თბილისი:
მანჩესტერი:
2-04-2019, 14:01
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1500,
კომენტარები: 3
"სანამ აქ ვარ, ყველაფრისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღო"
ოლე გუნარის პრესკონფერენცია მატჩის წინ.
პრემიერ ლიგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. "მანჩესტერ იუნაიტედს" მხოლოდ შვიდი მატჩი დარჩა სათამაშო. ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ოთხეულში ადგილი დაიკავოს.

ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ოლე გუნარმა ინგლისის თასიდან გამოვარდნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დამარცხებამ მათი სიამაყე შელახა.

"როცა ასეთ მატჩს აგებ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობ, რომ განწყობა შეინარჩუნო და ამ დამარცხებამ შემდეგ მატჩებზეც არ იმოქმედოს. ცდილობ, რომ სწორად მიუდგე ყველაფერს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ "ვულვზის" წინააღმდეგ ჩვენი პრობლემა განწყობა არ ყოფილა, უბრალოდ შესაბამისი ხარისხით არ ვითამაშეთ."

"ვულვზი" ძალიან კარგ ფორმაშია და დიდ გუნდებს სათანადო წინააღმდეგობას უწევენ. მაგრამ თუ ჩემი ფეხბურთელები ისე ითამაშებენ და იმდენ ენერგიას ჩადებენ ამ მატჩში, როგორც ვარჯიშებზე, მაშინ ვფიქრობ, რომ პრობლემები აღარ უნდა შეგვექმნას."

"ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. სწორი პოზიცია, საკმარისი ხარისხი, რთული ტაქტიკა, კრეატიულობა... რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ სწორედ ამას აქვს ხიბლი. ჩვენთვის ეს ახლა დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ კონკრეტული მიზანი გვაქვს და ამას აუცილებლად მივაღწევთ. ძალიან გვინდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდი წნეხის ქვეშ მოვაქციოთ."

"რაც შეეხება ოთხეულს, არ მგონია, რომ ფეხბურთელებს იმის შეხსენება დასჭირდეთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ჩემპიონთა ლიგაზე "იუნაიტედმა" უნდა ითამაშოს. ეს მათ თავადაც ძალიან კარგად იციან."

"სამი თვის წინ ჩვენ ოთხეულს 11 ქულით ჩამოვრჩებოდით და შესაძლოა, ფეხბურთელებს არც სჯეროდათ, რომ ამ ეტაპამდე მოვიდოდით. მაგრამ თუ ჩვენ ჩვენს დავალებას კარგად გავართმევთ თავს, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ."

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა იკითხეს მეტი წნეხის ქვეშ ხომ არ გრძნობს ოლე თავს, რაზეც მათ შემდეგი პასუხი მიიღეს:

"არა, ჩემი განწყობა ოდნავადაც არ შეცვლილა. საერთოდ არ ვგრძნობ მეტი წნეხის ქვეშ თავს. რა თქმა უნდა, მეტი მაქვს საფიქრალი და წინ უფრო მეტად უნდა გავიხედო, მაგრამ მე ჯერ კონკრეტულ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული. აქ იმისთვის ვიყავი და ვარ, რომ თამაშები მოვიგო, შესაბამისად, არაფერი შეცვლილა."

"არ ვიცი, აქ რამდენი ხანი დავრჩები და დავყოფ თუ არა "იუნაიტედში" იმდენ წელს, რამდენიც სერ ალექსმა გაატარა, მაგრამ სანამ აქ ვარ, ყველაფრისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ვაპირებ."


წყარო: ManUtd.com
პრესკონფერენცია
3 კომენტარი
№1
ავტორი: OzBeTa
2 აპრილი 2019 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 188
თავიდან რომ მოხვედი სულ მოკლე პასებით თამაშობდი და ჩაწოდებებზე ნაკლებად აკეთებდი აქცენტს, ახლა შეიცვალა ყველაფერი და უმეტესად გრძელ პასს ვუყურებთ თქვია ჩაგდებებიანად. ეს ცოტა ტეხავსს, იმედია დაალაგებ ყველაფერს ისევ ისე ❤️
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Manchester is RED
№2
ავტორი: ikeoni
2 აპრილი 2019 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11517
Midi ole sheni imedi gvaq ❤️
0
№3
ავტორი: stepno
2 აპრილი 2019 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ამ კაცს აქვს რაღაც სერ ალექს ფერგილსონის :)) ცუდათ რო თამაშობენ მაშინაც კი იგებენ დიდი იმედი მაქ ვულზსთან მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ და რაც უმნიშვნელოვანესია 3 ქულას ავიღებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top