თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2019, 16:07
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1262,
კომენტარები: 3
"წინ მეტი უნდა ვითამაშოთ"
ლინგარდი მატჩის წინ და სიახლეები მისი ტრავმის შესახებ.
ჯესი ლინგარდის განცხადებით, აუცილებელია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" სასწორი პირველივე წუთებზე თავისკენ გადახაროს. ოლე გუნარ სოლსკიაერის შეგირდები "ვულზვთან" მიღებული წინა შედეგის შემოტრიალებას აპირებენ. დღევანდელი გამარჯვება "იუნაიტედისთვის" ოთხეულში ადგილის გამყარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

"ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ დავიწყებთ მატჩს. აუცილებელია, რომ სასწორი დასაწყისშივე ჩვენკენ გადმოიხაროს. ყველამ თავიდანვე შემართებით უნდა დაიწყოს და შემდგომ იხილავთ ჩვენს შესაძლებლობებს."

"ოლე ყოველთვის ცდილობს, რომ ენერგია შეგვმატოს და მეტი ვნებით გვათამაშოს. თუ ბიჭები ამას დღეს საღამოს შეძლებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მოგებას შევძლებთ."

"შაბათს უკვე მოვიპოვეთ სამი ქულა "უოტფორდის" წინააღმდეგ, ახლა მთელი კონცენტრაცია "ვულვზისკენ" არის მიმართული. ისინი ინგლისის თასზე დიდი წნეხის ქვეშ არ მოგვიქცევია, მაგრამ დღეს ეს უნდა შევძლოთ."

"უოტფორდთან" ნამდვილად არ დაგვიწყია ისე, როგორც გვსურდა, ან როგორც უნდა დაგვეწყო. წინ მეტი უნდა ვითამაშოთ, მეტი ენერგიითა და სისწრაფით. მათ ჩვენს ნახევარზე გადმოსვლის საშუალება არ უნდა მივცეთ."

"რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, მე უკვე სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. სანაკრებო შესვენება ძალების მოკრებასა და ბარძაყის გაძლიერებაში დამეხმარა. ასე რომ მზად ვარ გუნდს ყველა დარჩენილ მატჩში დავეხმარო."

"უოტფორდთან" თამაში გარისკვა იქნებოდა. ახლა კი მზად ვარ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
2 აპრილი 2019 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi jesika dges unda movigot Uechveli
0
№2
ავტორი: stepno
2 აპრილი 2019 17:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ლინგარდი გვჭირდება და იმედიაა ფორმიდან არ ამოვარდებოდა
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
2 აპრილი 2019 22:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოთხეულისთვის ბრძოლას ჩამოვცილდებით ფაქტობრივად ეს თუ ვერ მოვიგეთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top