თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2019, 20:00
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1267,
კომენტარები: 2
ესპანელებით "ბარსელონა" ინტერესდება
"ბარსელონას" "იუნაიტედის" ნახევარმცველები სურს.
ესპანელებით
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა ანდერ ერერა და ხუან მატა დაკარგოს. შეგახსენებთ, რომ ესპანელების ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში გასდის.

"Sky Sports"-ის განცხადებით, ერერასა და მატას მომავალი ესპანურ კლუბს "ბარსელონას" უკავშირდება.

კლუბი დიდი ხანია ცდილობს დუეტთან მოლაპარაკებას, თუმცა "იუნაიტედსა" და ესპანელებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება არ შემდგარა.

სანაკრებო შესვენებების დროს, ანდერ ერერამ განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებული ჭორები სრულიად ბუნებრივია:

"მე ახლა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვარ კონცენტრირებული და დარჩენილი თვეები მხოლოდ ამაზე ფიქრს ვაპირებ. დანარჩენი ჩემს აგენტზეა დამოკიდებული. ყველაფერი განიხილება, დარჩენაც და წასვლაც."

მატას შემთხვევაში "იუნაიტედმა" უკვე გამოიყენა კონტრაქტის გახანგრძლივების ერთწლიანი შესაძლებლობა. ესპანელმა სახლში დაბრუნების ვარიანტები იანვარში მიცემული ინტერვიუს დროს განიხილა. თუმცა იმ დროისთვის ჟოზე მოურინიოს გამო ძალიან ბევრი პრობლემა იდგა, ახლა კი კლუბში სიტუაცია ძირეულად შეცვლილია.

"მე ინგლისში უკვე დიდი ხანია ვთამაშობ. მართალია, რომ ხანდახან სახლი, ოჯახი და მეგობრები მენატრებიან, მაგრამ არ ვიცი დავბრუნდები თუ არა ესპანეთში უახლოეს მომავალში. მე ახლა ფანტასტიკურ კლუბში ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედში". ეს უდიდესი კლუბია მსოფლიოში."


"ბარსელონა" დიდი ხანია მატათი ინტერესდება და ზაფხულში ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ ხუანი იქნება.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2019 22:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლად სიმართლე არამგონია რო იყოს
0
№2
ავტორი: shotkin
3 აპრილი 2019 01:50
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მატა გაუშვან თუ უნდათ ერერა არ იმსახურებს ნამდვილად , უბრალოდ მატა თუ წავა იყიიდონ ბოლო ბოლო ძლიერი ფეხბურთელი ვინმე რა თორე დავიღალე ამ ფრედების ყურებით და კიდე ბევრი სხვისი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top