თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2019, 10:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1434,
კომენტარები: 7
"მას ბევრჯერ იხილავთ ძირითად შემადგენლობაში"
ოლე გუნარი სკოტ მაკტომინეით კმაყოფილია.
სკოტ მაკტომინეის გოლი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო სამშაბათს საღამოს გამართულ მატჩში. აკადემიელის თამაშით მოხიბლული იყო ოლე გუნარიც და მან აღნიშნა, რომ სკოტს ყველაფერი ჯერ კიდევ წინ აქვს.

სოლსკიაერი მიღებული შედეგით ნამდვილად იმედგაცრუებული იყო, მაგრამ მწრთვნელმა ძალიან ბევრი ისაუბრა სკოტზე და მას ნათელი მომავალიც უწინასწარმეტყველა.

"სკოტს ჩვენთვის იმედები არასდროს გაუცრუებია, ყოველთვის ყველაფერს იდეალურად აკეთებს. ეს საღამო კიდევ ერთი ძალიან, ძალიან კარგი მატჩი იყო მისგან. ასე რომ თქვენ ხშირად იხილავთ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში. ის საოცარი განწყობით უდგება ყველაფერს და ეს იდეალურია."

"ის ათლეტურია და სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ამჟამად ვგრძნობთ, რომ ეს საუკეთესო პოზიციაა მისთვის, მაგრამ ის ნახევარმცველის გარდა მცველის როლსაც ძალიან კარგად ირგებს. სწორედ ეს გააკეთა პსჟ-სა და "ლივერპულის" წინააღმდეგ. ასე რომ მისით ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ."

სკოტ მაკტომინეი სამშაბათ საღამოს მე-17 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც "იუნაიტედის" მაისურით გოლი გაიტანა.


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2019 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
კარში დარტყმით თუა კმაყოფილი ჯობია ეგ თავდამსხმელებს მოთხოვს და ამას რაც ევალება ნახევარდაცვის ცენტრში ის გაკეთოს
ზედიზედ 3 გადაცემას რომ ვერ აკეთებენ და ცენტრში ბურთის დაჭერა რო არ შეუძლიათ. ართმევაზე საუბარი ზედმეტია რა დაცვაში თამაში :/
0
№2
ავტორი: Lev
4 აპრილი 2019 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ჯერჯერობით ორივე კარდიფის დონეები ხართ. სხვათაშორის იანგის წითელი ბარათი ამ სირ მაკტომინას პანიკური უკან პასის დამსახურებაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: ikeoni
4 აპრილი 2019 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvelaze kargad mag tamashi skotma itamasha
0
№4
ავტორი: giorgi_mg
4 აპრილი 2019 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რატომ გვიკვირს სადაც ვართ? გადახედეთ მოთამაშეებს და დასკვნასაც ადვილად გამოიტანთ... მაკტომინეი, ლინგარდი, იანგი, მატიჩი, მატა, ერერა, რეშფორდი, ჩამოუყალიბებელი მარსიალი, პერეირა და ა.შ.

მცველებს აღარ ვეხები ისედაც საქვეყნოდ ცნობილი ამბავია
2
№5
ავტორი: levionok
4 აპრილი 2019 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მთავარია წელს რამენაირად ლიგაზე მოვხვდეთ! გუნდი გასაახგაზრდავებელი არის და კროოსების მოყვანას და იმ ხალხის რომლებმაც ყველაფერი მოიგეს და ახლა ფულის კეთებაზე არიან გადასულები არაფერა მოგვცემს მშიერი ხალხი გვჭირდება ძალიან მშიერი! გავუშვებდი ფრედს ვალენსიას მატიჩს( თუ თადარიგზე უარს იტყვის) ჯონსი დარმიანი იანგს მოსაყვანია სანჩო მილენკოვიჩ-სავიჩი კულიბალი ან ვარანი
0
№6
ავტორი: krekera
4 აპრილი 2019 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ციტატა: giorgi_mg
რატომ გვიკვირს სადაც ვართ? გადახედეთ მოთამაშეებს და დასკვნასაც ადვილად გამოიტანთ... მაკტომინეი, ლინგარდი, იანგი, მატიჩი, მატა, ერერა, რეშფორდი, ჩამოუყალიბებელი მარსიალი, პერეირა და ა.შ.

მცველებს აღარ ვეხები ისედაც საქვეყნოდ ცნობილი ამბავია

მართალია მეგობარი, ხანდახან რომ ვუფიქრდები საშუალოდ დონის ფეხბურთელებიც არ გვყავს, კიდე კარგად ქაჩავენ.... რეშფორდი ისე გახდება ტოპი როგორც პოგბა გამოასწორებს ხასიათს..@
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
4 აპრილი 2019 23:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სხვებთან შედარებით უკეთესი მატჩი ჩაატარა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top