თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2019, 17:17
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2030,
კომენტარები: 8
როგორ მოემზადება "იუნაიტედი" "ბარსელონასთვის"?
ოლე გუნარი "ბარსელონასთან" მატჩის წინ.
როგორ მოემზადება
ოლე გუნარ სოლსკიაერმა "ბარსელონასთვის" მოსამზადებელი კვირა უკვე დაგეგმა. შეგახსენებთ, რომ შემდეგ ოთხშაბათს "ოლდ ტრაფორდი" ესპანელებს უმასპინძლებს.

რადგანაც "წითლები" ინგლისის თასიდან გამოვარდნენ, ამ შაბათ-კვირას თამაში არ უწევთ და პირდაპირ ჩემპიონთა ლიგისთვის მოემზადებიან.

"ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი და, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმუშავებთ. "ბარსელონა" უმაღლესი კლასისი გუნდია და შესაბამისი ძალებით უნდა დავუპირისპირდეთ. ერთ ან ორ დღეს ამ მატჩის გაანალიზებას და გამოჯანმრთელებას დავუთმობთ და შემდგომ მთელი ძალებით მოვემზადებით ესპანელების დასახვედრად. ეს ფანტასტიკური გამოწვევა იქნება ჩვენი კლუბისა და შემადგენლობისთვის."

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "იუნაიტედი" მესამედ დამარცხდა. მათ ერთი დამარცხება ინგლისის თასზე, ხოლო ორი პრემიერ ლიგაში იგემეს.

"შედეგებს ვერ გააკონტროლებს. შეგიძლია გააკონტროლო, თუ რას იზამ მოედანზე, როგორ წარდგები მეტოქის წინაშე, რა ძალებს გამოიყენებ და როგორ ითამაშებ. ჩვენ ძალიან ბევრი შანსები შევქმენით და თანაც საკმარისზე მეტი მატჩის მოსაგებად."

"ასე რომ არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდა. უბრალოდ მოხარული ვარ იმ შანსებით, რაც შევქმენით და იმ განზრახვით, რითაც მატჩი დავიწყეთ. ფეხბურთელებს თამაშს ვერ აუკრძალავ, ვერ შეაჩერებ... თუ შეცდომა უნდა მოხდეს, მოხდება, ესეა, ეს ფეხბურთია."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
3 აპრილი 2019 17:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არ მინდა ვიფიქრო რო გუნდი კრიზისშია, თითქოს გადაიარა იმ მუხტმა რაც ოლეს მოსვლამ გამოიწვია, მაგრამ ეტყობა გუნდს რო შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც 2 თვის წინ, როცა ხარისხიც და შედეგიც ძალიან კარგი იყო. მთავარია 90 წუთი თამაში ისწავლონ, მომენტებიც იქმენდება ასე თუ ისე, თუმცა ამაზეც ბევრი სამუშაოა. პოზიციური შეტევები ძალიან ცოტაა, მხოლოდ კონტრზე თამაშობს გუნდი და ბურთის დაჭერაც უჭირთ. მაინც არ ვფიქრობ, რომ გამოუვალი მდგომარეობაა, ცოტა დამშვიდება, შეცდომების გაანალიზება და შეუძლია კარგი შედეგის დადება ამ დაცვის ფონზეც კი გუნდს.
0
№2
ავტორი: Chaxrux
3 აპრილი 2019 20:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Mtavaria sheshinebulebi ar gamovidnen satamashot, bolo dros manchesteris problema eg aris ro dacva panikashia top gundebtan, psiqologiurad chajmulebi da sheshinebulebi iwyeben xolme tamashs... tamamebi tu iqnebian da mshvidad itamasheben manchestertan pavoriti ar unda arsebobdes... imedia moxodavs gunds olegunardzma ise rogorc sachiroaa
0
№3
ავტორი: onlyred
3 აპრილი 2019 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
დარწმუნებული ვარ თვითონ ბიჭებსაც არ უნდათ და მოსწონთ ეს წაგებები და ამ სიტუაციაში ყოფნა. აქამდე ბევრი თამაში მუხტმა გადაგვაგორებინა, პესეჟესთან სულ საოცრება მოხდა, თვითრწმენის უდიდესი მაგალითი იყო ის თამაში.
შეუძლიათ თამაში და ითამაშებენ კიდეც.
2-3 სტაბილური ბიჭის დამატება არ გვაწყენდა, ცოტა კონკურენციის გაზრდა უფრო დიდი მოტივი იქნებოდა და დატვირთვასაც გაზრდიან ალბათ
0
№4
ავტორი: kobinio
3 აპრილი 2019 23:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
როდესაც პოლ პოგბას სურს თამაში და მაქსიმუმის დადება გუნდი უკეთ თამაშობს და როცა ნაბოზ....რი პოგბა რეალზე იწყებს ოცნებას მაშინ ერხევა გუნდს.ან გააკვას ან დარჩეს და ნუ მო**** ტვინი

რამდენჯერაც ტრანსფერების ციებ ცხელება იწყება მაშინვე ეს ცენზურა იწყებს ცენზურას თამაშს.თუ გაჯმა უნდა ***ას რა
0
№5
ავტორი: ikeoni
3 აპრილი 2019 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Gamoitans swors daskvnebs da dzlierad davuxvdebit ylarselonas❤️
0
№6
ავტორი: LASHQARA
4 აპრილი 2019 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
wink პსჟ-ეს ბედს გაიზიარებენ wink ამათი მაქსიმუმი დამანახა რაც შეუძლიათ და ბარსა ჩაალაგებს და სახლში წავა პირობას გაძლევთ, თამაშიდან გამომდინარე შეეტყობა, თუ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ, ომს მოვიგებთ love am
0
№7
ავტორი: stepno
4 აპრილი 2019 03:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Xandaxan sitis tamashebs rom uyurot olee ar iqneba cudii iqneb burtis warmteva aswavlo fexburtelebs:)) siti ro kargavs wamebshi ibrunebs burts da am sacodavebs ra chirt vulzi ro garbeninebs sircxviliaa. Ar ekutvnit es forma 80% manchesteris amjamindel fexburtelebs
0
№8
ავტორი: Malboro463
4 აპრილი 2019 10:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
და ბარსას მაქსიმუმი? პსჯმ ოლდ ტრაფორდზე რაც ითამაშა ის რო ეთამაშა ამათ გადაუვლიდენ
გაგვიმართლა პსჯსთან რატო არ გინდათ რომ აღიაროთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top