2019 წლის ზაფხულში "იუნაიტედში" დიდი წმენდა იგეგმება. შესაძლოა "ოლდ ტრაფორდი" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს.
ამჟამად კლუბი ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, რაც იმ რანგის გუნდისთვის, როგორიცაა "მანჩესტერ იუნაიტედი", ნამდვილად არ უნდა იყოს დამაკმაყოფილებელი.
წითელი ეშმაკები აქტიურად იმუშავებენ სატრანსფერო ბაზარზე, რათა მოიზიდონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები და შეძლონ იბრძოლონ პრემიერლიგისა და საერთაშორისო ტიტულებისთვის.
მაგრამ ამისთვის, აუცილებელია, კლუბმა გაუშვას ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ არ აქვთ მომავალი გუნდში.
ფილ ჯონსი
2011 წელს, როცა ფილ ჯონსი "ბლექბერნ როვერსიდან" "იუნაიტედში" გადავიდა, იმედოვნებდნენ რომ ის გახდებოდა ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის ღირესეული შემცვლელი, თუმცა ინგლისელმა იმედები ვერ გაამართლა. მუდმივი ტრავმების გამო, ვერ ახერხებს სეზონის სტაბილურად ჩატარებას და სულ უფრო იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში.
კლუბმა მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა შესაძლოა ეს უბრალოდ მისი სატრანსფერო ფასის ასაწევად გაკეთდა და არა ფეხბურთელის კლუბში შესანარჩუნებლად. ტრანსფერმარკეტზე ჯონსი 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.
მატეო დარმიანი
დარმიანი "იუნაიტედმა" ლუი ვან გაალის მწვრთნელობის პერიოდში შეიძინა 16 მილიონ ფუნტად, ჰოლანდიელი სპეციალისტი მასში დიდ პოტენციალს ხედავდა, ზოგიერთი გამოცემა მატეოს პლანეტის საუკეთესო მარჯვენა მცველადაც მოიხსენიებდა. ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ის ძალიან იშვიათად გამოდიოდა მოედანზე, სულშერის მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კი მხოლოდ ერთხელ მიიღო თამაშში მონაწილეობა. ის ვერ აკმაყოფილებს პრემიერლიგის დონეს, სავარაუდოდ დარმიანი დაბრუნდება იტალიაში.
მარკოს როხო
მარკოსისგან "იუნაიტედში" გამორჩეულ თამაშს ელოდნენ, ის უნივერსალი მცველია, რომელსაც შეუძლია თამაში, როგორც ცენტრალურ მცველად, მარცხენა ცენტრ-ბექად და მარცხენა მცველად, თუმცა მუდმივი ტრავმები და ცუდი ფიზიკური ფორმა არ აძლევს არგენტინელს მაღალ დონეზე თამაშის საშუალებას. მისი ერთი ერთზე მოტყუება თითქმის არც ერთი თავდამსხმელისთვის დიდ პორბლემას არ წარმოადგენს, ამჟამად ის გუნდს ვერაფრით ეხმარება და მთელ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს. ეჭვგარეშეა ამ ზაფულს წითელი ეშმაკები მას ტრანსფერზე დააყენებენ.
ხუან მატა
ჯერ კიდევ 2 სეზონის წინ ხუანი მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა ახლა ის ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რის გამოც "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მისი გუნდში დატოვების სურვილი ექნება. მისი რეგრესი ადვილი შესამჩნევია, თანაც ფეხბურთელმა უკვე 30 წელს გადააბიჯა. კლუბმა მას ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა მატა უფრო გრძელვადიანი პერსპექტივითაა დაინტერესებული, მისით ინტერსდება "ბარსელონა". ხუანი სავარაუდოდ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს კლუბს.
ალექსის სანჩესი
ალექსისი კლუბში გაცვლის შედეგად მოხვდა. მის ნაცვლად "არსენალში" ჰენრიხ მხითარიანი გადაბარგდა. ვერც ერთმა მწვრთნელმა, ვერც ჟოზე მოურინიომ და ვერც ოლე გუნარ სულშერმა ვერ მოახერხეს ამ ფეხბურთელის რეგრესის შეჩერება. ის დაუღალავად დარბოდა ფლანგზე "ბარსელონასა" და "არსენალში" და უდიდესი წვლილი შეჰქონდა გუნდების წარმატებაში. "იუნაიტედში" მისი სასარგებლო მოქმედებების კოეფიციენტები ძალიან დაბალია, ის იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, კლუბი მას უზარმაზარ თანხას უხდის ხელფასის სახით (350 მილიონი ფუნტი, 150 მილიონი ბონუსის სახით, რომელსაც ჩატარებული მატჩის შემდეგ იღებს).
მისი საშუალო ფასი ბაზარზე დაახლოებით 40 მილიონი ფუნტი სტერლიგია.
ანტონიო ვალენსია
თავის დროზე ის სერ ალექს ფერგიუსონმა შეიძინა, როგორც თავდამსხმელი, თუმცა დროთა განმავლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში ის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ფეხბურთელი იყო გუნდში. მისი გამორჩეული სისწრაფე და ფიზიკური ფორმა საშუალებას აძლევდა, მთელ მარჯვენა ფლანგზე დაუღალავად ეთამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსენალი არც ისე მდიდარია, საკმაოდ დიდი წვლილი შეჰქონდა გუნდის თამაშში.
სულშერის მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა, ვალენსიას საკმაოდ დიდი ხანია არ ჩაუტარებია მატჩი, როგორც ჩანს, უკანასკნელმა ტრავმამ მის ფორმაზე დიდი გავლენა იქონია, ან უბრალოდ ის არ შედის ახალი მწვრთნელის გეგმებში. თავის მხრივ არც ფეხბურთელი გამოთქვამს გუნდში დარჩენის სურვილს, მისი კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს იწურება და დიდი ალბათობით ის კლუბს დატოვებს.
ანდერ ერერა
გარდა ზემოთ ჩამოთვლისი ფეხბურთელებისა, კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს ანდერ ერერასაც ეწურება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლუბს მისი გაშვება სურდეს, მაგრამ ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნახევარმცველმა წინასწარ შეათანხმა უკვე კონტრაქტი "პარი სენ ჟერმენთან" და სეზონის დასრულების შემდეგ ის იუნაიტედს დატოვებს.
წყარო:
Sports.ru