თბილისი:
მანჩესტერი:
7-04-2019, 23:51
ავტორი: ლუკა ბერაია,
ნანახია: 1264,
კომენტარები: 5
"იუნაიტედი" ტომას მუნიეს შესაძენად იბრძოლებს
"იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
"იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის გაძლიერებას გეგმავს. "ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა უკვე დაისახა გეგმები, სასურველი ფეხბურთელების შესაძენად.

აქტიურად განიხილავენ მარჯვენა მცველის პოზიციას, სადაც კლუბში ორი ალტერნატივაა: ინგლისელი ეშლი იანგი და პორტუგალიელი ახალწვეული დიეგო დალო.

კლუბის თავკაცი ორივე მათგანს ეჭვის თვალით უყურებს, რადგან 33 წლის ეშლი არასასურველ ფორმაშია. რაც შეეხება დალოს, მარჯვენა მცველის ადგილი მისთვის იდეალური სათამაშო პოზიცია სულაც არ არის. მართალია, 20 წლის ახალწვეულმა ასე თუ ისე გაართვა თავი, თუმცა ფაქტია, სოლსკიაერი მთელი სეზონის გატარებას მის იმედზე ყოფნით არ აპირებს.

ერთ-ერთ ვარიანტად ნორვეგიელი თავკაცი პსჟ-ს ფეხბურთელს ტომას მუნიეს განიხილავს, რომელსაც ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. იგი გამოირჩევა კრეატიულობითა და შეტევაში აქტიური თამაშით. მუნიეს მართლაც შთამბეჭდავი სეზონი აქვს, რის გამოც მის შესაძენად "ვალენსია", "სევილია" და "ნაპოლი" იბრძვიან.

27 წლის ბელგიელი პარიზელებს "ბრიუგედან" შეუერთდა. მან მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 28 მატჩი ჩაატარა, გააკეთა 7 საგოლე გადაცემა და 5-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას "მანჩესტერ იუნაიტედი" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

წყარო: thesun.co.uk
ჭორები, ტრანსფერები
5 კომენტარი
№1
ავტორი: gogita1991
7 აპრილი 2019 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 197
ბისაკა მშვენიერი ბიჭია კრისტალ პალასაში არადა ჩემი აზრით
0
№2
ავტორი: ikeoni
8 აპრილი 2019 02:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7832
ეს ისე ჩვენი გუბდის მაგარი ბალეშიკია ბევჯერ აქვს ნათქვამი:))
0
№3
ავტორი: stepno
8 აპრილი 2019 09:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4307
ყველაზე წერენ ყველას მანჩესტერს უკავშირებენ და ბოლოს როგორც წინაზე მოხდა იმედია ეგრე არ მოხდება და ვიყიდით რამოდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელს :)) ნახევარზე მეტი გასაშვებია გუნდიდან და 3-4 ტრანსფერი აუცილებელი იქნება მინიმუმ
0
№4
ავტორი: snatch77
8 აპრილი 2019 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 157
მოკლედ და კონკრეტულად ჩემი აზრი წამსვლელ-მომსვლელთან დაკავშირებით.
წამსვლელები - მარკოს როხო , მატეო დარმიანი , ფილ ჯონსი , ეშლი იანგი , ანტონიო ვალენსია , ხუან მატა , ალექსის სანჩესი .
მომსვლელები - აუცილებელია უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველი - ვარანე ან კულიბალი , გამოცდილი მარჯვენა მცველი , მუნიე კაი ვარიანტია , თან უყვარს ეს კლუბი , ნახევარდაცვა , რაბიო დაგვხატავს , მარჯვენა ვინგერი აუცილებელია , თუ სანჩო არა მალკომს ვისურვებდი ბარსადან ძაან ტექნიკური ბიჭია . კულიბალი , მუნიე , რაბიო , მალკომი და კაი შეკრული გუნდი ვიქნებით.
P.S ყველაფერი უნდა გაიღონ რომ დე ხეა და პოგბა დარჩნენ , რეალურად ექსტრა კლასის ფეხბურთელი მხოლოდ ეგ ორნი გვყავს.
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
8 აპრილი 2019 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7927
ციტატა: ikeoni
ეს ისე ჩვენი გუბდის მაგარი ბალეშიკია ბევჯერ აქვს ნათქვამი:))


ხო მანჩეს ფანია wink
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top