თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2019, 19:34
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2017,
კომენტარები: 10
"მას სხვადასხვა ჩემპიონატში თამაში სურს"
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ლუკაკუ სეზონის ბოლოს.
რომელუ ლუკაკუ "იუნაიტედს" 2017 წელს "ევერტონიდან" შეუერთდა. 90 მატჩში მან 42 გოლი გაიტანა. კონტრაქტის მიხედვით, ლუკაკუს "ოლდ ტრაფორდზე" სამ წელზე მეტი რჩება. მისი აგენტის განცხადებით, ბელგიელის მთავარ პრიორიტეტად მოედანზე რაც შეიძლება მეტი დროის გატარება რჩება.

"ამ მომენტში მას მხოლოდ სეზონის დასრულება აინტერესებს. მისთვის მესამე და მეოთხე ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია და მთელი არსებით ამაშია ჩართული. ვნახოთ, რა მოხდება სეზონის ბოლოს."

"მან უკვე მეორე სეზონი გაატარა აქ და "ოლდ ტრაფორდთან" კიდევ სამი წელი აკავშირებს. ვნახოთ, რა მოხდება. ის ისეთი პიროვნება, რომელსაც განსხვავებული კულტურა და განსხვავებული ფეხბურთის თამაში უყვარს."

"მას მოსწონს, როცა სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს, რადგან ტიტულების მოგება და საკუთარი თავისთვის რაღაცების დამტკიცება სურს. უნდა, რომ ბავშვებს უთხრას: "აქ მოვიგე, იქ მოვიგე..." "მე ძალიან კარგი ფეხბურთელი ვიყავი ყველა ჩემპიონატში". ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. ამ მომენტისთვის არაფერს განვიხილავთ, რადგან კლუბში მნიშვნელოვანი მომენტები აქვს."

"მას იტალია მოსწონს. ბავშვობაში ყოველთვის იტალიურ ლიგას ადევნებდა თვალს. ყველამ იცის, რომ დღეს პრემიერ ლიგა საუკეთესო ჩემპიონატია, მაგრამ წლების წინ იტალია იყო საუკეთესო და
ახალგაზრდა ფეხბურთელები იქ თამაშზე ოცნებობდნენ."

"რეალ მადრიდისა" და "ბარსელონაში" თამაში ყველა ფეხბურთელისთვის მიმზიდველია. ბუნდესლიგაც ძალიან კარგი ჩემპიონატია."

"თუმცა ის ბედნიერია, რადგან ოლე ახლა სათამაშო დროს აძლევს და დიდ ყურადღებას უთმობს,"
- აცხადებს ლუკაკუს აგენტი.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: dybbuk
5 აპრილი 2019 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
რეებს ბაზრობს ეს ჩემისა, კრუიზში წასვლა უნდა თუ ფეხბურთის თამაში რა არგუმენტები მოყავს
1
№2
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 19:57
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
უჰჰ ნაღდად არ დამწყდება გული ეს რო წავიდეს სამომავლოდ აქედან მარა ამ წელს არ უნდა გაუშვან ესეტი ფეხბურთელები ნათელია, და მერე წავიდეს და ჯობია ნორმალური სქილების იგროკი დაიმატონ თან რაც ასაკში შევა ეს მით უფრო გამზოდება
0
№3
ავტორი: JuanMata
5 აპრილი 2019 20:47
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ლუკაკუს შემცვლელად იკარდი ან იოვიჩი კარგი ვარიანტი იქნება.
0
№4
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2019 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ნაცენზურა ბ ლიად
0
№5
ავტორი: LASHQARA
5 აპრილი 2019 21:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მოუყვება ბავშვებს პსჟ როგორ გამოაგდო დუბლით და იმედი მაქ ბარსელონასაც მიაყოლებს. love am
0
№6
ავტორი: stepno
5 აპრილი 2019 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გუნდი უნდა გადახალისდეს სასწრაფოდ. ლუკაკუ ეხლა ნამდვილად გვჭირდება მაგრამ 2-3 წელში სადაც უნდა იქ წავიდეს თუ ესე ძალიან უნდა მოგზაურობა იმოგზაუროს. სხვა სტილის თავდამხმელები გვინდა როგორიც მანჩესტერს ეკადრება. უფრო მოქნილი ტეხნარი ბრაზიანი ანუ ჟილკიანი ემოციურიი რაა და იმედია მალე დადგება ეგ დროც რომ ისევ მთელი გუნდი სულს და გულს ჩადებს თითოეულ თამაშში და მალე დამთავრდება ეს სიტუაცია რაც ეხლა ხდება ფულის გამო დეხეა ისეთ ცუდ განწყობაზე იყო რომ ძალით გაუშვა გოლები სულ არ ფიქრობდა თამაშზე ასევე პოგბას გონებით მადრიდში იყო ალბათ ერერა პარიზში და ესე რაა მოკლედდ ჩვენ გვჭირდება ერთგული ფეხბურთელები რომლისთვისაც მთავარი ღისებაა და არა ის რომ 100 მილიონი ექნება თუ 115 მილიონი.
0
№7
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2019 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Romelu araa gasashvebi kaci da arc aravin gaushvebs
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2019 00:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩამოთვალა ყველა ქვეყანა, ტურნეს აწყობს ეტყობა.
0
№9
ავტორი: lasha001
6 აპრილი 2019 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
me magalitad ar momwons lukaku chven gvchirdeba ufro magali donis centr forvardi rogoric hari keini. levandovski. kavani. suaresi. iseti centri gvinda sezonshi 35-40 gols rom agdebs reshi da lukaku magas ver shedzleben da maset centrs didi fuli schirdeba da amat ar esmit. imedia wels viyidit vinme karg centr forvards.
0
№10
ავტორი: f.c.mu
6 აპრილი 2019 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
კაროჩე ამ პრესას რო დაუჯერო ყველა კაი იგროკი მიდის და მოსვლაზე არაფერი იწერება, ხო არ იშლება გუნდი და არ ვიცით : D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top