თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2019, 19:51
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1384,
კომენტარები: 8
პერეირა და როხო ბრუნდებიან
დუეტი 23-წლამდელებში ითამაშებს.
პერეირა და როხო ბრუნდებიან
მარკოს როხო და ანდრეას პერეირა "მანჩესტერ იუნაიტედის" 23-წლამდელების შემადგენლობაში ითამაშებენ. ისინი პრემიერ ლიგის მატჩს გამართავენ "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ.

ოლე გუნარ სოლსკიაერმა გადაწყვიტა, რომ დუეტმა საკუთარი თავი ჯერ იქ გამოსცადონ, რათა ნახონ რამდენად არიან მზად სრული დატვირთვისთვის.

როხო იმ ფეხბურთელთაგან ერთ-ერთია, რომლის მომავალიც "იუნაიტედში" საეჭვოა. თუმცა შესაძლოა, ის "ვესტ ჰემთან" იხილოთ, რადგან ამ მატჩში ძირითად შემადგენლობას ეშლი იანგი და ლუკ შოუ დააკლდება.

არგენტინელმა ამ სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ მას მთელი სეზონი ტრავმები აწუხებდა.

რაც შეეხება პერეირას, მან ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედის" მაისურით შვიდი მატჩი ჩაატარა და "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ პირველი გოლიც გაიტანა.

23 წლის ფეხბურთელმა ტრავმა პსჟ-სთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ შემადგენლობაში არ გამოჩენილა. თუმცა, სავარაუდოდ, ის "ბარსელონასთან" დასაბრუნებლად მზად იქნება.

ამ მატჩში ითამაშებენ ტაჰიტ ჩონგიცა და მეისონ გრინვუდიც. გარდა ამისა, "ოლდ ტრაფორდზე" შეიძლება იხილოთ ჯეიმს გარნერი და ანხელ გომესიც.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 19:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
როხოს რო ვკითხულობ მეზიზღება ნაცენზურა რა მალე აქედან
0
№2
ავტორი: dybbuk
5 აპრილი 2019 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
რა არ გოჩენილა, ბოლოს დაჟე ვულვზთანაც შემოიყვანა ზამენაზე და უოტფორდთან სათადარიგოზე დარჩა. როხოზე საერთოდ არაფერს არ ვწერ ხოლმე, ბოლოს რო იღრიჯებოდა რომეროსთან ერთად წაგებული თამაშის მერე ეგეც მეტყველებს ვინაა და რად წარმოადგენს, ვან გაალის პატრონს რო გავარტყი მაგის მოყვანისთვის საერთოდ
0
№3
ავტორი: JuanMata
5 აპრილი 2019 20:46
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვესტ ჰემთან მოუწვს ალბათ ფლანგზე როხოს დაყენება.
ან მარცხნივ დალო და მარჯვნივ ჯონსი, ორივე ვარიანტი ძაან ცუდად გამოიყურება.
1
№4
ავტორი: stepno
5 აპრილი 2019 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: JuanMata
ვესტ ჰემთან მოუწვს ალბათ ფლანგზე როხოს დაყენება.
ან მარცხნივ დალო და მარჯვნივ ჯონსი, ორივე ვარიანტი ძაან ცუდად გამოიყურება.

კი დავკარგავთ 4 ეულის შანსებს ჩემო ძმაო :)) ეხლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ იმის უფლებაც არ გვაქ რო გავრისკოთ და ვესთჰემთან ვინმე დავასვენოთ არადა საჭიროაა:) ლიგაზე მინიმალური შანსი რო გვაქვს ყველამ კარგად იცის კაი ვთქვათ გავცდით ბარსას მაგრამ ჩემპიონობა ამ გუნდით და ბოლომდე მისვლაა დიდი სასწაული იქნება. ასე რომ 4 ეულშიც თუ ვერ შევედით ისევ მოგვიწევს მეორეხარისხოვან ტურნირზე მეორეხარისხოვან გუნდებთან თამაში რაც შესაბამისად ნიშნავს იმას რომ იმ დროისთვის ჩვენც მეორეხარისხოვანი გუნდი ვიქნებით
0
№5
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2019 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ტრამვამდე როხო შვენივრად გამოიყურებოდა
1
№6
ავტორი: JuanMata
5 აპრილი 2019 23:24
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: stepno

კი დავკარგავთ 4 ეულის შანსებს ჩემო ძმაო :)) ეხლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ იმის უფლებაც არ გვაქ რო გავრისკოთ და ვესთჰემთან ვინმე დავასვენოთ არადა საჭიროაა:) ლიგაზე მინიმალური შანსი რო გვაქვს ყველამ კარგად იცის კაი ვთქვათ გავცდით ბარსას მაგრამ ჩემპიონობა ამ გუნდით და ბოლომდე მისვლაა დიდი სასწაული იქნება. ასე რომ 4 ეულშიც თუ ვერ შევედით ისევ მოგვიწევს მეორეხარისხოვან ტურნირზე მეორეხარისხოვან გუნდებთან თამაში რაც შესაბამისად ნიშნავს იმას რომ იმ დროისთვის ჩვენც მეორეხარისხოვანი გუნდი ვიქნებით

ფლანგის მცველების დასვენება მოუწევს მაინც, იანგს წითელი აქვს და შოუს მე-5 ყვითელი, დისკვალიფიცირებულია ორივე. 4-ეულის მიზერული შანსი კი გვაქვს მაინც, მაგრამ მნიშვნელოვანი 6 ქულა გავუშვით, ჯერ არსენალთან და მერე ვულვზთან.
არადა 4-ეულში შესვლა ალბათ დიდ გავლენას მოახდენს ტრანსფერებზე.
ლიგის მოგების შანსი ძალიან დაბალია, მაგას ისევ 4-ეულზე კონცენტრირება ჯობდა.

ჟოზეს წასვლის შემდეგ, ერთადერთი რაც მინდოდა იყო თამაშის ხარისხის გაუმჯობესება, მე და ალბათ ძალიან ბევრი გულშემატკივარი არც ელოდა რომ მე-4, მე-3 ადგილებისთვის ვიბრძოლებდით და ყველა ვარიანტში ეს მონაკვეთი რაც ოლემ ჩაატარა სეზონის მეორე ნახევარში პლიუსად ჩაეწერება, მაგრამ აი ახალი სეზონისთვის ლიგაზე გასვლა იდეალური იქნებოდა.
ფეხბურთელი რითიც შეიძლება გადმობირო ესაა ტიტულები, ფული და მწვრთნელი, ევროპის ლიგაზე თამაში ბევრს დიდად არ ხიბლავს, ოლეს დიდი პატივისცემის მიუხედავად როგორც მწვრთნელს ჯერ საერთოდ არ აქვს არანაირი წონა და მოგვიწევს ისევ დიდი ხელფასებით მოზიდვა, რაც დიდად კარგად არ მოქმედებს ამ ფეხბურთელის თავდადებაზე და მოტივაციაზე.

UPD: შოუს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონია
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2019 00:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რთული პერიოდია მოკლედ ძაან
0
№8
ავტორი: stepno
6 აპრილი 2019 01:54

ვიცი შოუ და იანგის თემაა :)) მიზერულიი ნამდვილად არა ძმა მაგაში ვერ დაგეთანხმებიი ნორმალური შანსი გვაქ 4 ეულის. დარწმუნებული იყავი იმაში რომ არსენალი,ჩელსი და ტოტენჰემი კიდე ბევრ ქულას დაკარგავენ უბრალოდ ამის მერე ჩევნ ჩვენი მოსაგები უნდა მოვიგოთ და რაც მთავარია სიტისთან არაფრით არ უნდა წავაგოთ რაა სირცხვილია უკვეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top