თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2019, 18:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2687,
კომენტარები: 23
"იუნაიტედის" სასურველი ფეხბურთელების სია
ვინ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" ზაფხულში?
"მანჩესტერ იუნაიტედი" ცხელი ზაფხულისთვის ემზადება. ოლე გუნარი ყველანაირად ეცდება გუნდის გაძლიერებას.

როგორც "Sky Sports" იტყობინება, "ოლდ ტრაფორდს" ზაფხულში ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. აქედან გამომდინარე, გუნდში ბევრი ადგილი თავისუფლდება. ვინ შეიძლება შეიძინოს ოლემ?

"იუნაიტედის" სახელს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებდნენ, მათ შორის იყო გარეთ ბეილიც, რომლის მომავალიც "რეალ მადრიდში" გაურკვეველია. აქტიურად საუბრობდნენ თინეიჯერ ჯეიდონ სანჩოზეც, რომელიც ამჟამად "დორტმუნდში" ასპარეზობს.

"ოლდ ტრაფორდს" უკავშირებდნენ "კრისტალ პალასის" ფეხბურთელსაც აარონ ვან ბისაკსაც. გარდა ამისა, "წითლების" სურვილების სიაში მოხვდა ინგლისისა და "ლესტერის" მცველიც ჰარი მაგუირიც. მცველის პოზიციაზე "იუნაიტედი" განიხილავს "ბარსელონას" უმტიტსაც და ამასთანავე "რეალ მადრიდის" ვარანსაც.

უმტიტი ერთადერთი "კამპ ნოუელი" არ არის, რომლითაც "იუნაიტედი" ინტერესდება. მათ სამიზნეში მოექცა ფელიპე კოუტინიოც.

გარდა ამისა, "წითლები" უკვე დიდი ხანია "ნაპოლის" მცველით, კალიდო კულიბალით, ინტერესდებიან. ხელმძღვანელობა მის შეძენას ჯერ კიდევ იანვარში ცდილობდა, თუმცა - უშედეგოდ.

წყარო: SkySports


ვინ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა" ზაფხულში?

გარეთ ბეილი
კალიდო კულიბალი
ჯეიდონ სანჩო
ბრუნო ფერნანდესი
სამუელ უმტიტი
ფელიპე კოუტინიო
ჰარი მაგუირი
რაფაელ ვარანი
აარონ ვან-ბისაკა

ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2019 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ნახევარდაცვა და დაცვა გასაძლიერებელი მანდ უჭირთ ძან.
0
№2
ავტორი: 100%Red
4 აპრილი 2019 20:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ამ ჩამონათვალიდან მინიმუმ სანჩო უნდა დაიდოს, მარა არ ვიცი მაგრა ათამაშებს ერთ ადგილს დორტმუნდი, ასე მგონია მართლა არ გაყიდიან ნუ თუ რაღასც სასწაული თანხა არ შეთავაზეს.
ოთხეულს გარეთ დარჩენაც ართულებს საქმეს recourse
0
№3
ავტორი: Old Red Devil
4 აპრილი 2019 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
პირადად მე მსურს რომ გუნდმა შანსი მისცეს საკუთარ ახალგაზრდებს.ტრანსფერები კი ძირითადად პრემიერ ლიგის გუნდებიდან განახორციელოს.გრილიში თუნდაც ბისაკა ცუდი ვარიანტი არაა.ასევე მაგუაირიც არ იქნება ურიგო.საჭიროა მუშა და გამრჯე ინგლისელები აი როგორიც მილნერია და როგორიც გარეთ ბერი იყო.ესე სხვა ჩემპიონატებიდან ასტროლოგიურ ფასად ფეხბურთელის მოყვანა მერე მისი ჩაფლავება და უი არაუშავს ადაბტაცია უნდა ამოვიდა ყელში.ეს პრემიერ ლიგაა აქ სხვა რეალობაა ეს არაა პრიმერა ან ბუნდელიგა.აქ კობია ო'შეას და ფლეტჩერიანაირი გამრჯე გყავდეა რომელიც ბოლომდე დაიხარჯება ვიდრე 100მლნიანი პოგბა რომელიც წიკებიანი ბავშვივითაა.
2
№4
ავტორი: dybbuk
4 აპრილი 2019 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
ვის ისურვებთზე თუა მაშინ კულიბალი-ვარანი-დელიხტი რომელიმე, სანჩო, ვერატი, საული, რაბიო და ბისაკა-კანსელუ
0
№5
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2019 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Old Red Devil
მისცეს

სიტის ხომ უყურებ ძმა რა გუნდი შეიკრა ყველა ტურნირის ერთ ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდა იგივე გზას ადგას ლივერპულიც მეორედ აქვთ შანსი
და შენ რა ფეხბურთელებიც ჩამოთვალე მაგით პრემიერ ლიგაში ამათ კონკურენციას ვერ გაუწევ. ოშის და ფლეთცერის დონის ფეხბურთელები რომ იყო გუნდი გატენილი იმ დროს როცა დაცვაში და ნახევარდაცვაში ზე ფეხბურთელების წვიმა იყო ყველა ჩემპიონატში გადატენილი იყო ვარსკვლავები და ჩვენ ამ დროს გიბსონ და ფლეთჩერს ვათამაშებდით. ამ დონის ფეხბურთელებით იყო კიდე დაკომპექტებული ინგლისში სხვა გუნდები რეალური კონკურენტი არ გვყავდა და იმიტო ვიგებდით ჩემპიოატს
არსენალმა რომ დადგა ფეხზე კი მოიგო ჩემპიონატი პროსტა მალე ეკონომიკურად გაფარჩაკდა გუნდი. იგივე ჩელსი ჩვენზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენზე მეტი გაქონდა და ჩემპიონატსაც იგებდნენ. რეალის და ბარსას ბულკი იყო მანჩესტერი ლიგაზე ბაიერნისაც
მაგ დონის ფეხბურთელები რომ ყავდა იმიტო აქვს 2 ლიგა მოგებული

ამ ისტორის და ფინანსებს მქონე გუნდი ინგლისში ნ1 უნდა იყოს წესით და ლიგაზე კიდე ბარსას და რეალის დონეზე უნდა იდგეს
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2019 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესოა ამ ჩამონათვალიდან რამდენ ფეხბურთელს იყიდიან
0
№7
ავტორი: shotkin
5 აპრილი 2019 01:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Malboro463
ციტატა: Old Red Devil
მისცეს

სიტის ხომ უყურებ ძმა რა გუნდი შეიკრა ყველა ტურნირის ერთ ერთ მთავარ ფავორიტად ჩამოყალიბდა იგივე გზას ადგას ლივერპულიც მეორედ აქვთ შანსი
და შენ რა ფეხბურთელებიც ჩამოთვალე მაგით პრემიერ ლიგაში ამათ კონკურენციას ვერ გაუწევ. ოშის და ფლეთცერის დონის ფეხბურთელები რომ იყო გუნდი გატენილი იმ დროს როცა დაცვაში და ნახევარდაცვაში ზე ფეხბურთელების წვიმა იყო ყველა ჩემპიონატში გადატენილი იყო ვარსკვლავები და ჩვენ ამ დროს გიბსონ და ფლეთჩერს ვათამაშებდით. ამ დონის ფეხბურთელებით იყო კიდე დაკომპექტებული ინგლისში სხვა გუნდები რეალური კონკურენტი არ გვყავდა და იმიტო ვიგებდით ჩემპიოატს
არსენალმა რომ დადგა ფეხზე კი მოიგო ჩემპიონატი პროსტა მალე ეკონომიკურად გაფარჩაკდა გუნდი. იგივე ჩელსი ჩვენზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა ჩვენზე მეტი გაქონდა და ჩემპიონატსაც იგებდნენ. რეალის და ბარსას ბულკი იყო მანჩესტერი ლიგაზე ბაიერნისაც
მაგ დონის ფეხბურთელები რომ ყავდა იმიტო აქვს 2 ლიგა მოგებული

ამ ისტორის და ფინანსებს მქონე გუნდი ინგლისში ნ1 უნდა იყოს წესით და ლიგაზე კიდე ბარსას და რეალის დონეზე უნდა იდგეს

ძაან სხვაგან ხარ ჩემი აზრით რა კონკურენტი არ გვყავდა ან მარტო ფლეტჩერი და გიბსონი გახსენდება ნახევარმცველებიდან? ან რეალის და ბარსას ბულკი რატო არის მანჩესტერი ან ჩელსი რანაირად თამაშობდა მანჩესტერზე ლამაზ ფეხბურთს :დდ ვაფშე რა ლოგიკაა რაც ადაწერე :)))))))))))))))) საიდან მოგაქვთ ტო

ციტატა: Old Red Devil
პირადად მე მსურს რომ გუნდმა შანსი მისცეს საკუთარ ახალგაზრდებს.ტრანსფერები კი ძირითადად პრემიერ ლიგის გუნდებიდან განახორციელოს.გრილიში თუნდაც ბისაკა ცუდი ვარიანტი არაა.ასევე მაგუაირიც არ იქნება ურიგო.საჭიროა მუშა და გამრჯე ინგლისელები აი როგორიც მილნერია და როგორიც გარეთ ბერი იყო.ესე სხვა ჩემპიონატებიდან ასტროლოგიურ ფასად ფეხბურთელის მოყვანა მერე მისი ჩაფლავება და უი არაუშავს ადაბტაცია უნდა ამოვიდა ყელში.ეს პრემიერ ლიგაა აქ სხვა რეალობაა ეს არაა პრიმერა ან ბუნდელიგა.აქ კობია ო'შეას და ფლეტჩერიანაირი გამრჯე გყავდეა რომელიც ბოლომდე დაიხარჯება ვიდრე 100მლნიანი პოგბა რომელიც წიკებიანი ბავშვივითაა.

მერე ეგ ბრიტანელები შენ როამბობ ვისაც ადატაცია არ ჭირდება იგივე ჩემპიონატში სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგადგება? რა დონეა მაგუაიერი რო ლიგაზე დაგიცვას კარი სხვა გრანდებთან ? ან გარეთ ბერი და მილნერი გასაგებია რასაც ამბობ მარა ეგრე თუ მიდგა საქმე მაშინ მანდაც ბალანსი გინდა თორე მარტო პრემიერლიგისთვის მებრზოლი მანჩესტერიც არმინდა მე პირადად
0
№8
ავტორი: GIOMU
5 აპრილი 2019 02:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 587
ფულის საჭრელი მანქანა გახდა კლუბი რა, პრეტენზიები გვაქვს დიდი მაგრამ ტრანსფერები... საბოლოოდ შედეგიც სახეზეა, ვინც ყიდულობს ფეხბურთელებს, სიტის და ლივერპულის სახით, ყავს შესანიშნავი სათადარიგო სკამი და შედეგებიც აქვთ ანალოგიურად კარგი. ჩვენ კიდევ მაღალ დონეზე რამოდენიმე თამაში ვერ გადაგვიბავს.

გუნდს მოძრავი, ტექნიკური, გამოზომილი პასით და ბურთის დამჭერი ერთი ნახევარმცველი არ ყავს. ნებისმიერი გუნდი აიღეთ მინიმუმ ერთი ყავს ასეთი ფეხბურთელი ცენტრში. ჩვენ? ნახევარი გუნდია გასაშვები და მოსაყვანი ერთი იმდენი, ამათ რომ რამოდენიმე ფეხბურთელი ზაფხულში გაეშვათ და ფრედის და დალოტის გარდა კიდევ ვინმე ეყიდათ ახლა ბევრად უკეთ გვექნებოდა საქმე. ორი ფეხბურთელი იყიდეს და იდეაში ოირვე სკამისთვის. იდიოტიზმი რაღაც...

როხო, დარმიანი, ვალენსია, პერეირა, ფრედი, სანჩესი, მინიმუმ ეს ფეხბურთელები უნდა გაუშვან.
0
№9
ავტორი: Malboro463
5 აპრილი 2019 03:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: shotkin
ძაან სხვაგან ხარ ჩემი აზრით რა კონკურენტი არ გვყავდა ან მარტო ფლეტჩერი და გიბსონი გახსენდება ნახევარმცველებიდან? ან რეალის და ბარსას ბულკი რატო არის მანჩესტერი ან ჩელსი რანაირად თამაშობდა მანჩესტერზე ლამაზ ფეხბურთს :დდ ვაფშე რა ლოგიკაა რაც ადაწერე :)))))))))))))))) საიდან მოგაქვთ ტო

და ვინ გვუწევდა კონკურენციას ლივერპულის გარდა ან ასეთი კონკურენცია როდის იყო პრემიერ ლიგაში? სეზონურად ხან ვინ გამოანათებდა და ხან ვინ სტაბილურობა რონელ გუნდს ქონდა შენარჩუნებული? ჩელსიზე კიდე 2005-10 წლებზე ვამბობ ნ1 კონკურეტი იყო ჩვენი მაგ დროს საერთოდ სხვა სტილს თამაშობდა ჰიდინკის და ანჩელოტის ჩელსი
როდოს გამოაგდო ბოლოს პლეიოფდან რეალი და ბაიერნი მანჩესტერმა ან ბარსას 2008 ის მერე რამდენი ოფიციალური მატჩი მოვუგეთ
აეასდროს არ ვყოფილვართ მაგ გუნდებთან ფავოროტი. რაც შეხება ნახევარმცველებს მაგაზე ფარჩაკებიც მახსენდება აღარ დავწერე უბრალოდ. მუდმივი პოლი და რაიანი გვყავდა იქამდე დევიდი და სხვა ვინ იყოს მაღალი დონის და რომელი იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რომელიც კლუბის ისტორიაში ჩაიწერა იქნება შემახსენო მე ვერ ვიხსენებ.
0
№10
ავტორი: levionok
5 აპრილი 2019 03:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
რას არ წაიკითხავს კაცი! კომენტარს რო ვკითხულობდი ვფიქრობდი ბოლოში ეწერებოდა ვივა ბარსა! ჩელსი მანჩესტერზე ლამაზ ფეხბურთს როდის თამაშობდა ვისი მწვრთნელობის დროს შემახსენე დი მატეოს გულისხმობ თუ მაირინიოს? თუ იმ დროს ძოლა და პოიეტი რო ყავდათ უბრალოდ ვერ გავიხსენე ჩელსის ლამაზი ფეხბურთი და მომკალით ან რა რეალის და ბარსას ბულკიო ბულკი სუხარში აგერია მეგობარო! რაც შეეხება ტრანსფერს ისინი გასაკეთებელია და მოსაყვანია ფეხბურთელები და არა სახელი და გვარები რა დაგიმალოთ და ვარანი და სანჩო მინდა სანჩოს გადმობირება ძნელი არ უნდა იყოს მას სახლში დაბრუნება უნდა სიტიმ ის ჩამოწერა და იუნაიტედი მისი იდეალური ადგილია! ერერას წასვლა რამდენადაც მეწყინება იმდენადვე გამიხარდება ყველაფერი აქვს ამ ბიჭს მანჩესტერის დონის გარდა მატა კარგია მაგრამ არც უმაგისოდ დავიქცევით ის დანარჩენი პენსიონერები ხო ნათელია დაცვიდან ლინდელოფს და სმოლინგს დავტოვებდი დანარჩენი (როხო,ბაი,ჯონსი) აუტ!
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top