომბერში შედგა. პირველი სრული მატჩი კი 2005 წლის იანვარში ჩაატარა.
მას ძალიან დიდი დროის გატარება მოუწია ფერგიუსონთან და მასთან კარგი მოგონებები აკავშირებს. სწორედ 2007 წლის 5 მაისს გამოცხადდა, რომ ესპანელი "ოლდ ტრაფორდზე" კიდევ ერთი სეზონი დარჩებოდა.
პიკე "ოლდ ტრაფორდზე" ოთხშაბათ საღამოს დაბრუნდება და ძველ გუნდს დაუპირისპირდება. ესპანელი, როგორც ყოველთვის, ძალიან კარგად იხსენებს "იუნაიტედსა" და ფერგიუსონს. წასვლის წინ ის ფერგიუსონს ესაუბრა და უთხრა:
"მანჩესტერ იუნაიტედში" პატარა ბიჭად მოვედი, აქაურობას კი როგორც კაცი ისე ვტოვებ."
პიკე "ბარსელონაში" დაბრუნებას იხსენებს. მისი თქმით, ფერგიუსონმა მისი ნდობა დაკარგა და ამიტომაც გადაწყვიტა სახლში დაბრუნება.
"შევედი ფერგიუსონის ოფისში და ძალიან გულწრფელად ვესაუბრე. მივუტრიალდი და ვუთხარი: "ვიცი და ვგრძნობ, რომ თქვენი ნდობა დავკარგე. "ბარსელონა" ჩემი სახლია. მინდა, რომ დავბრუნდე. იმედი მაქვს, წასვლის უფლებას მომცემთ."