ენდი კოულის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა ითამაშოს. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის თასი ხუთჯერ აქვთ მოგებული. ისინი "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს გაემგზავრებიან და მეოთხედფინალის პირველი მატჩისთვის მოემზადებიან.
"უბრალოდ გადით მოედანზე და იგივე გააკეთეთ. გადით და ისიამოვნეთ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს, მაგრამ "ბარსელონაც" ძალიან კარგი გუნდია."
"ჩვენ შიშს არ გამოვავლენთ, არც არასდროს გამოგვივლენია. მაშინ, როცა მე ვთამაშობდი, უშიშრად ვიყავით, ყველა დანარჩენ გუნდს ეშინოდა. მატ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავდათ, ისევე როგორც ჩვენ."
"ჩვენ უბრალოდ გავედით მოედანზე და ფეხბურთი ვითამაშეთ. გავაკეთეთ ყველაფერი ისე, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებდით ხოლმე."
"ერთმანეთს პატივს ვცემდით, მაგრამ ძალიან გვწყუროდა გამარჯვება. ექვსი გოლი გავიდა თითოეულ მატჩში. თქვენ ამით ძალიან კარგად იგრძნობთ, თუ რა ატმოსფერო სუფევდა მაშინ ჩვენთან."
"იქ გოლი ოლემ გაიტანა და ამის შემდეგ ბევრჯერ მკითხეს, ვიყავი თუ არა იმედგაცრუებული იმით, რომ ოლემ გაიტანა ბურთი."
"და რატომ უნდა ვყოფილიყავი? ჩვენ ხომ თასი მოვიგეთ! მე იმდენად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ნახევარფინალებში გავიტანე. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ გაიტანდა, მთავარი იყო, რომ გაგვემარჯვებინა."
"რაც შეეხება მომავალ მატჩს, გახსოვდეთ, რომ საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია. "იუნაიტედმა" ბევრჯერ დაამტკიცა ეს, და ამის ნათელი მაგალითი პსჟ-ა. დიახ, მათ მეტისმეტად კარგად მოუწევთ თამაში, რადგან "ბასელონას" პატარა გენიოსი ლიონელ მესი ჰყავს."
"დიდი ხანია მას თვალყურს ვადევნებ და ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება."