თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2019, 18:43
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1435,
კომენტარები: 4
ფოსუ-მენსა - პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი
ფოსუ-მენსას შესანიშნავი მიღწევა.
ფოსუ-მენსა - პრემიერ ლიგის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ტიმოთი ფოსუ-მენსა, რომელიც არენდის წესით "ფულემის" ღირსებას იცავს, საოცარი მიღწევით იჩენს თავს.

21 წლის ჰოლანდიელმა მარჯვენა მცველმა, რომელსაც ასევე შეუძლია ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში და მათ შორის ნახევარმცველის რანგის მორგება, გასაოცარი შედეგი დააფიქსირა. როგორც გავლენიანი საინფორმაციო წყარო იუწყება, იგი ამჟამინდელი მდგომარეობით პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

მე-2 ადგილს "ვულვზის" ფეხბურთელი რუბენ ვინაგრე იკავებს, მე-3 ადგილს "მანჩესტერ სიტის" გერმანელი შემტევი ნახევარმცველი ლეროი სანე. შემდეგ პოზიციებს კი დეანდრე იედინი ("ნიუკასლი") და "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი ფილიპე ანდერსონი ინაწილებენ.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულს მიღმა დარჩა "ლივერპულის" ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი, "ევერტონის" ღირსების დამცველი დომინიკ კალვერტ-ლევინი, "ჰადერსფილდელი" ისააკ მბენზა და სისწრაფით გამორჩეული რაჰიმ სტერლინგი.

კლუბის მთავარ მწვრთნელს სკოტ პარკერს 21 წლის ჰოლანდიელის მიმართ დიდი სიმპატიები გააჩნია, ამიტომ გამორიცხული არ არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მის ოფიციალურად გადმობირებას შეეცადოს.

აქვე გეტყვით, რომ ტიმოთი ფოსუ-მენსამ "ფულემის" მაისურით მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა და სამწუხაროდ, ტრავმების შედეგად, ძალიან ბევრი მატჩის გამოტოვება მოუწია.

წყარო: thesun.co.uk
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
8 აპრილი 2019 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იანგის მაგივრად, ეს რომ იდგეს, უკეთესი იქნება მარჯვენა ფლანგის თამაში love am
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2019 19:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რამდენი დააფიქსირა?
0
№3
ავტორი: f.c.mu
8 აპრილი 2019 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
რომელიღაც წელს ვალენსიამაც მაგარი შედეგი დააფიქირა ლივერპულის წინააღმდეგ 35 იყო მგონი
0
№4
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2019 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
DZaan swrafia es
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top