ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, რომ "წითელი ეშმაკები" აჩვენებენ საუკეთესო კონცენტრაციას, რომელიც ბევრ შემთხვევაში ეხმარება კლუბს წარმატების მიღწევაში:"ეს "იუნაიტედისთვის" კარგი დროა. წინა წელს ჩვენ გვქონდა რვა ქულიანი უპირატესობა ჩვენს უკან მდგომებთან, მაგრამ ეს ქულები დაიკარგა. მწვრთნელმა კი ეგრევე დააჯერა მოთამაშეები, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდებოდა. იმიდა მიუხედავად, თუ რას ვხედავთ დღეს, მიხვდებით, რომ სერ ალექსის სიტყვებს ფუჭად არ ჩაუვლია." – განაცხადა პიტერ შმეიხელმა manutd.com–თან.
"მატჩი "ფულჰემთან", რომელის მოგებაც სულ ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ, ფეხბურთელები ვერ მოიგებდნენ წინა სეზონში. ჩვენ ქულებს დავკარგავდით. აქედან კი დასკვნის გამოტანა შესაძლებელია, გუნდმა კარგად აითვისა წინა სეზონის შეცდომები და ახლა ტიტულების მოპოვებასთან ჩვენი შანსები სულ უფრო და უფრო იზრდება. ჩვენ ნამდვილად კარგად ვთამაშობთ პრემიერ ლიგაში და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ტიტული მოვიპოვოთ. ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ერთმანეთში კარგად არიან შეთამაშებულნი."
"რამდენიმე დღის წინ, მე ვნახე რობინ ვან პერსის ინტერვიუ და სიამოვნებით წავიკითხე. ის ამბობდა, რომ ტკბებოდა ვარჯშების ჩატარებით, ბედნიერი იყო გამოცდილ მოთამაშეებთან თამაშით, რომლებმაც გამარჯვების გემო იციან. ყოველი მოთამაშე ერთმანეთს ეხმარება. როდესაც თქვენ გეუფლებათ ასეთიი გრძნობა, უნდა იმედოვნოთ, რომ ეს გამარჯვების სეზონი გახდება თქვენთვის."