თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 11:55
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1491,
კომენტარები: 3
"ის ყველაფერს იდეალურად აკეთებს და ასეც გააგრძელებს"
ბექჰემს ოლე გუნარის წარმატების სჯერა.
დევიდ ბექჰემის განცხადებით, ოლე გუნარ სოლსკიაერის წარმატება უფრო და უფრო გაგრძელდება.

სოლსკიაერმა მოსვლის შემდეგ პრემიერ ლიგის 13 მატჩიდან ათში გამარჯვება მოიპოვა. დამარცხებით მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და თანაც ჩემპიონთა ლიგაზე დაუჯერებელი შედეგი აჩვენა.

ბექჰემმა ნორვეგიელთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" შვიდი წელი გაატარა. ინგლისელს სჯერა, რომ ოლე გუნარი სწორი არჩევანია და ის შესანიშნავად გაუძღვება კლუბს.

"კლუბი ოლემ ჩაიბარა და ეს იდეალურია. ის ნამდვილად იმსახურებს ამ პოსტს. ის ყველას უყვარს, გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს და ყველას, ვინც კლუბშია. მან ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ეს ასეც გაგრძელდება. ნამდვილ გულშემატკივრებს ის უყვართ. ეს დიდებულია კლუბისთვის და დიდებულია მისთვის."

ბექჰემმა ასევე გარეთ საუთგეიტის შესახებ ისაუბრა. ინგლისელი მისითაც აღფრთოვანებულია და დარწმუნებულია, რომ ის წარმატებას მიაღწევს.

"ძალიან ამაღელვებელია ეს ყველაფერი. გამიხარდა, როცა გარეთმა დაიკავა ეს პოსტი, რადგან მგონია, რომ მან ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ფეხბურთელებთან დიდი დრო გაატარა."

"კარგია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოიძახა და მათ მისცა შანსი - ეს იშვიათი შემთხვევაა და ამას ვაფასებ."


წყარო: SkySports
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 12:02
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბექზ love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2019 13:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვის არ გაუხარდა ნეტა ოლეს დანიშვნა :)
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2019 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Devid she magaro ❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top