თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 11:45
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1426,
კომენტარები: 3
"ღიმილი სახეზე, თავდაჯერება - ეს არის ოლე გუნარი"
ბენ ფოსტერი ოლე გუნარით აღფრთოვანებულია.
შესაძლოა, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ბენ ფოსტერს შაბათს გაღიმების საშუალება არ მისცა, მაგრამ "უოტფორდის" მეკარემ განაცხადა, რომ ყოველთვის იცოდა, ნორვეგიელი საოცარ წარმატებას რომ მიაღწევდა.

"მას ერთობა მოაქვს. დღეს ფეხბურთელებმა ძალიან კარგად იციან თუ რას ნიშნავს ფეხბურთის თამაში. მათ უბრალოდ სჭირდებათ ვიღაც, ვინც შთაგონებას, თავდაჯერებას მისცემს და თან ერთ გუნდად შეკრავს და აგრძნობინებს, რომ ისინი ძალიან კარგები არიან, მეტისმეტად კარგებიც კი."

"ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად "იუნაიტედს" ეს აკლდა ბოლო წლების განმავლობაში. ახლა "ოლდ ტრაფორდი" გაცილებით უკეთესი ადგილია, უფრო ბედნიერი გარემოთი და სწორედ ეს მოიტანა ოლემ."

"მე მასთან მუშაობის გამოცდილება მქონია, როცა "იუნაიტედის" რეზერვებში ვთამაშობდი, ის უბრალოდ ბრწყინვალე იყო. ყველას მოსწონს მასთან და მისთვის თამაში, სტადიონზე ღიმილით შედიხარ და გრძნობ, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ შეგიძლია."

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ამხელა წარმატებას მიაღწია. ის იდეალური მწრთვნელი იყო ჩემთვის და მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთა."

"ყოველთვის დადებითს ვიტყვი მასზე და დარწმუნებული ვარ ასევე მოიქცევა ყველა, ვისაც მასთან ოდესმე უთამაშია."

"ის იდეალურია და დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები მასთან თამაშით უდიდეს სიამოვნებას იღებენ."


წყარო: ManUtd.com
ინტერვიუები
3 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 11:48
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კიბატონო
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2019 13:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფოსტერი სულ კარგად საუბრობს მანჩესტერზე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია აქ აღარ თამაშობს.
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2019 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Yvela rogor dadebitad laparakobs am kacze❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top