თბილისი:
მანჩესტერი:
5-04-2019, 18:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1615,
კომენტარები: 7
გუნდის ადრეული სიახლეები "ბარსელონასთან" მატჩის წინ
ვინ იქნება ხელმისაწვდომი ესპანელების დასახვედრად.
გუნდის ადრეული სიახლეები
შემდეგი ხუთი დღის განმავლობაში უამრავი რამ უნდა გადაწყდეს. პირველ რიგში, ოლე გუნარი ნახავს, თუ ვინ იქნება ხელმისაწვდომი ესპანელების დასახვედრად.

მარკუს რეშფორდმა და ანდერ ერერამ "წითლების" ბოლო მატჩი გამოტოვეს. მათ სწორედ ტრავმების გამო ვერ შეძლეს "ვულზვთან" თამაშის ჩატარება.

რეშფორდმა მატჩი კოჭის ტრავმის გამო გამოტოვა, ოლე გუნარმა აღნიშნა, რომ ეს ძველი კი არა ახალი ტრავმაა და ახლა მეორე ფეხი აქვს დაზიანებული. ნორვეგიელი იმედოვნებს, რომ "ბარსელონასთვის" ინგლისელი მზად იქნება.

რაც შეეხება ერერას, მან მუხლის ტრავმა "ვულზვთან" მატჩში მიიღო და ჯერ კიდევ საკითხავია შეხვდება თუ არა ის ლა ლიგის ჩემპიონებს.

კიდევ ოთხი ფეხბურთელი, რომლებმაც "ვულზვთან" ვერ ითამაშეს მათეო დარმიანი, ანტონიო ვალენსია, ერიკ ბაიი და "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი გახლავთ.

დარმიანსა და ვალენსიას "წითლებში" მატჩი იანვრის შემდეგ არ ჩაუტარებიათ. გარდა ამისა, "იუნაიტედის" ბოლო ორი თამაში გამოტოვა ერიკ ბაიიმაც, რომელმაც ტრავმა სანაკრებო შესვენებისას მიიღო.

რაც შეეხება ალექსისს, ჩილელი წესით აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნდეს. მას მატჩი მარტის დასაწყისის შემდეგ აღარ ჩაუტარებია.

თუმცა "ბარსელონასთვის" მზად იქნებიან ლუკ შოუ და ეშლი იანგიც. მათი დისკვალიფიკაცია მხოლოდ პრემიერ ლიგის შემდეგ მატჩზე ვრცელდება.

გუნდის დამატებით სიახლეებზე ოლე გუნარი სამშაბათ შუადღეს ისაუბრებს.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 19:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ეშლია იანგი ტუ იქნება სასტაში რა გვიჭირს მაშინ
0
№2
ავტორი: dybbuk
5 აპრილი 2019 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ძაან დაგვჭირდება მარკუსი და ერერა ბარსასთან, როგორმე უნდა შეძლოს სამედიცინო შტაბმა მათი დროული დაბრუნება. დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არც ღირს.
0
№3
ავტორი: ikeoni
5 აპრილი 2019 20:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Reshi da erera Uechveli unda iyos ra
0
№4
ავტორი: temo-scholes
5 აპრილი 2019 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
დეხეა, შოუ, სმოლინგი, ლინდელოფი, დალო, ერერა, მატიჩი, პოგბა, რეშფორდი, მარსიალი, ლუკაკუ!
0
№5
ავტორი: MANUTD1878
5 აპრილი 2019 21:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
ცუდად არის ჩვენი საქმე..იანგი ძირითადშია crying
0
№6
ავტორი: stepno
5 აპრილი 2019 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იანგის მე პირადად არ მეშინია რადგან გამოცდილება არ აკლია და დიდ თამაშებში ხშირად კარგად გამოიყურება ხოლმე. დაცვის ცენტრი მაშინებს ძალიან აიი მესის იმ მოჭრილ პასებს რამდენად აუღებენ ალღოს სმოლინგი ჯონსი როხო ან თუნდაც ლინდელოფი არ ვიცი :((( ფაქტია ბარსა საუკეთესოა ეგეთ გამჭოლ პასებში და ერთი პასით ფეხბურთელის მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვებაში და რავიცი ჩვენი მცველების იმედი როგორ უნდა მქონდეს არ ვიციი:(
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
6 აპრილი 2019 00:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტრავმები კაი მარა ეს დისკუალიფიკაციებიღა აკლდათ ეპლის თამაშებში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top