თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2019, 16:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1661,
კომენტარები: 10
ახალი პოზიცია "იუნაიტედში"
რას ფიქრობს ოლე გუნარი ახალი პოზიციის შემოღებაზე.
ახალი პოზიცია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის ბოლოს ტექნიკურ დირექტორს პირველად დანიშნავს.

ზუსტად როდის განაცხადებს ხელმძღვანელობა ამის შესახებ, ეს უცნობია, მაგრამ "იუნაიტედს" სურს, რომ 2019/20 წლების სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობას ახალი წევრი შეემატოს.

ტექნიკური დირექტორის მოვალეობა ძირითადი შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნვა და სამწრთვნელო შტაბის დახმარება იქნება. გარდა ამისა, პირი, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს, ვალდებული იქნება, რომ აკადემიის განვითარების გრძელვადიანი გეგმა დასახოს.

ძველი მწრთვნელი, ჟოზე მოურინიო, ამ პოზიციის შემოღების წინააღმდეგი იყო, თუმცა დეკემბერში მან კლუბი დატობა და სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

სოლსკიაერმა, რომელიც თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, აღიარა, რომ მან ეს საკითხი ედ ვუდვორდთან ერთად გაიარა და მოხარული იქნება ტექნიკურ დირექტორთან ერთად მუშაობით.

ამასთანავე "იუნაიტედი" სამწრთვნელო შტაბის წევრების, მაიკ ფელანის, მაიკლ ქერიკისა და კიერანისთვის ახალი კონტრაქტების შემუშავებაზეა კონცენტრირებული. როგორც "SkySports" იტყობინება, ისინი ახალ შეთავაზებას მალევე მიიღებენ.


წყარო: SkySports
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 აპრილი 2019 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Aucileblad dasanishni poziciaa
0
№2
ავტორი: dybbuk
2 აპრილი 2019 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
როგორც იქნა დავიდა ამათ ტვინამდე რომ ვუდვორდი ვერ უმკლავდება ამ ტიპის საქმიანობას და ახალი შტატი უნდა შეიქმნას ტექნიკურის დირექტორის პოზიციაზე, ძალიან სასიამოვნო ნიუსია.
0
№3
ავტორი: stepno
2 აპრილი 2019 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აუცილებელიაა და სასრაფოდ უნდა დანიშნონ ვინმე გამოცდილი
0
№4
ავტორი: Old Red Devil
2 აპრილი 2019 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მარსელ ბოუტის ტექნიკურ დირექტორად დანიშვნა არის გადაწყვეტილი.ის არის წამყვანი სკაუტი მანჩესტერში.ვან გაალმა მოიყვანა რადგან მისი ყოფილი ასისტენტი იყო ბაიერნში.მამენტ სპორტული და ტექნიკური 1 და იგივე ფუნქციის პოზიციებია?!
0
№5
ავტორი: 100%Red
2 აპრილი 2019 18:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
ისე კანტონაზე რო იწერებოდა რაღაცეები როგორაა მაგის საქმე?
0
№6
ავტორი: giorgi_mg
2 აპრილი 2019 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვან დერ საარი მშვენიერი იქნება
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
2 აპრილი 2019 19:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველაზე კარგი ნიუსია მოუს წასვლის მერე.აი მნიშვნელობით ოლეს კონტრაქტის დადების ნიუსზე მნიშვნელოვანი.ოლეს კონტრაქტი დროის საკითხი იყო აი ეგ პოზიცია კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდის მომავლისთვის.ძალიან მაინტერესებს დღეს როგორ ვითამაშებთ და პოგბა როგორი იქნება.ძალიან ირევა პოგბა როგორც კი მასზე ჭორების გავრცელება იწყება და იმედი მაქვს დღეს კარგად ითამაშებს თორემ მაგის წასვლის საკითხიც დროის ამბავი გახდება.არადა თუ მართლა იგორავებს მოედანზე უნდა ახეხინო სკამი და დაუნგრიო კარიერა.არ მიყვარს პოდლი ადამიანები საერთოდ სულ მთლად მტერს რო პოდლობდეს იმიტომ რომ ასეთი ადამიანი ყველასთან პოდლია მერე საკუთარი მერკანტილური მიზნებისთვის.ძაან იმედი მაქვს დღეს ლაღ და შემტევ არადაძაბულ თამაშს ვითამაშებთ
1
№8
ავტორი: JuanMata
2 აპრილი 2019 20:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მშვენიერი სიახლეა.
ეს სპორტული და ტექნიკური დირექტორი ერთი პონტია ჰო, როგორც მივხვდი wink
0
№9
ავტორი: Dato kutaisi
2 აპრილი 2019 21:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: JuanMata
მშვენიერი სიახლეა.
ეს სპორტული და ტექნიკური დირექტორი ერთი პონტია ჰო, როგორც მივხვდი wink

მეც ეგრე მგონია.ზუსტი დეფინიცია ნაღდად არ ვიცი მარა საქმე გააკეთოს ის რაც ჩვენ გვინდა და მარკშეიდერი ერქვას მისი დედაც :))
1
№10
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2019 22:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძალიან კარგი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top