თბილისი:
მანჩესტერი:
8-04-2019, 20:52
ავტორი: Lawless,
ნანახია: 2004,
კომენტარები: 10
რაკიტიჩი მოახლოვებულ შეხვედრაზე საუბრობს
ხორვატი “მანჩესტერელთა” შანსებზე საუბრობს.
რაკიტიჩი მოახლოვებულ შეხვედრაზე საუბრობს
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპი სტარტს 9 აპრილს აიღებს. ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონა" თავის შეხვედრას 10-ში გამართავს და "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" შეერკინება.

"ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერი, ივან რაკიტიჩი, დარწმუნებულია, რომ მის გუნდს იოლი გასეირნება არ ელის და მიაჩნია, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერს საკმაოდ ძლიერი კოლექტივი ჰყავს.

"ინგლისური კლუბები მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურებიან. ყველამ ვნახეთ, ჩემპიონთა ლიგის ბოლო შეხვედრაში "იუნაიტედმა" რაც გააკეთა. მათ შესანიშნავი ქამბექი შემოგვთავაზეს და პსჟ-სთან ჩადენილი გმირობის გამო პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ".

"ფეხბურთში წარმატების მისაღწევად საჭიროა, საკუთარი გუნდის შესაძლებლობების შესახებ ყველაფერი იცოდე. "იუნაიტედს" ახალ მთავარ მწვრთნელს კი ეს მშვენივრად მოეხსენება".

"დღესდღეობით "ბარსელონას" სტილში ბევრი გუნდი თამაშობს და ბურთის კონტროლზეა ორიენტირებული, თუმცა ბურთის ფლობა არაფერს ნიშნავს, თუ გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებ. ასე რომ თუ საჭიროა, მეორე ნომრადაც უნდა იასპარეზო და საკუთარ შანსს კონტრშეტევებზე დაელოდო".
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2019 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Ivan azri ar aqvs arafers zeg waagebt
0
№2
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2019 22:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბარსელონას სასტავი ნორმალურად მაინც საუბრობს მანჩესტერზე, პსჟ-ს დამცინავი და უაზრო კომენტარები ძაან ნერვებს მიშლიდა.
1
№3
ავტორი: LASHQARA
8 აპრილი 2019 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მშრალად შენახული კარი იქნება იდეალური ვარიანტი, თუ არადა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თორემ კამპ ნოუზე ძალიან რთული თამაში იქნება, 1-0 იქნება იდეალური სახლში... love am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2019 22:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ის შეცდომები აღარ უნდა განმეორდეს, რაც ბოლო თამაშებში იყო, ოლეს წესით უნდა დაენახა გუნდის სუსტი მხარეები და უნდა ემუშავა ამაზე. ბარსელონა ძაან ძლიერი გუნდია და თუ თითმის იდეალურად არ ითამაშე, ნაკლები შანსია სასურველი შედეგი დადო.
0
№5
ავტორი: Dato kutaisi
8 აპრილი 2019 23:27
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3202
ციტატა: JuanMata
ბარსელონას სასტავი ნორმალურად მაინც საუბრობს მანჩესტერზე, პსჟ-ს დამცინავი და უაზრო კომენტარები ძაან ნერვებს მიშლიდა.

რო არ ილაპარაკეს წესიერად კი მოვექეცით არაწესიერად.უბრალოდ ლაპარაკი მაინც ვაიძულეთ ხალხს ერთი ტური რო დაფასება გვჭირდება.
შანსები იქნება და ამ შანსებს უნდა 100%გამოყენება როგორც ჩელსმა უქნა და გაუშვა სახლში.მე მგონია რო რეალურად 7 მცველით ვითამაშებთ დაწეული ცენტრის ხარჯზე და ამ დროს პოგბას გრძელ გადაცემებს კონტრის წამოსაწყებად უდიდესი მნიშვნელობა ექნება.იმედია ლინგარდის არ დააყენებს არაა ფორმაში თან ძაან არ არის თორე პრესინგზე ეგ ყველას ჯობია ჩვენთან
0
№6
ავტორი: 23beckham
8 აპრილი 2019 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რეშფორდი იქნება ოთხშაბათს რაიმე ხომ არ დაიწერა?
0
№7
ავტორი: LASHQARA
8 აპრილი 2019 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ციტატა: 23beckham
რეშფორდი იქნება ოთხშაბათს რაიმე ხომ არ დაიწერა?

იქნება love am
2
№8
ავტორი: JuanMata
8 აპრილი 2019 23:48
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

რო არ ილაპარაკეს წესიერად კი მოვექეცით არაწესიერად.უბრალოდ ლაპარაკი მაინც ვაიძულეთ ხალხს ერთი ტური რო დაფასება გვჭირდება.
შანსები იქნება და ამ შანსებს უნდა 100%გამოყენება როგორც ჩელსმა უქნა და გაუშვა სახლში.მე მგონია რო რეალურად 7 მცველით ვითამაშებთ დაწეული ცენტრის ხარჯზე და ამ დროს პოგბას გრძელ გადაცემებს კონტრის წამოსაწყებად უდიდესი მნიშვნელობა ექნება.იმედია ლინგარდის არ დააყენებს არაა ფორმაში თან ძაან არ არის თორე პრესინგზე ეგ ყველას ჯობია ჩვენთან


შანსი გვექნება ნამდვილად, არაა ახლანდელი ბარსელონა გადაულახავი ბარიერი. ატლეტიკო ძაან ჭკვიანურად ეთამაშებოდა, სანამ კოშტას არ წამოუარა.

მთავარია დაცვაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყოთ.
მარცხნიდან ალბა სახიფათოდ ერთვება ხოლმე, იანგს დიდი ჯაფა დააწვება.
0
№9
ავტორი: Lalana
8 აპრილი 2019 23:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
ბარსელონას სასტავი ნორმალურად მაინც საუბრობს მანჩესტერზე, პსჟ-ს დამცინავი და უაზრო კომენტარები ძაან ნერვებს მიშლიდა.

ხო და ცალი ფეხით რომ გამოვიდნენ სათამაშოდ პარიზში მაგიტომაც მიიღეს ის რაც მიიღეს.დიმარიას ჩაჯმული სახის დანავა კი ერთი დიდი სიამოვნება იყო.თავში ავარდნილი ****სტიანი ხალითაა გავსებული ეგ გუნდი და მაგიტომაც მოსვა ერთხელ ბარსამ და მორეჯერ კი ჩვენ.
0
№10
ავტორი: stepno
9 აპრილი 2019 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: LASHQARA
მშრალად შენახული კარი იქნება იდეალური ვარიანტი, თუ არადა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, თორემ კამპ ნოუზე ძალიან რთული თამაში იქნება, 1-0 იქნება იდეალური სახლში... love am

მე პირადად 0:0 ზეც თანახმა ვარ. ესე მგონია ნოუ კამპზე პირველ გოლს ჩვენ შევაგდებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top