თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2019, 17:36
ავტორი: Redarmy Man,
ნანახია: 2542,
კომენტარები: 10
€69 მილიონი "ლიონის" ნახევარმცველისთვის
უცნობია მოთამაშის პოზიცია
€69 მილიონი
ანდერ ერერა დიდი ალბათობით "პსჟს" უფასოდ შეუერთდება რამდენიმე თვეში, ამიტომ ინგლისელებმა ალტერნატივის ძებნა დაიწყეს. "იუნაიტედის" ბოსების სამიზნე 22 წლის ტანგუი ნდომბელეა. მისი ღირებულება €69 მილიონია, "ლიონის" პრეზიდენტზე, მაიკლ აულასზე კი ამბობენ რომ მზადაა შეთავაზებები განიხილოს.

"ეშმაკებს" ბრძოლა პარიზულ გრანდთან მოუწევს, რადგან ნასერ ერ ხელაიფის ასევე სურს ახალგაზრდა ფლეიმეიქერის ხილვა საკუთარ კლუბში. გარდა ამ ორი კლუბისა, ფეხბურთელისთვის მებრძოლთა სია საკმაოდ გრძელია - მადრიდის "რეალი", "სიტი" და ლონდონის "არსენალი".

თუ ერერას გზას ალექსის სანჩესი და ხუან მატაც გაუყვებიან, ნდომბელესთვის დიდი ადგილი დარჩება. ასევე უცნობია კლუბის კაპიტანის - ანტონიო ვალენსიას, მატეო დარმიანის და მარკოს როხოს მომავალიც. როგორც ფრანგული La Equipe იუწყება, მანჩესტერელებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი ფრანგულ მხარესთან

წყარო:Thesun.co.uk
ტრანსფერები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
6 აპრილი 2019 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11412
Ereras wasvla magrad gamitydeba magrad:(((
1
№2
ავტორი: 100%Red
6 აპრილი 2019 18:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ციტატა: ikeoni
Ereras wasvla magrad gamitydeba magrad:(((

მე ჭორი მეგონა რაა
რა მოხდა ამნაირი რაღაც უთანხმოება იყო ალბათ, აბა ასე და ისე მიყვარს კლუბიო და წასვლის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა და მაგი თუ ახლა ფულზე გაიყიდა და მაშინ ნა**
ფულით დაკავებული მოთამაშე მოვ**** ვინც არ უნდა იყოს, მაგიტომ ვართ ასეთ დღეში
2
№3
ავტორი: VALERI.s
6 აპრილი 2019 19:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
ჩემი აზრით სატრანსფერო ფანჯარა წარმატებულად ჩაითვლება თუ გუნდს დატოვებენ: დარმიანი, როხო, ჯონსი, ვალენსია, პერეირა,პოგბა, მატა და სანჩესი. და გადმოვლენ: ვარანი, ბისაკა, რაბიო, საული, კოუტინიო და სანჩო. ყველა ტრანსფერი რეალურია და რაც შეეხება პოგბას ვერასდროს ვხედავდი მის როლს მანჩესტერში+არაა საიმედო და არც მინდა ფულის გამო ითამაშოს აქ. თქვენი აზრიც მაინტერესებს ჩემს სატრანსფერო სიაზე.
1
№4
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2019 20:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ცუდად მიმდინარეობს სატრანსფერო პოლიტიკა, ამდენ ფეხბურთელს უფასოდ უშვებენ (ასე იწერება ყოველ შემთხვევაში) ისე რო ზოგი გასაშვებიც არაა, მაგალითად ერერა და მინიმუმ ამდენი ხო მაინც უნდა მოიყვანონ, თუმცა არამგონია ვისზეც იწერება ყველას ყიდვა შეძლონ.
1
№5
ავტორი: JuanMata
6 აპრილი 2019 20:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ერერას წასვლის შემდეგ დამატებით გვჭირდება ცენტრის ფეხბურთელი, თან ერერას ტრანსფერში ფულს ვერ ავიღებთ, პლიუს ამას უფასოდ მიდიან ვალენსია და მატა, ამ სამ ფეხბურთელში, ერთ 60 მილიონს ჰო ავიღებდით სულ მცირე, რა უაზროდ მუშაობს ეს ვუდვორდი.

ორი ნახევარმცველი გვჭირდება სულ მცირე, ეს ნდომბელე კაი ბიჭია, მაგრამ გაგვიჭირდება ყიდვა, ბევრი გუნდი ადგამს თვალს, საული ძალიან დიდი ხანია მინდა მანჩესტერში, ესეც ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება. არის ვარიანტი დეკლან რაისი, მატიჩს წააგავს თავის სათამაშო სტილით, ახალგაზრდაა და ინგლისელია, წესით ბევრი არ უნდა დაჯდეს, ამ ბიჭის ყიდვაც შეიძლება როტაციისთვის.
მარჯვნივ ვან ბისაკა და სანჩო/ლოზანო. და ცენტრალური ფორვარდი გვინდა კიდევ. იოვიჩი, ან იკარდი. ან მარცხენა თავდამსხმელი, თუ ცენტრფორვარდობას ლუკაკუ და რეშფორდი შეითავსებს გუნდში, მარსიალს შემცვლელი დაჭირდება.

ეს სულ მცირე რაც აუცილებლად გვჭირდება, თუ პოგბაც წავიდა მერე ფლეიმეიქერიც დაგვჭირდება ცენტრში.

პოგბამ და ლუკაკუმ თუ გადაწყვიტეს წასვლა დიდად გული არ დამწყდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ფაქტიურად სულ ახალი ცენტრი გვეყოლება, და მერე კიდევ იმათ შეთამაშება შეგუებას უნდა ველოდოთ.
1
№6
ავტორი: england123
6 აპრილი 2019 21:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
აუცილებლად მოსაყვანიაა კარგი ფეხბურთელიაა, მაგრამ მე მაინც უფრო სანჩოო და ვარანი გამისწორდებააა, თუ გაყიდის რეალი ვარანს ჩვენიაა წესით
1
№7
ავტორი: dybbuk
6 აპრილი 2019 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1528
ამის ფლეიმეიქერობა არ გაიშვას არსად, ჯერ მარტო რანაირი გვარი აქვს, დაჟე დემბელე უფრო დასტოინი გვარია:))))
1
№8
ავტორი: Malboro463
6 აპრილი 2019 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5848
ერერას ასე უცებ რეზერვებში რატო უკრეს თავი ნეტა ასე უცებ უვარგისი გახდა და მაცტომინით ვაპირებთ სეზონის ჩამთავრებას თუ ფორმის აღსადგენად ათამაშეს?
1
№9
ავტორი: makaveli
6 აპრილი 2019 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Malboro463
ერერას ასე უცებ რეზერვებში რატო უკრეს თავი ნეტა ასე უცებ უვარგისი გახდა და მაცტომინით ვაპირებთ სეზონის ჩამთავრებას თუ ფორმის აღსადგენად ათამაშეს?

ერერას საერთოდ არ უთამაშია რეზერვებში. დიადო ინფორმაცია რო ვარჯიშის შემდეგ სახლში არ წასულა და 18-წლამდელების თამასშ ესწრებოდაო
1
№10
ავტორი: Malboro463
7 აპრილი 2019 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5848
ციტატა: makaveli
ერერას საერთოდ არ უთამაშია რეზერვებში. დიადო ინფორმაცია რო ვარჯიშის შემდეგ სახლში არ წასულა და 18-წლამდელების თამასშ ესწრებოდაო

ძალიან კარგი მაშინ.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top