თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2019, 18:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1505,
კომენტარები: 9
"ბარსელონას" განაცხადი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ
ვალვერდე და ბუსკეტსი "იუნაიტედის" შესახებ.
"ბარსელონამ" უკვე გამოაცხადა მათი შემადგენლობა მანჩესტერში გამგზავრების წინ. ესპანელები ინგლისში სამშაბათს გაემგზავრებიან. "ბარსელონას" მწრთვნელი პრესკონფერენციას ხვალ საღამოს გამართავენ.

თავიანთ ოფიციალურ ვებსაიტზე "ბარსელონამ" 22-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა: ტერ შტეგენი, სემედო, პიკე, რაკიტიჩი, სერხიო, ტოტიბო, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელი, კილესენი, მალკოლმი, ლენგლეტი, მურილო, ჯორდი ალბა, პრინსი, რობერტო, ვიდალი, უმტიტი, ალენა, პენა.

ჩვენი მოწინააღმდეგები "არსენალის" ყოფილი მცველისა და ბელგიელი ტომას ვერმაელენის გარეშე იქნებიან. მას მატჩის გამოტოვება ფეხის დისკომფორტის გამო მოუწევს.

დემბელე განაცხადში მოხვდა, მაგრამ სავარაუდოდ, მატჩის ჩატარებას ვერ შეძლებს, რადგან ტრავმები აწუხებს. ტოდიბო გუნდთან ერთად მიემგზავრება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე დარეგისტრირებული არ არის.

სოლსკიაერი და მაიკ ფელანი "ბარსელონას" ბოლო თამაშს დაესწრნენ. გამარჯვების შემდეგ ესპანელების მწრთვნელმა "იუნაიტედი" შეაქო და აღიარა, რომ წინ რთული მატჩი ელით.

"იუნაიტედი" ძალიან ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მატჩი წააგეს, მანც კარგ შედეგებზე არიან. ფიზიკურად ძლიერები არიან და მოწინააღმდეგე მხარის წნეხის ქვეშ მოქცევაც შეუძლიათ. ტაქტიკურადაც საოცრად თამაშობენ."

"ეს მატჩი ფეხბურთის ისტორიაში შევა. "ბარსელონას" ""ოლდ ტრაფორდზე" არასდროს მოუგია, თუმცა ჩვენ ამ შედეგის შეცვლას ვეცდებით."

"იუნაიტედის" შესხებ ისაუბრა "ბარსელონას" ნახევარმცველმა ბუსკეტსმაც.

"იუნაიტედი" სოლსკიერის მოსვლის შემდეგ უკეთესი გუნდია. ისინი ბურთის ფლობის საშუალებას გისპობენ. შეიძლება მათი მოწინააღმდეგეები უკეთესები იყვნენ, მაგრამ ყველამ დაინახეთ რა გააკეთეს პსჟ-სთან. საოცრად იყენებენ შანსებს და კონტრშეტევებზეც კარგები არიან."
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: 100%Red
8 აპრილი 2019 18:39
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ჩვენ განდაცხადში რაფრაა საქმეე))))
რეში ხო იქნება?
ხო მოვიგებთ?))))
1
№2
ავტორი: stepno
8 აპრილი 2019 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: 100%Red
ჩვენ განდაცხადში რაფრაა საქმეე))))
რეში ხო იქნება?
ხო მოვიგებთ?))))

კი რეშიც იქნება და მოვიგებთ კიდეც laughing laughing
1
№3
ავტორი: Malboro463
8 აპრილი 2019 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მთავარია არ წავაგოთ და ესანეთში მერე შეილება შრუძლებელიც შეძლონ
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
8 აპრილი 2019 20:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ რას ღადაობენ ტიპები.ბუსკვერცხმა ბურთის ფლობის საშუალებას უსპობენ მოწინააღმდეგესო:))ვულვზმა ბურთი არ დაგვანახა.ლამის არცერთ თამაშში არ გვქონია ბურთის ფლობა მეტოქეზე მეტი და ეს რაებს ბოდავს.
ციტატა: Malboro463
მთავარია არ წავაგოთ და ესანეთში მერე შეილება შრუძლებელიც შეძლონ

გეთანხმები მთავარია არ წავაგოთ.მე პირადად მინდა ისე არ აგვეწყოს თანაში რო გავპარტახტდეთ.მე იმას კი არ ვამბობ რო ამისთვის განწირულები ვართთქო უბრალოდ ზოგჯერ უაზროდ იწყება თამაში ან ცუდი რამეები ხდება და ვეღარ მართავ თამაშს და იტენები.მინდა ბრძოლით გამოვვარდეთ თუ გამოვვარდებით და დაგვაფასოს მსოფლიომ და თქვან შემეცოდაო ვიდრე კაპიტულანტურად გამოვვარდეთ.ეს წელი შენების დასაწყისია საიდანაც ძვრები უნდა დაიწყოს სასიკეთო და ამიტომ არ მგონია ახლა იდგეს საკითხი არიქა გავალთ აბა რა უნდა ვქნათთქო.გაისად შეიძლება.ღმერთმა ქნას ისე მაბღავლონ ბიჭებმა როგორც პსჟ-სთან მაგრამ ასე თუ არ იქნება პირველი სცენარი მირჩევნია:)
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2019 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბურთის ფლობაში მაქსიმალურად უნდა შეუშალონ ბარსას ხელი, ჯობნით ვერ აჯობებენ. ბურთი თუ სულ დაუთმეს მერე ერთი-ორად გაჭირდება წარმატების მიღწევა.
0
№6
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2019 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Unda movigot❤️
0
№7
ავტორი: onlyred
8 აპრილი 2019 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
პირველი თამაში ოლდტრაფორდზეა და მეეჭვება სოლსკამ მთლად კონტრებზე დააყებოს გუნდი
არც ისეა რო მოინდომონ და ბარსა აგაუვალი კედელიო
მომავალზე ფიქრით დაბერდა კამანდა ამ გუნდში
ყველაზე ნორმალური იქნება თუ საშუალო ტემპს დაიჭერენ.
ბარსა არაა სიტი უცებ რომ გეცეს და თაციდანვე შეტევაზე წავიდეს.
დაზვერვითი თამაში იქნება და შეცდომებზე აგებული ასე მგონია
0
№8
ავტორი: datasta25
8 აპრილი 2019 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 489
მოკლედ ორი მთავარი კაცი,სუარესი და მესი ფორმაში ყავთ, ერთადერთი ეგ მაშინებს, დანარჩენი ბარსა ძველი ბარსა აღარარის, დაცვა აღარ ყავთ ძლიერი, ნუ ცენტრშიც მეტ ნაკლებად დგანან მაგრამ ვფიქრობ 60-40%ზეა მეტი არა, შეგვიძლია გასვლა, უბრალოდ აი ძაან საზიზღრად რო ვიწყებთ თამაშ ეგ არუნდა მოხდეს ყველაზე მთავარია, რაც შეეხება პოგბას, ძლიერი პოგბა ცენტრში ბარსასთან ყველაზე მეტად გვჭირდება, ისე როგორც არცერთ სხვა გუნდთან, ამიტომ პოგბას იმედი მაქ რო მარჯვენა ფეხზე გაიღვიძებს :D
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
8 აპრილი 2019 23:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
წესით და რიგით პოგბამ ამ თამაშში უნდა დადოს მისი მაქსიმუმი რადგანაც მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ თამაშისკენ იქნება და შესაბამისად რა არის თვითონ ამის დამტკიცების საშუალება ახლა აქვს და ახლაც თუ ვერაფერი ქნა მერე კი ცენზურაას და ხმა არ ამოიღოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top