თბილისი:
მანჩესტერი:
1-04-2019, 11:31
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1333,
კომენტარები: 3
"ჩვენ დაბრუნება გვსურს და ამას მოვახერხებთ"
ფილ ჯონსი ოლე გუნარის დარჩენით მოხარულია და მომავალს პოზიტიურად უყურებს.
ფილ ჯონსის განცხადებით, ოლე გუნარ სოლსკიაერმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ძველი შეგრძნებები დაუბრუნა. მცველს ნორვეგიელის ხანა სერ ალექს ფერგიუსონის დროის ემოციებს უბრუნებს.

"მე მართლა ვგრძნობ ზუსტად იმავე ემოციებს და შეგრძნებებს, რაც სერ ალექსის დროს "ოლდ ტრაფორდს" სდევდა თან."

"იგივე... იგივე შეგრძნება, იგივე ემოციები... არ ვიცი რა უნდა დავარქვა ამ ყველაფერს, ამაზე ასე უბრალოდ და მხოლოდ სიტყვებით ვერ ვისაუბრებთ."

"შეგიძლიათ, რომ ახლანდელ და წარსულ დროს შორის ბევრი მსგავსება დაინახოთ. ეს მშვენიერია, ახალი ძალის შემმატებელია და, რაც მთავარია, ამით სიამოვნებას ვიღებთ."

"ოლე მოსვლის დღიდანვე ყველაფერს ბრწყინალედ ასრულებს. ამას ფეხბურთელების სახეებზეც შეამჩნევთ."

"მაგრამ აუცილებელია, რომ უკეთესისთვის ბრძოლა განვაგრძოთ. ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და იმედია, რომ ყველაფერს ისე დავასრულებთ, როგორც ჩავიფიქრეთ."

"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა სურს მწრთვნელს, რა გვსურს ჩვენ მისგან და ამ ყველაფერს იდეალურ შედეგებამდე გავყავართ."

"ფეხბურთელები თამაშისგან სიამოვნებას იღებენ. ეს ყველაფერი ამაღელვებელია და ვფიქრობ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ."

"აქ რამდენიმე დიდებული ფეხბურთელი გვყავს. გვსურს, რომ ბევრი ვისწავლოთ, გავძლიერდეთ და უფრო და უფრო კარგი თამაშებით წარვდგეთ გულშემატკივრის წინაშე და ამას აუცილებლად შევძლებთ."

"ოლე შესანიშნავი მწრთვნელია, რომელიც აქ გაიზარდა და იცის რას ნიშნავს ყველაფერი, რაც "იუნაიტედს" უკავშირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გვეტყვის რისი თქმაც საჭიროა."

"არ ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლისგან შორს ვართ. რა თქმა უნდა, ამ სეზონში საშინელი სტარტი ავიღეთ, მაგრამ მომავალი სეზონი წინაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ."

"ეს ყველასთვის დიდი გამოწვევა იქნება, ჩვენთვის, მწრთვნელებისთვის, გულშემატკივრებისთვის, ყველასთვის, ვინც "იუნაიტედს" უკავშირდება."

"ოლდ ტრაფორდი" იდეალური გარემოა მათთვის, ვისაც ეს სპორტი მართლა უყვარს და ჩვენ უბრალოდ დაბრუნება გვსურს და ამას მოვახერხებთ."


წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
1 აპრილი 2019 11:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მიდით ჯერ ვულვზს მოუგეთ და მერე იმედია ბარსას სახლში მოვუგებთ, იმედია ლიგაზე სახლის ზედიზედ მერე თამაშს მოგების გარეშე არ დატოვებენ
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
1 აპრილი 2019 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჯონსი როცა ჯანმრთელია კიდე არაუშვას კარგად თამაშობს მარა რათგინდა...
0
№3
ავტორი: ikeoni
1 აპრილი 2019 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Midi midi momaval wels chempionebi unda gavxdet
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top