თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2019, 18:52
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1504,
კომენტარები: 8
"სანჩო არ იყიდება"
მტკიცე უარი სანჩოს ტრანსფერზე.
ჰანს იოაკიმმა სანჩოს მომავალზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ინგლისელი ამ ზაფხულში კლუბის დატოვებას არ აპირებს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" თინეიჯერის შეძენა ძვირი დაუჯდება, მაგრამ როგორც სხვადასხვა წყარო იტყობინება ისინი ჯეიდონის შეძენისთვის ძალებსა და თანხებს არ დაიშურებენ.

თუმცა იოაკიმმა გერმანელ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ისინი მის გაყიდვას არ აპირებენ:

"ჩვენ მას არ ვყიდით, ეს ფაქტია. ყველასთან კარგად გვაქვს ეს დეტალები განხილული, აბსოლუტურად ყველასთან, ვინც ჯეიდონის მომავლის გადაწყვეტაში რაიმე გადაწყვეტილებას იღებს და ჩვენ უბრალოდ ვიცით, რომ ის არ იყიდება და შემდეგ სეზონში "დორტმუნდში" რჩება."

19 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 13 ასისტია, მან შთაბეჭდილება ნაკრებშიც მოახდინა. "დორტმუნდში" გაოცებულნი არიან მისი პროგრესით, თუმცა ითხოვენ, რომ არასდროს მოდუნდნენ:

"მისი პროგრესი უბრალოდ ბრწყინვალეა. მისი ასაკისთვის ის დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებს. მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის მხოლოდ ახლა გახდა 19 წლის."

"არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ერთი წამითაც მოადუნოს ყურადღება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია."



წყარო: SkySports
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Old Red Devil
5 აპრილი 2019 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ვაცკე იმდენს წრიპინებს რო უკვე გაყიდულიც კი იქნება.ბორუსია არასოდეს ერიდებოდა წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას.პროსტა მათგან პროცენტულად რამდენმაც გაამართლა კი ვიცით.
0
№2
ავტორი: dybbuk
5 აპრილი 2019 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ყველაზე მეტად ზუსტად რომ სანჩოს იყიდიან მგონია, ისე ბერგვინიც კარგი ბიჭი ჩანს, ძალიან სწრაფია და ფასიც ადეკვატური ექნება დანარჩენებთან შედარებით. აი რაბიოზე რატომნარ ჩალიჩობენ არ მესმის, მითუმეტეს როცა ამდენ ფეხბურთელს უფასოდ უშვებენ. ამაზე უკეთესი თავისუფალი აგენტი არცაა ბაზარზე, აგერ იუვემ უფასოდ რა ხალხი დაითრია თან რამდენი და რაც მთავარია ძალიან პროდუქტიულად იყენებენ.
0
№3
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2019 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
რას ქვია არ იყიდება პულისიჩიც არ იყიდებოდა ეგრე.
0
№4
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2019 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ise am sanchose DZaan Dedas ity..... ar viyidito
0
№5
ავტორი: stepno
5 აპრილი 2019 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გამაცინებთ ხოლმე რაა!! ფულიი დაგანახონ ოხრად და ვის არ გაყიდით ან ვინ არ გაგიყიდიათ თქვენ?? არ ვაფასებ დორტმუნდის და აიაქსის ნაირ კლუბებს ნებისმიერ ფეხბურთელს გაყიდიან და გუნდს დაშლიან მთავარი ფულია მაგათვის ანუ ბიზნესკლუბები არიან.
0
№6
ავტორი: gogita1991
6 აპრილი 2019 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
არადა ბერგვინიც კაი ბიჭია გუშინ ეა ქნა ტო თან სანჩოსთან შედარებით ბევეად იაფი იქნება
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2019 00:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სხვას არც არაფერს იტყვის
0
№8
ავტორი: PaLoMo
6 აპრილი 2019 12:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
აუფ.მოინდომოს ფეხბურთელმა და განახებთ თუ არ იყოდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top