ყველა ოთხშაბათ საღამოს ელოდება. "ბარსელონა", რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა ჩვენთვის, მაგრამ ამ მომენტს აღელვებითა და მოტივაციით ველით.
ბავშვობაში ყველას უოცნებია ასეთ მატჩში მონაწილეობაზე. ბრძოლისუნარიანები უნდა ვიყოთ და დიდი მატჩისთვის მოვემზადოთ, მაგრამ თან ამ ყველაფრისგან სიამოვნება მივიღოთ.
ჩვენ დიდი ჟინითა და მონდომებით ვემზადებით ამ მატჩისთვის. ძალიან კარგად ვიცით, თუ რას გრძნობს თითოეული გულშემატკივარი. ყველამ კარგად ვიცით, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დაუჯერებელი გარემო გველის.
მართალია, ბოლო მატჩი წავაგეთ და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს გავლენის მოხდენის უფლებას არ მივცემთ. ჩვენს მაქსიმუმს ჩავდებთ, მოტივირებულები ვართ, ბოლომდე კონცენტრირებულნი და მომზადებულნი. რთული, მაგრამ სასიამოვნო საღამო გველის.
მე პირადად კარგად ვგრძნობ თავს, გამოვმჯანმრთელდი და მოტივირებული ვარ, რომ სეზონი კარგ ნოტაზე დავასრულო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად.
"ბარსელონასთან" ძალიან ბევრჯერ მითამაშია, ბევრი სხვა და სხვა შედეგი მიგვიღია, მგარამ "ჩელსის" მაისურით ჩატარებული მატჩი 2012 წელს უბრალოდ დაუვიწყარია.
"ბარსელონა" უდიდესი კლუბია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასწორი ჩვენ მხარეს გადმოიწოს და ნახევარფინალში გავიდეთ. როგორც მწრთვნელმა აღნიშნა, შეჯიბრებები მთასავითაა, მაგრამ ისინი სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ ვინმემ დალაშქროს.
გეხვევით, ვიმედოვნებ, რომ ყველას ძალიან კარგი კვირა გვექნება!
ხუანი.
მატას ბლოგი
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.